08 სექტემბერი, 2015
ბრძენი და გამოცდილი ქალის რჩევები ახალგაზრდა გოგონებს
სიყვარული განსაკუთრებული მდგომარეობაა "სიყვარული ორი თეთრივით უბრალო უნდა იყოს, მას ხომ არ ითვლიან".
ურთიერთობის ხანგრძლივობა, მის სიმარტივეზეა დამოკიდებული.

დაძაბულობის რეჟიმს ადამიანი უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე წელს გაძლებს, შემდეგ კი ყველას მობეზრდება და საზოგადოება უხმოდ დატოვებს დარბაზს, მთავარ გმირს კი მარტოობაში მოუწევს გარჯვა.

ეგრეთწოდებული დაძაბული ურთიერთობა, "წასვლა-მოსვლა", რამდენიმე საათიანი საქმის გარჩევები - თავისუფალი დროის ხარჯვა და გზას ამცდარი ურთიერთობაა.

ურთიერთობა ორი თეთრივით უბრალო უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა გენიოსია თუ ფიზიკოსი, თუ უბრალო ბიჭი, როგორი განათლება
აქვს, რამდენ ენაზე საუბრობს და რამდენი ქალი ჰყოლია, ან ეხერხება თუ არა ლექსების წერა, მთავარია რამდენად კომფორტულად გრძნობთ მასთან თავს.

თუ დეპრესიაში გაგდებთ, მის გარეშე თავს უკეთესად გრძნობთ, იცით, რომ მის გვერდით წარუმატებელი ხართ და ხშირად გეუბნებათ: "მზად არ ვარ"; "უნდა დავიცადოთ"; "უნდა დავფიქრდე"; "ეს ისეთი რთულია" - ახლავე შეწყვიტეთ ურთიერთობა. ნამდვილად გიყვარდათ თუ არა ამას ცოტა მოგვიანებით გაიგებთ, მაგრამ გახსოვდეთ არაფერს კარგავთ.

სიყვარული განსაკუთრებული მდგომარეობაა. ეს გრძნობა ხშირად ეშლებათ - ვნებაში, ჩვევაში, ხანდახან უბრალოდ შურისძიების ან სურვილის მიზეზია.

მცდარი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ თავის ტკივილია. თუ მის გარეშე ცხოვრება არ შეიგიძლიათ და თავის ტკივილი გჭირდებათ, გამოიჩინეთ სიმამაცე და აღიარეთ, რომ თქვენ ეს კონკრეტული მამაკაცი კიარა, თავის ტკივილი გჭირდებათ, რომელსაც მისგან იღებთ.

მაშინ ისწავლეთ თავის ტკივილი პროდუქტიულად გამოიყენოთ და სწორად შეარჩიეთ მამაკაცი, ვინც მზად იქნება ოთხშაბათს და შაბათს თქვენი აუტანელი ხასიათი აიტანოს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ურთიერთობის ხიბლი, მის უბრალოებაშია. თქვენ ხომ ამ ადამიანთან შვილი უნდა გააჩინოთ და ცხოვრების ყველა ეტაპი გაუზიაროთ.

დასაწყისში ყველას კარგი აღნაგობის, მდიდარი, სექსუალური და რომანტიკული მამაკაცი ჰყავს გაიდიალებული. საბოლოოდ კი აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში ადამიანი გჭირდებათ, რომელიც ნებისმიერ დროს თქვენს გვერდით იქნება და თვალდახუჭული ენდობით. უნდა გეიმედებოდეთ, რადგან სანდოობა უმნიშვნელოვანესია.

შეეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. უნდა გაუზიროთ სიხარულიც და მწუხარებაც, მარცხი თუ წარმატება, ამიტომ მყარი ურთიერთობა სწორედ სოლიდარობის გრძნობაზეა აგებული.
ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგებთ და კარგად შეიცნობთ, კამათი და შერიგებები კვლავ გაგრძელდება, რადგან ის ხომ სხვა ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთზე ხართ დამოკიდებული. ამიტომ მოთმენის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.
ცხოვრებაში ერთად მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, გადაწყვეტილების, რომელმაც შესაძლოა ცხოვრება შეცვალოს, ამიტომ ნდობის გარეშე არაფერი გამოგივათ.

კარგად დაფიქრდით, რადგან 20 წლის ასაკში ამ ყველაფერს ვერ აანალიზებთ. მხოლოდ მისი გარეგნობა, ლამაზი მანქანები, ყვავილები და საჩუქრები გხიბლავთ. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ იმის გაანალიზებაა, რომ ამ ადამიანთან ცეცხლსა თუ წყალში, ხმელეთსა თუ ცაში, თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ.

20 წლის შემდეგ კი, უკან მოიხედავთ და სწორ არჩევანში დარწმუნდებით.
სიყვარულს წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ.
განთავისუფლდით "მძიმე" ურთიერთობებისგან და მიეცით თავს სიმშვიდის უფლება.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS