21 სექტემბერი, 2015
ქართველი გოგონა, რომელიც მეხუთედ 31 წლის ასაკში სტიქაროსანზე გათხოვდა
ჩვენს რესპონდენტს 31 წლის ასაკში, ყოფილი ქმრების ნაჩუქარი, ხუთი ოქროს ბეჭედი აქვს შემონახული. თუმცა ორ წელიწადში ერთხელ, საპატარძლო კაბით ეკლესიაში სიარული, მისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო დეტალი არ არის. მკითხველი ნანუკას თავგადასავალში სხვა სახალისო ნიუანსებსაც ამოიკითხავს.

- როდესაც პირველად გავთხოვდი 19 წლის ვიყავი. მამაჩემი უკვე ფიქრობდა, რომ მთხოვნელი აღარასოდეს გამომიჩნდებოდა, რადგან მთელი ჩემი სანათესაო, სკოლის მერხიდან გაიპარა. ოჯახი ისეთი შემხვდა `უკეთესს~ ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი. მამამთილი ლოთი იყო, დედამითლი მთელი დღე ავი ძაღლივით იყეფებოდა და თუ
ძალიან უხასიათოდ იყო, ქმარ-შვილს ერთი-ორ მუჯლუგუნსაც არ დააყვედრიდა. ერთხელ როცა გაბრაზებული მეც მწვდა თმაში, მივუბრუნდი და ისეთი დავარტყი, იატაკზე დაეცა. თან ჩემს ქმარს ვუყვიროდი, გია მიშველე, დედაშენი მკლავს-თქო. გია რომ შემოვიდა და მე ფეხზე მდგომი დამინახა, დედა კი პირქვე დამხობილი, დამიჯერებდა, რომ მართალი ვიყავი? ასეთი კონფლიქტის შემდეგ, ქმართან ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო, არც მეუღლეს მოუკლავს თავი - დარჩიო. პირიქით, იმას ჩიოდა, რა მინდოდა, მშვიდი ცხოვრება ქორწინებაზე როგორ გავცვალეო. როცა წამოვედი, ერთხელღა მომაკითხა, მეგონა შერიგებას მთხოვდა, მაგრამ შევცდი, იმ ოქროულის დაბრუნება უნდოდა, ქორწინების დღეს, რომ მაჩუქა. ყველაფერი უკან მივაყარე, მხოლოდ `რგოლი~ დავიტოვე, ის ყველაზე მეტად მიყვარდა და უკან დასაბრუნებლად ვერ გავიმეტე.

- მეორე ქორწინება როდის შედგა?
- ორი წლის შემდეგ. ბედნიერების მოლოდინი არც ამჯერად მქონია, უბრალოდ მაინტერესებდა, მამაკაცი რომელიც ხელის გულზე ტარებას მპირდებოდა, ქორწინების შემდეგ როგორ შეიცვლიდა სახეს. ჩემი მხრივ, მცდელობა არ დამიკლია, რომ წესიერად მოვქცეულიყავი, რადგან პირველი ოჯახი, დედამთილთან კონფლიქტის გამო დამენგრა, მეორე `დედას~ სულ თვალებში შევყურებდი. ეს ის დრო იყო, როცა გაზისა და დენის საშინელი დეფიციტი შეიქმნა. დედამთილი გაცივდა და ისედაც ავადმყოფი ქალი, ძალიან დამძიმდა. მამაჩემმა მითხრა, შეშის ღუმელი გვაქვს, დროებით ჩვენთან გადმოდით და მოგხედავთო. იმ დღეს, როცა დედამთილი მივიყვანე, მშობლებმა ბრწყინვალე სუფრა გაგვიშალეს. კარგად ვიქეიფეთ, მოხუცებული ქალი ისე გამხიარულდა, ორი ჭიქა ღვინოც დალია და საცეკვაოდ ხელის გაშლაც კი სცადა. ჩემი დედამთილი აღფრთოვანებული იყო, მეც მიხაროდა. ღამის თორმეტი საათისთვის, საძინებელში შევიყვანე და თბილ ოთახში დავაძინე მეორე დილით ქალი ყინულივით გაციებული დამხვდა, მან ჩემი მშობლების სახლში სული დალია.

- მაგრამ, თქვენ ხომ უდანაშაულო იყავით?
- ამას ვის დააჯერებ, თანაც გაირკვა, რომ ცოლი ჩემს მეუღლეს ასაკოვანი დედის დაჟინებული თხოვნით მოუყვანია, ახლა, როცა ის ცოცხალი აღარ იყო, ოჯახური უღელი რაში სჭირდებოდა. მეორე ქმარსაც გავეყარე.
შემდგომი ორი ქორწინება მოსაყოლადაც არ ღირს, რადგან ერთ შემთხვევაში, ქობულეთში მივდიოდი და მატარებელში გაცნობილ ბიჭს გავეკიდე. შედეგად ჩვენი ქორწინებაც ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც გაცნობის პერიოდი. მეოთხედ კი ორშვილიანი მამაკაცის მეუღლე აღმოვჩნდი. მისი ბავშვები შემეცოდნენ და შემოთავაზებაზე უარი ვერ ვუთხარი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისთვის მზად არ ვიყავი და ისიც მივატოვე.

- ქორწინებისკენ ასეთი მძაფრი მიდრეკილება რითი უნდა აიხსნას. ოთხი იმედგაცრუებული ქორწინების შემდეგ, მეხუთედ ეს ნაბიჯი როგორ გადადგით?
- მამაჩემი უკვე სიმწრით მეხუმრებოდა, შენ ბოზობა გათხოვებაში გერევაო. მე ასე არ ვფიქრობ, ქალს რამდენჯერაც არ გაუმართლებს, იმდენჯერ უნდა გრისკოს. თანაც მარტო ყოფნა არ შემიძლია და რა ჩემი ბრალია, თუ ყველა მამაკაცი, ვინც გავიცანი, ცოლობას მთავაზობდა, ქალები ამაზე ოცნებობენ, მე კი საყვარლობა შემეთავაზებინა?

- ახლა რა ეტაპზე ხართ?
- მგონი ამჯერად მართლა გამიმართლა. სტიქაროსანს გავყევი ცოლად. ისეთი ღვთისმოსავი ადამიანია, არც ზედმეტს შეგპირდება და არც ზედმეტს მოითხოვს შენგან. მას ჩემი წარსული ნაკლებად აღელვებს. როცა მის მიერ ნაჩუქარი ქორწინების ბეჭედი წინამორბედებისას შეემატა, მივხვდი, რომ დროა, კოლექციონერობას თავი დავანებო. იმედი მაქვს ამჯერად იმედგაცრუება აღარ მელოდება...

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
Kატო
ეს სოფი აფრენს
02:26 / 28-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ირა
მაგას ჩვენებურად ბოზობა ჰქვია
13:40 / 15-08-2016
გამოხმაურება / 0 /
?
თუ მარტალია ღმერთმა გაუმარჯოს და ეხლამაინც გაუმარტლოს.მეცოდება ყველა ის ქალი ვინც ვერ აკეთებს სწორ არჩევანს და არ უმართლებს. ბედნიერებას ვუსურვებ
21:57 / 13-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა17
მოგონილი ამბავი კი მგონია, მაგრამ თუ მართალია, ღმერთსა ვთხოვ, გაუმართლოს და ბედნიერებას ვუსურვებ! ისე, მამამისმა დახურა...!
14:16 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
Lia
Sopi etsaade ertxel maints gatxovde da mere sul litsin litsinit tsava,ikneb am gogosats gaastro da datsknarde.paqtia rom bogma xar.
05:41 / 02-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS