25 აგვისტო, 2015
"ირაკლი ჩემზე გაცილებით მაღალი იყო და ეს მის ოჯახს არ მოსწონდათ..."
ქეთიმ ერთხელ სიყვარული დაკარგა, სხვაზე გათხოვდა და ცხოვრების დაწყება თავიდან სცადა, თუმცა ბედისწერამ კვლავ ძველ სიყვარულთან დააბრუნა. ის გვიამბობს საინტერესო ამბავს და თან რჩევას აძლევს ყველა შეყვარებულ ადამიანს.

ქეთი:

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დავიწყე. სამსახურში გავიცანი ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა. მაგრამ ყველაფერი მოულოდნელად განვითარდა.

ირაკლი 23 წლის ასაკში გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და 5 წელი ერთად ვიყავით. ბუნებრივია, როცა ამდენი ხნის ურთიერთობა გაკავშირებს ადამიანთან, დარწმუნებული ხარ, რომ ცოლად გაჰყვები. შემდეგ ყველაფერი წარმოუდგენლად განვითარდა. ბოლო წლებში
ხშირად ვკამათობდით და ურთიერთობაც აგვერია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვრიგდებოდით ხოლმე.

ერთ დღეს გავიგე ირაკლის ოჯახის წევრებს თურმე არ მოვწონდი და სახლში ამაზე ხშირად ეკამათებოდნენ. სასაცილოა და ერთადერთი მიზეზი სიმაღლე აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ირაკლი ჩემზე გაცილებით მაღალი იყო და ეს თურმე ძალიან არ მოსწონდათ. იმდენი ელაპარაკეს, რომ ამ მიზეზით დამთმო. გული ძალიან მატკინა და წერტილი დავუსვი ყველაფერს. წლები დამჭირდა იმის მოსანელებლად, რომ ადამიანმა მხოლოდ ამისთვის გასწირა სიყვარული, 5 წელი დამაკარგვინა და ასე უბრძოლველად დანებდა.

მერე დრო გავიდა, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ბევრი გამოჩნდა. რამდენჯერ ვცადე გული გამეხსნა სხვისთვისაც, თუ არ მეყვარებოდა, იქნებ მივჩვეოდი მაინც, მაგრამ ირაკლი ახირებად მექცა. ვერ დავივიწყე და არ მასვენებდა ამაზე ფიქრი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ დაუსრულებლად დამთავრდა ჩვენი ამბავი და ოდესღაც აუცილებლად გაგრძელდებოდა. არ შეიძლება სიყვარულში სიმაღლე ან სიდაბლე იმარჯვებდეს. ეს მიზეზი არ არის!

ამ აზრზე ვიყავი, როცა გამოჩნდა გიგა, ვისთანაც თითქოს ტკივილი მოვიშუშე. მეგონა ვიპოვე ადამიანი, ვინც დამავიწყებდა წარსულს, ირაკლის შეცვლიდა.. ჩემზე ზრუნავდა, კარგად მიგებდა და ცოლობაც მთხოვა. მალე დავოჯახდით, უკვე 30 წელს გადაცილებული ვიყავი და ნამდვილად არ მსურდა ირაკლიზე ფიქრით ცხოვრება გამლეოდა. ვიფიქრე აუცილებლად მეყოფოდა ძალა, ყველაფერი თავიდან დამეწყო და ამაში გიგა დამეხმარებოდა.

2 წელი ვიცხოვრეთ ერთად, შვილი არ გაგვიჩენია... საქმე მთლად ისე არ წავიდა როგორც მეგონა. გიგამ ბევრი პრობლემა შემიქმნა. ვალები დაიდო. მას გადახდის საშუალება არ ჰქონდა და მე ვიხდიდი. დავიღალე ამ ყველაფრით, დრო და დრო ირაკლიზე ფიქრს ვაგრძელებდი. მერე აქაც დასასრული ვარჩიე და გიგას სახლიდან წამოვედი.

უცნარი ამბავი ის არის, რომ ჩემი ცხოვრების ასეთ მძიმე დროს, ირაკლიმ კვლავ შემოაღო კარი.
სამსახურში ვიჯექი - კარი გაიღო და ირაკლი შემოვიდა. დავიბენი, არ ვიცოდი თვალები გამესწორებინა მისთვის, თუ ამერიდებინა. თავის საქმეზე შემოიარა და მისთვისაც მოულოდნელი იყო ჩემი დანახვა. უცებ შეცბა, დაჟინებით მიყურებდა.. მიხვდა გაბუტული ისევ ვიყავი და მორიდებით გამესაუბრა. მერე კიდევ რამდენჯერმე შემოიარა და ერთ დღეს შეხვედრა მთხოვა.

