04 სექტემბერი, 2015
„ქმარი პორნო ფილმების ყურებას მაიძულებს და დაშორებით მემუქრება...“
28 წლის ნათია თავისი რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობს, ამიტომ რჩევის სათხოვნელად საზოგადოებას მიმართავს.

ქორწილის ღამეს ქალიშვილობის დაკარგვის მეშინოდა, ამიტომ ძალიან ბევრი დავლიე და რესტორნის კართან გავითიშე. იმ ღამით, რა თქმა უნდა, სექსი არ გვქონია. მეორე და მესამე ღამეს მუცლის ტკივილს ვიმიზეზებდი, მაგრამ საბოლოოდ ჩემს ქმარს ლოდინი მოსწყინდა და მოსახდენიც მოხდა!

ძალიან მეტკინა და სისხლიც წამომივიდა, ამის შემდეგ მასთან დაწოლის მეშინოდა. ერთ თვეში აქტიური სექსუალური ცხოვრება დავიწყეთ. სულ მითითებებს მაძლევდა: სად
უნდა მომეკიდა ხელი, როგორ უნდა მეკოცნა, როდის უნდა დამეკვნესა, როგორი პოზა უნდა მიმეღო. მუდმივად უკმაყოფილო იყო. ჩემთვის სექსი ტანჯვად გადაიქცა. ჩემი დაქალი მიყვება, რომ საოცარი სექსი აქვს...

არ მესმის სექსი როგორ შეიძლებნა საოცარი იყოს! სახლში რაღაც წიგნი მომიტანა, ,,კამასუტრა" ჰქვია. დაათვალიერე, წაიკითხე და იგივე გავიმეოროთო. ვათვალიერე შიშველი წყვილის ფოტოები, მაგრამ ვერაფერი ვისწავლე. მეჩხუბა იმედი გამიცრუეო. ამის შემდეგ ცოტა ხნით თავი დამანება, მაგრამ სამი თვის წინ სახლში ძალიან მთვრალი მოვიდა. კომპიუტერის წინ დამსვა და პორნო ჩართო.

წამოვდექი, არ მინდოდა ყურება, მაგრამ ძალით დამსვა და გამაფრთხილა, რომ თუ მასთან ერთად არ ვუყურებდი, დამშორდებოდა. სამი თვეა ყოველ ღამე პორნოს ვუყურებ. აღარ შემიძლია. უკვე მესიზმრება, რომ ქმარი მაუპატიურებს.

მათან საუბარი ვცადე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით პირს ვაღებ თუ არა, მაჩუმებს, არაფრის მოსმენა არ უნდა. ასე თუ აინტერესებს პორნოები, შეუძლია უყუროს მარტომ! ხომ შეიძლება მე თავი დამანებოს? თუ იმიტომ მაიძულებს რომ რამე ვისწავლო, სულ ტყუილად ხარჯავს დროს. რაც შემიძლია იმას ვუკეთებ ლოგინში.

ფანჯრის რაფიდან ვერ გადმოვტები საწოლზე, რომ კრეატიულობით მოვხიბლო. ხომ არსებობენ სექსის ოსტატები. რამდენემეჯერ მივანიშნე რომ შეუძლია წავიდეს და თავისი ინტიმური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. დავიღალე ლოგინში გასაბერი ქალის პოზიციაში ყოფნით. მირჩიეთ, რა ვქნა? ოჯახი რომ დავანგრიო, სად გავამხილო ქმარი პორნო ფილმებს მაყურებინებდა და გავექეცი-მეთქი? ჩემს გასაჭირზე ვერავის ვერაფერს ვუმხელ და ვიტანჯები დუმილით.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ნიკოლოზ II
:D :D პრიკოლები ხართ რა :D :D
02:28 / 13-09-2015
გამოხმაურება / 0 /
შალვა
ესეიგი რა ხდება საქართველოში მარტო თქვენ კი არა უამრავ ადამიანს აქვს პრობლემები სექსში პორნოგრაფიას უყურო კი არა ყველა ლიტერატურა უნდა ცაიკიტხო პორნოსაც უნდა უყურო შენს ქმარს ჯგუფურიც უნდა შესთავაზო და 28 წლისამ ისე უნდა იჯიმაო დღე არ უნდა გააცდინო აბა რა გინდა სენი ქმარი მაგარი კაცია და შენისთანა განუვითარებელს ვფიქრობ არ იმსახურებს. ძალიან გეტკინება გული როცა ამას წწაიკიტხავ მაგრამ რაგა დროს სენტიმენტალიზმია მიდი განვითარდი და ბევრი ბევრი იჯიმავე.
15:55 / 11-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გელა
რა უნდა გირჩიოთ. 28 წლის არის და კამასუტრაზე ამბობ რაღაც წიგნი მოიტანააო. 28 წლის გოგომ ის არ იცი კამასუტრა რა წიგნია. დარჩენილი ხართ კომუნისტების დროში როცა როგორც ბებო იტყოდა 3 შვილი ისე გავაჩინე ქმარს ჩემი შიშველი ფეხი არ უნახავსო.
12:12 / 11-09-2015
გამოხმაურება / 0 /
საღი აზრი
ყველაზე დიდი ტრაგედია საწოლი ოთახის ტრაგედიია!!!
18:47 / 10-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილუ
სექსოლოგს მიმართეთ ორივემ. პროფესიონალის აზრის მოსმენა ჯობია...
22:12 / 09-09-2015
გამოხმაურება / 0 /
sacodaoba
ასე გაზარდეს და რა ქნას ამ საცოდავმა ქალმა? გაზარდეს, რო სკამზე გადაფენილ შარვალსაც არ უნდა გაუაროს,თორემ დაორსულდება და "თავი მეეჭრება" მარტო ფქვილიანი ხელებით უნდა მიაგებოს კარებში ცხელი ხაჭაპური და სექსი უნდა ქონდეს "ჩაცმულს ბნელ ოთახში." ქალოოოო გაიგე ვიღაცა ხარ, რო ქმარი შენია და შენ უნდა ისიამოვნო მასთან ყოფნით და არა წაკლებმა.
22:47 / 08-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მკითხველი
ამიტომ არის კარგი ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობა კარგი. გეცადათ მანამდე და აღარ დატანჯავდით ერთმანეთს.მეც გოგო ვარ და ზუსტად მესმის შენი უბრალოდ არ შეგიძლია,არ შეგიძლია რადგან ქმარს არ შეუძლია მოგეფეროს ისე რომ სიამოვნება მიიღო მასთან.ბიჭისთვის ძალიან ძნელია უნდა ცოლთან არაფერი გამოსდის ,ვერც თავის შეკავებას ახერხებს.ჯობია დაშორდეთ ცოტა ხნით და თუ მოგენატრებათ ერთმანეთი მერეშეიძლება რამე გამოგივიდეთ.დრო მიეცით ერთმანეთს
23:11 / 07-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გუნძალა
შეარჩიე შენთვის სასურველი პორნო ფილმი, (ისეთი სჯობს კუნილინგუსიც რომ იყოს ;) ) ჰოდა უთხარი აჰა ვუყუროთ და გავიმეოროთო. ამ შემთხვევაში ან შეეშვება პორნოებს ან კიდევ გასიამოვნებს ;) და საერთოდ სექსი სიამოვნებაა, ჰოდა ეცადე შენ მიიღო სიამოვნება, იმისი მითითებები დაიკიდე, ცადე სხვადასხვა პოზები და ბოლო ბოლო გაგისწორდება რა ;)
22:26 / 07-09-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
არ შეიძლება როცა გოგოს არ შეუძლია სექსი შენ ადგე და მასზე ძალა იხმარო.ასე საერთოდ შეაზიზღებ სექსს. უნდა მოეფერო , დრო მისცე. რაც შეეხება კამასუტრას და პორნოს ეს ცოტა მერე . მაგრამ ეტყობა რომ გოგოც ძალიან ასექსუალურია. მტერს არ ვუსურვებ ასეთ უვნებო შეყვარებულს და ცოლს.
16:15 / 07-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
არ დამბლოკოთ--კანტს ვეთანხმები--აქ ამ თემას არ შევეხები--მაგრამ 1 მინდა ავღნიშნო--რას აღმერთებთ და ცაში აგყავთ ეს ბეგაშვილი????თქვენ სითამამეს რომ ეძახით--ეს უფრო გათახსირებას და გარყვნილებას ნიშნავს---და სხვა არაფერს--ალბად გახსოვთ--კინოში სცენა( ათასჯერ ბოდიშს ვიხდი) ბეგაშვილმა რომ გაიხადა და ჩაიხადა და ცხონებული ნიკო გომელაურის წინ გაიარა---ეს რა იყო თუ არა ამაზრზენი--და თუ ეს სცენა ნორმალური ქალის ქცევად მიგაჩნიათ--მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე--და ასეთი რძალი და ან მეუღლე იმათ არ მოუშალოთ --ვისაც ის მოსწონთ--ბევრი ქართველი ქალი მაგაზე უკეთესია მაგრამ მათ არავინ არ იცნობს--რადგან ისინი ასეთ სცენებშირომ არ მონაწილეობენ არა?????ფუი სირცხვილო ასეთებს თუ პოპულარულს ხდით---
13:42 / 07-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS