ქორწილის ღამეს ქალიშვილობის დაკარგვის მეშინოდა, ამიტომ ძალიან ბევრი დავლიე და რესტორნის კართან გავითიშე. იმ ღამით, რა თქმა უნდა, სექსი არ გვქონია. მეორე და მესამე ღამეს მუცლის ტკივილს ვიმიზეზებდი, მაგრამ საბოლოოდ ჩემს ქმარს ლოდინი მოსწყინდა და მოსახდენიც მოხდა!
ძალიან მეტკინა და სისხლიც წამომივიდა, ამის შემდეგ მასთან დაწოლის მეშინოდა. ერთ თვეში აქტიური სექსუალური ცხოვრება დავიწყეთ. სულ მითითებებს მაძლევდა: სად
არ მესმის სექსი როგორ შეიძლებნა საოცარი იყოს! სახლში რაღაც წიგნი მომიტანა, ,,კამასუტრა" ჰქვია. დაათვალიერე, წაიკითხე და იგივე გავიმეოროთო. ვათვალიერე შიშველი წყვილის ფოტოები, მაგრამ ვერაფერი ვისწავლე. მეჩხუბა იმედი გამიცრუეო. ამის შემდეგ ცოტა ხნით თავი დამანება, მაგრამ სამი თვის წინ სახლში ძალიან მთვრალი მოვიდა. კომპიუტერის წინ დამსვა და პორნო ჩართო.
წამოვდექი, არ მინდოდა ყურება, მაგრამ ძალით დამსვა და გამაფრთხილა, რომ თუ მასთან ერთად არ ვუყურებდი, დამშორდებოდა. სამი თვეა ყოველ ღამე პორნოს ვუყურებ. აღარ შემიძლია. უკვე მესიზმრება, რომ ქმარი მაუპატიურებს.
მათან საუბარი ვცადე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით პირს ვაღებ თუ არა, მაჩუმებს, არაფრის მოსმენა არ უნდა. ასე თუ აინტერესებს პორნოები, შეუძლია უყუროს მარტომ! ხომ შეიძლება მე თავი დამანებოს? თუ იმიტომ მაიძულებს რომ რამე ვისწავლო, სულ ტყუილად ხარჯავს დროს. რაც შემიძლია იმას ვუკეთებ ლოგინში.
ფანჯრის რაფიდან ვერ გადმოვტები საწოლზე, რომ კრეატიულობით მოვხიბლო. ხომ არსებობენ სექსის ოსტატები. რამდენემეჯერ მივანიშნე რომ შეუძლია წავიდეს და თავისი ინტიმური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. დავიღალე ლოგინში გასაბერი ქალის პოზიციაში ყოფნით. მირჩიეთ, რა ვქნა? ოჯახი რომ დავანგრიო, სად გავამხილო ქმარი პორნო ფილმებს მაყურებინებდა და გავექეცი-მეთქი? ჩემს გასაჭირზე ვერავის ვერაფერს ვუმხელ და ვიტანჯები დუმილით.
რადა მახარაძე