მოკლედ, თავიდან ვიპოვეთ ერთმანეთი. დაშორების შემდეგ წლები გავიდა,მაგრამ მხოლოდ სინანული დაგვიტოვა. ირაკლის ცოლი არ მოუყვანია, მე კი ოჯახის დანგრევა დამჭირდა საიმისოდ, რომ დავრწმუნებულიყავი - მის გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია.

მართალია წარსულს ბოლომდე ვერ დაივიწყებ, წლები დავკარგეთ და ამ წლებმა გარკვეული იარაც დატოვა ჩვენს გულებში, თუმცა ბედნიერებაა, როცა აფორიაქებულ სულს სიმშვიდეს დაუბრუნებ.
მინდა ყველას ვურჩიო, ბოლომდე იბრძოლეთ სიყვარულისთვის, რადგან ერთხელ შეყვარებულ გულს საგულედან ვერ ამოგლეჯ და თუ დანებდი, მთელი ცხოვრება სინანული არ მოგასვენებს, ვერავისთან იქნები ბედნიერი!

პენი ლეინი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ანუშკას
დაბალს თავის სილამაზე აქვს და მაღალს თავისი. მე პირადად 180 ვარ და არანაირი პრობლემა არ შემქმნია როგორც შენ ამბობ დაბალი კაცების ქვეყანაში. მშვენიერი მაღალი ქმარი მყავს, ასე რომ აქ სიმაღლე-სიდაბლეში კი არაა საქმე აზროვნება რომ აქვს ზოგს 0 ესაა პრობლემა
01:41 / 31-07-2016
გამოხმაურება / 0 /
Lelas
Yvela dedas tavis shvili angelozi rom hgonia eg vici magram 3 dgis win gacnobil gogoze rom ambobt dabali da ushnoao tqven imas gaaxarebt momavalshi? Mec magali var magram chemma shvilma vinc ar unda moiyvanos me vin mkitxavs. Gind magali iyos gind dabali ra mnishnvneloba aqvs mtavaria adamianoba da urtiertgageba..
01:35 / 29-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მიმი,ლელა
უკაცრავად,მაგრამ არცერთი არ ივარგებთ დედამთილად,ეს თქვენი კომენტარებიდან იკითხება,თან საკმაოდ მკაფიოდ და კარგად! ასე რომ გირჩევთ,შეიცვალეთ აზროვნება,თორემ საკმაოდ გაგიჭირდებათ თქვენი შვილების ცოლებთან დედა-შვილური,გულწრფელი ურთიერთობის დამყარება, ,,ტრადიციულ-ქართული რძალ-დედამთილობა" კი,იცოცხლე,საუკეთესოდ გამოგივათ!
21:23 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ანუშკა
საქარტველოა ერტადერტი ქვეყანა სადაც სიდაბლის გამო იწუნებენ, ჰაჰაა, გოგო დაბალი სჯობს მაღალს. ჩემს დროს 1,70 ზე მაღალი ქალი სარეტოდაც ვერ ტხოვდებოდა, სიმაღლე მოდამ მოიტანა ტორემ 1.75 ქალი რა არის ტან იმ ქვეყანაში სადაც დაბალი კაცები არიან, აბა ჰოლანდიაში კი არავინ იწუნებს ქალს სიდაბლის გამო, პირიქიტ, ტავიანტ 1.80 ქალებს ვერ იტანენ და რაც დაბალი ხარ მიტ მეტი ქალი ხარ იქ. ასე რომ დაბალო გოგოებო ჩამოდიტ ჰოლანდიაში, ნამდვილ კაცებტან
19:02 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
3 დღია წინ გამაცნო ჩემმა შვილმა შეყვარებული დაბალი უშნო და შეუხედავი ჩემი შვილი მაღალი და სიმპატიურია ისეთი სიყვარულით შესციცინებდნენ ერთმანეთს მათ შუა ვერასოდეს ჩავდგები თუ ბედია ბედნიერებას ვუსურვებ მაგრამ ყველა დედას კარგი უნდა თავისი შვილისთვინ
18:04 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS