19 სექტემბერი, 2015
„ქმარს საყვარლები სახლში მოჰყავდა და ჩემს საძინებელში კოტრიალებდნენ“
თუკი საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმაა და ამავდროულად მიზანი ამართლებს საშუალებას, მაშინ ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის 34 წლის ქეთის ბრძოლა ოჯახის შესანარჩუნებლად, დასაძრახი არ უნდა იყოს. მისი ისტორია კი კარგი მაგალითია აბეზარი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც როგორც წესი, მწარე გაკვეთილების შემდეგ ხვდებიან, სად დაუშვეს შეცდომა.

- როცა მე და ჩემმა ქმარმა ვიქორწინეთ, დათო 25 წლის იყო, მე 32. დედამთილმა „ბებერი“ რძალი არ ინდომა და ნაქირავებში გაგვიშვა საცხოვრებლად, თუმცა არც იქ გვასვენებდა
. კვირაში ერთხელ თავის შვილს იბარებდა და „ამუშავებდა“ . ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო. ჩემს ქმარსაც იმდენი უძახეს, ეგ უსახური ასაკოვანი ქალი რამ მოგაყვანიაო, დათომ ოჯახზე გული აიცრუა. ვხვდებოდი, რომ ჩემთან გაყრის მიზეზს ეძებდა, მაგრამ დედამთილის ჯიბრით, ჩხუბისთვის საბაბს არ ვაძლევდი.

დათომ ახალი გზა მოძებნა. შინ გათენებისას ბრუნდებოდა და აუცილებლად ქალის სუნამოს სუნი უნდა მოეყოლებინა. პომადის კვალი კისრის მიდამოებში ხომ აუცილებელი ატრიბუტი იყო. ძალიან გამიჭირდა ამის ატანა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ამან დათო კიდევ უფრო გაათამამა. უკვე ღია თამაშის წესებზე გადავიდა. თავისი მანქანით სახლის წინ ჩამოივლიდა ხოლმე. დამისიგნალებდა, რომ ფანჯარაში გამეხედა და დამენახა, გვერდით საყვარელი რომ უჯდა.

მკითხველი ალბათ იფიქრებს, რომ ამდენს თავმოყვარე ქალი არ აიტანდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მხოლოდ ჩემი დუმილით შევძლებდი დედა-შვილზე შურისძიებას. ერთხელ მოთმინებამ მიღალატა, გავიფიქრე თავი მომეკლა, მაგრამ ვერ შევძელი.

როცა დათო მიხვდა, რომ ამ გზით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა, თავისი ტურფები უკვე სახლში ამოჰყავდა. გოგონები მე რომ დამინახავდნენ, უხერხულობისგან წითლდებოდნენ, მაგრამ დათო არაფერს იმჩნევდა, თავის ოთახში შეჰყავდა და იწყებოდა ლოგინზე კოტრიალი. როცა მსგავსი ფაქტი, რამდენჯერმე განმეორდა, მივხვდი, რომ მოქმედების დრო იყო.

ერთ დღესაც, როცა კვლავ „სტუმართან“ ერთად დაბრუნდა, კარზე დამაგრებული ქვაბი, მდუღარე წყლით ქვემოთ ბზრიალით დაეშვა და ორივეს თავზე გადაესხა. ისინი კიოდნენ, ბღაოდნენ, მე კი დერეფნის ბოლოს ვიდექი და ბედნიერი სახით ვუცქეროდი. დათო ორი კვირა იწვა და სახეზე მალამოებს ისვავდა, თან მემუქრებოდა, ამას არ შეგარჩენო.

დედამთილმა შვილის მოვლა თავად ითავა. ვერც ის მითხრა, შენ ნაქირავებ ბინაში დარჩიო, მეც დათოსთან ერთად, მათ ოჯახში დავბრუნდი. სიმართლე გითხრათ, სწორედ ამას ველოდებოდი...

როგორც ამბობენ, საუკეთესო თავდაცვა - თავდასხმაა. დედამთილს ჩემთან ჩხუბის ენერგია რომ აღარ ჰქონდა, ყოველ დილთი ყავაში, საფაღარათო წვეთებს ვუსხამდი. ისიც იჯდა საპირფარეშოში გამოკეტილი და უკან გამოსვლას ვერ ასწრებდა, ისევ უნიტაიზისკენ ჰქონდა გეზი აღებული. პერიოდულად სხვა წამლებსაც ვუნაცვლებდი. შედეგი სახეზე იყო, პირღებინება, წნევის დაცემა, საერთო სისუსტე.

დათო დედას ამ მდგომარეობაში რომ უყურებდა, ლამის გადარეულიყო. ერთ დღეს ექიმის მოსაყვანად რომ დაეშვა კიბეებზე, ისეთი აღელვებული იყო, ფეხი აუცურდა და 12 მარმარილოს საფეხური ყირამალა ჩაიარა. „საბრალოს“ ფეხი მოტყდა და ორი ნეკნი გაებზარა. თაბაშირში ჩასმული, პალატაში შესულს რომ დამინახავდა, ლამის ფეხზე დაკიდებული გირი თავში ჩაერტყა. მე კი ისევ ოლიმპიური სიმშვიდით ვუცქეროდი, სადილ-ვახშამს ვუმზადებდი და არც მის დაუძლურებულ დედიკოს ვაკლებდი მოვლა-პატრონობას.

ოთხი კვირის შემდეგ, როცა დათო საავადმყოფოდან გამოწერეს, დიდი ოჯახური კრება გაიმართა. დედამთილმა ვაჟიშვილი წინ დაისვა და დაარიგა. - ქეთი არც ისე ცუდი გოგო ყოფილა, საკუთარი ქალიშვილივით მივლიდა, მგონი, დროა, მეტი პატივისცემით მოვექცეთო. მე მათ საუბარს აბაზანიდან ვისმენდი. დათოს სიტყვაც არ დასცდენია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დედიკოს ეთანხმებოდა.

ამის შემდეგ ოჯახური სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მთელი ნათესაობისთვის სასურველი რძალი გავხდი და ბავშვიც მეყოლა, ეს სიმშვიდე უკვე ორი წელია გრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩემს ოჯახს საფრთხე აღარასოდეს შეექმნება, რადგან მათ წამალს: საფაღარათო საშუალებებს და მდუღარე წყალს რა გამოლევს.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ვაი
ამის ქმარი , ხომ ზნედაცემულია , ეს ქალი ათჯერ უარესი. მეც დიდი ვარ 5 წლით ქმარზე 30 წელია ერთად ვართ, მაზლი იყო წინააღმდეგი ასაკს იმიზეზებდა, სინამდვილეში ბინის გაყოფა არ უნდოდა. ჩვენც იმდენი არ გვქონდა ცალკე გავსულიყავით. იმდენი გაცვლის ვარიანტი ჩაშალა საქმე-საქმეზე მისული. . რაც იმან "კონცერტები" მართა. ამას რა მომაფიქრებდა წამალი ჩამეყარა. გამწარებული , რომ ვიყავი ხოლმე ცხონებული დედაჩემი მეტყოდა დაუთმე ღმერთი ურმით დადისო. მართლი უბედურად წაუვიდა საქმე და ალალად მეცოდება.
01:10 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მაგათზეა ნათქვამი- არგო,წამალმა?:))))
23:26 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ამ სტატიის "გმირი"ან ავადმყოფია,ან ავადმყოფური ფანტაზიის შედეგია! რა სისულელეა,,,ქმარს ქალები სახლში მოყავდა და ეს "უბედდდური"კიდევ, ცრემლებს ჩუმად იმშრალებდა? :დ
23:25 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰეჰე რა მაგარი ისტორიაა!! რამდენი ვიცინე! ამნაირი ისტორიები არ ჯობია? იმის წერას ვის როგორი უბედური სიყვარულის ისტორია ჰქონდა.. მაინც თქვენი გამოსაგონებელია და მხისრული ისტორიები მაინც მოიგონეთ!!
15:59 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
ჩემ დედამთილსაც არ აწყენდა ეგ წვეთები
14:43 / 20-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS