04 სექტემბერი, 2015
„ქმარი პორნო ფილმების ყურებას მაიძულებს და დაშორებით მემუქრება...“
28 წლის ნათია თავისი რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობს, ამიტომ რჩევის სათხოვნელად საზოგადოებას მიმართავს.

ქორწილის ღამეს ქალიშვილობის დაკარგვის მეშინოდა, ამიტომ ძალიან ბევრი დავლიე და რესტორნის კართან გავითიშე. იმ ღამით, რა თქმა უნდა, სექსი არ გვქონია. მეორე და მესამე ღამეს მუცლის ტკივილს ვიმიზეზებდი, მაგრამ საბოლოოდ ჩემს ქმარს ლოდინი მოსწყინდა და მოსახდენიც მოხდა!

ძალიან მეტკინა და სისხლიც წამომივიდა, ამის შემდეგ მასთან დაწოლის მეშინოდა. ერთ თვეში აქტიური სექსუალური ცხოვრება დავიწყეთ. სულ მითითებებს მაძლევდა: სად
უნდა მომეკიდა ხელი, როგორ უნდა მეკოცნა, როდის უნდა დამეკვნესა, როგორი პოზა უნდა მიმეღო. მუდმივად უკმაყოფილო იყო. ჩემთვის სექსი ტანჯვად გადაიქცა. ჩემი დაქალი მიყვება, რომ საოცარი სექსი აქვს...

არ მესმის სექსი როგორ შეიძლებნა საოცარი იყოს! სახლში რაღაც წიგნი მომიტანა, ,,კამასუტრა" ჰქვია. დაათვალიერე, წაიკითხე და იგივე გავიმეოროთო. ვათვალიერე შიშველი წყვილის ფოტოები, მაგრამ ვერაფერი ვისწავლე. მეჩხუბა იმედი გამიცრუეო. ამის შემდეგ ცოტა ხნით თავი დამანება, მაგრამ სამი თვის წინ სახლში ძალიან მთვრალი მოვიდა. კომპიუტერის წინ დამსვა და პორნო ჩართო.

წამოვდექი, არ მინდოდა ყურება, მაგრამ ძალით დამსვა და გამაფრთხილა, რომ თუ მასთან ერთად არ ვუყურებდი, დამშორდებოდა. სამი თვეა ყოველ ღამე პორნოს ვუყურებ. აღარ შემიძლია. უკვე მესიზმრება, რომ ქმარი მაუპატიურებს.

მათან საუბარი ვცადე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით პირს ვაღებ თუ არა, მაჩუმებს, არაფრის მოსმენა არ უნდა. ასე თუ აინტერესებს პორნოები, შეუძლია უყუროს მარტომ! ხომ შეიძლება მე თავი დამანებოს? თუ იმიტომ მაიძულებს რომ რამე ვისწავლო, სულ ტყუილად ხარჯავს დროს. რაც შემიძლია იმას ვუკეთებ ლოგინში.

ფანჯრის რაფიდან ვერ გადმოვტები საწოლზე, რომ კრეატიულობით მოვხიბლო. ხომ არსებობენ სექსის ოსტატები. რამდენემეჯერ მივანიშნე რომ შეუძლია წავიდეს და თავისი ინტიმური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. დავიღალე ლოგინში გასაბერი ქალის პოზიციაში ყოფნით. მირჩიეთ, რა ვქნა? ოჯახი რომ დავანგრიო, სად გავამხილო ქმარი პორნო ფილმებს მაყურებინებდა და გავექეცი-მეთქი? ჩემს გასაჭირზე ვერავის ვერაფერს ვუმხელ და ვიტანჯები დუმილით.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ნ...
Aრ ვიცი ეს რეალობასთან არის ახლოს თუ მოგონილი სტატიაა მაგრამ ნერვებს მიშლის ასეათი გონება სუსტი ქალები წადი ქალო წაეთრიე სახლში და დაეგდე მოსავლელი გეყოლება ვინმე იმას მაინც მიხედე და მაგ საცოდავ კაცს მიეცი გასაქანი გმერთო აი ასეთცალტვინა ქალებს უნდა ქონდეთ ოჯახი და ყავდეთ ქმრები და ვინც იმსახურებს იმათ არააა
17:23 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფია
ზოგს რა ბედი აქვს :)))) (შურიანი სმაილი )
17:01 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
♂♂♂♂♂♀♀♀♀♀
ჰა ჰაა რამდენი ვიცინე :D :D :D :D :D საღოლ ავტორ მაგრად ვიმხიარულე... ესეთი რამ პირველად გავიგე ქალი წუწუნებდეს ამ და ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, :D :D კაცი ცხდილობს ასწავლოს რაღაცა და ეს თავს იდებილებს ვერ ვსწავლობო :D :D :D კაცი კალი კი არ არის როცა დასჭირდება ფეხები აწიოს :D კაცს მუდმივი სიახლეები სჭირდება სექსში რომ პოტენცია მყარი ქონდეს :D ან ისწავლე ან შენ ქმარს ცოტა ხანში იხილავ სხვის ლოგინში ;)
16:19 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
დარიგებულია ეს გოგო უეჭველად,აი იმ ქალებისგან "ქე რო" ორგაზმი სულით დაცემა და კრიმინალი ჰგონიათ
სექსი როგორ შეიძლება გასაოცარი იყოსო-!ამას ნაღდად კაკლის მურაბის კეთება გონია საოცრება ან ქმრის ყოველთვიური ჯამაგირის გულში ჩახუტება თან სრულად...
16:08 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
M / M
ვაიმე შენ გაიხარე ვინც ეს დაწერე არ ვიცი რა მაგრად ვიხალისე თითქოს იუმორის ჟანრშია დაწერილი გავიგუდე სიცილით აქაურ სტატიებს ასე არასოედს გავუმხიარულებივარ:დ რა გაქვს ქალო სანერვიულო?! ასეთი კამასუტრა დიდებული ქმარი შეგახვედრა გამჩენმა თან სხვასთან კი არა (როგორც ბევრი ქართველი კაცი აკეთებს) შენთან უნდა შენტან უხარია ყველაფრის კეთება შე დომფალა მართლა. ნოვატორობაც მოსწონს თურმე კაცს.კნიჟკებიც მოგიტანა დააფასე შე ცალტვინა იყავი მადლიერიი
16:03 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
რტულადაა საქმე
14:25 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მწარე რეალობაა, სამწუხაროდ, მაგრამ საინტერესოა, ეს მხოლოდ ქართველი წყვილების პრობლემაა? რა უნდა ქნან ახლა ამათ? ორივე იტანჯება, არც ერთია ცუდი და არც მეორე, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიან.
14:25 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS