04 სექტემბერი, 2015
„ქმარი პორნო ფილმების ყურებას მაიძულებს და დაშორებით მემუქრება...“
28 წლის ნათია თავისი რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვერ პოულობს, ამიტომ რჩევის სათხოვნელად საზოგადოებას მიმართავს.

ქორწილის ღამეს ქალიშვილობის დაკარგვის მეშინოდა, ამიტომ ძალიან ბევრი დავლიე და რესტორნის კართან გავითიშე. იმ ღამით, რა თქმა უნდა, სექსი არ გვქონია. მეორე და მესამე ღამეს მუცლის ტკივილს ვიმიზეზებდი, მაგრამ საბოლოოდ ჩემს ქმარს ლოდინი მოსწყინდა და მოსახდენიც მოხდა!

ძალიან მეტკინა და სისხლიც წამომივიდა, ამის შემდეგ მასთან დაწოლის მეშინოდა. ერთ თვეში აქტიური სექსუალური ცხოვრება დავიწყეთ. სულ მითითებებს მაძლევდა: სად
უნდა მომეკიდა ხელი, როგორ უნდა მეკოცნა, როდის უნდა დამეკვნესა, როგორი პოზა უნდა მიმეღო. მუდმივად უკმაყოფილო იყო. ჩემთვის სექსი ტანჯვად გადაიქცა. ჩემი დაქალი მიყვება, რომ საოცარი სექსი აქვს...

არ მესმის სექსი როგორ შეიძლებნა საოცარი იყოს! სახლში რაღაც წიგნი მომიტანა, ,,კამასუტრა" ჰქვია. დაათვალიერე, წაიკითხე და იგივე გავიმეოროთო. ვათვალიერე შიშველი წყვილის ფოტოები, მაგრამ ვერაფერი ვისწავლე. მეჩხუბა იმედი გამიცრუეო. ამის შემდეგ ცოტა ხნით თავი დამანება, მაგრამ სამი თვის წინ სახლში ძალიან მთვრალი მოვიდა. კომპიუტერის წინ დამსვა და პორნო ჩართო.

წამოვდექი, არ მინდოდა ყურება, მაგრამ ძალით დამსვა და გამაფრთხილა, რომ თუ მასთან ერთად არ ვუყურებდი, დამშორდებოდა. სამი თვეა ყოველ ღამე პორნოს ვუყურებ. აღარ შემიძლია. უკვე მესიზმრება, რომ ქმარი მაუპატიურებს.

მათან საუბარი ვცადე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით პირს ვაღებ თუ არა, მაჩუმებს, არაფრის მოსმენა არ უნდა. ასე თუ აინტერესებს პორნოები, შეუძლია უყუროს მარტომ! ხომ შეიძლება მე თავი დამანებოს? თუ იმიტომ მაიძულებს რომ რამე ვისწავლო, სულ ტყუილად ხარჯავს დროს. რაც შემიძლია იმას ვუკეთებ ლოგინში.

ფანჯრის რაფიდან ვერ გადმოვტები საწოლზე, რომ კრეატიულობით მოვხიბლო. ხომ არსებობენ სექსის ოსტატები. რამდენემეჯერ მივანიშნე რომ შეუძლია წავიდეს და თავისი ინტიმური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. დავიღალე ლოგინში გასაბერი ქალის პოზიციაში ყოფნით. მირჩიეთ, რა ვქნა? ოჯახი რომ დავანგრიო, სად გავამხილო ქმარი პორნო ფილმებს მაყურებინებდა და გავექეცი-მეთქი? ჩემს გასაჭირზე ვერავის ვერაფერს ვუმხელ და ვიტანჯები დუმილით.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
გოგა
ეს ნიშნავს რომ შენი ქმარი სექსუალურად არ გაინტერესებს,და საერტოდ სექსი შენი საქმე არარის გაშორდი და მონაზვნად წადი,შენ სხვასთანას ვერ მიირებ სიამოვნებას
18:35 / 24-08-2019
გამოხმაურება / 0 /
Gvigvi
Ojaxis dangreva advili araa da is rom sheni qmari bilwavs shen gonebas eg sibinzurea... ase ar sheizlrba. Madloba unda tqvas shenma qmarma tom yavxar da aseti xar. Da ara sxvebivit erti siamovnebis gamo rom yvelafer kargaven. Sakutar girsebasa da patiosan saxelx. Bolo bolo gmertis geshinodet da adeqi da eklesiashi iare xshirad iqneb shercxves mainc da agar gaizulos magis keteba. Vneba kidev tavistavad mova.
08:08 / 11-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნენე
გოგონიი აზრზე მოდიი სანამ დაბერებულხარ და სახსრებს შეუწუხებიხარ ისიამოვნე ქმრის უანგარო მომსახურებით ))) თვარა ბიძია მოგიკაკუნებს სიბერე და სადღა გექნება ფეხების გაშლა დაკეცვის თავი...გადადი ყირაზე (მხოლოდ ქმართან ) სანამ შეგიძლიაა
00:46 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ეგეთ ურთიერთობას დაშორება ჯობს!
09:43 / 27-05-2017
გამოხმაურება / 0 /
ტტ
აუცილებელია ქალიც დ კაციც ოჯახის შექმანმდე გამოცდილები იყვნენ, მხოლოდ საქართველოში ხდება ასე სექსი არის ქორწილი და დაოჯახება, საშინელებაა უბრლოდ რომ დაფიქრდეთ
15:30 / 23-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS