თეონა:
მშობლები გათხოვებას მიშლიდნენ, მაგრამ თენგო მიყვარდა და მჯეროდა, რომ ბედნიერი ვიქნებოდი. თანაცხოვრების მესამე წელს შევნიშნე რომ ჩემი ქმარი ხშირად სვამდა... სმისთვის მიზეზი არ ელეოდა. მეზობლის ქალმა მირჩია შვილი გააჩინე და გამოსწორდებაო...
მეც ექიმებში გავიქეცი, რვა თვე ვიმკურნალე და
ერთხელ დედაჩემმა დამირეკა და მითხრა შენი ქმარი ,,კაიფში" ვნახეო. თენგო სახლში მოვიდა თუ არა დედაჩემის სიტყვებში დავრწმუნდი. ,,ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო." გადავწყვიტე ოჯახი დამენგრია... სიყვარული, რომელსაც თენგოს მიმართ ვგრძნობდი საპნის ბუშტივით გაქრა...
მასში ვხედავდი უსაქმურ, ნარკომან, ლოთ, უვარგის ქმარსა და სამარცხვინო მამას. ოჯახიდან წამოვედი, მაგრამ ჩემმა დედამთილ-მამამთილმა ერთი ამბავ ატეხეს. ჩემი ქმარი ყურით მოათრს და ფეხებში ჩამიგდეს. თენგო დამპირდა რომ თუ კიდვე ერთ ბავშვს გავაჩენდი და გვერდში დავუდგებოდი სამსახურსაც დაიწყებდა და ლოთობას (რა თქმა უნდა, ნარკომანობასაც) თავს დაანებებდა.
დავბრუნდი ოჯახში... გავაჩინე მეორე ბავშვი... სამსახური მართლაც დაიწყო... ბავშვის გაჩენიდან სამი თვე ერთხელაც არ დაულვია...მერე კი ყველაფერი თავიდან დაიწყო. არა! უარესი მოხდა. სულ ფულს მთხოვდა და თამაშობდა. ჩემდა დაუკითხავად ვალებს იღებდა. ერთ ღამეს გამოთვრა და გამომიტყტდა რომ ჯამში მინიმუმ 70 000$ გვქონდა დასაფარი...
რა უნდა მექნა? (ამ დროს უფროსი ქალიშვილი 12-ის იყო, უმცროსი 9 წლის) სახლი ბანკში ჩავდე და საზღვარგარეთ წავედი. ღმერთის წყალობით, სასტუმროში დამლაგებლად მოვეწყვე. კვირას შემეძლო დამესვენა, მაგრამ მერჩია მემუშავა და დამატებით თანხა გამეგზავნა ოჯხში. ერთხლ სასტუმროს დირექტორმა დამიბარა.
არაფერი მქონდა დაშავებული, მაგრამ მაინც შემეშინდა არ გამანთავისუფლოს-მეთქი. ოთახში რომ შევედი ძალიან თავაზიანად მომექცა, ყავაზეც კი დამპატიჟა, თითქოს მნიშვნელოვანი სტუმარი ვიყავი. მკითხა 3 წელია აქ მუშაობ და არც ერთხელ არ დაგისვენია, რა არის ამისი მიზეზიო. ჩემი ისტორია მოვუყევი... მომისმინა, მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მისი ნათქვამი ფუჭ ნუგეშად მივიჩნიე, მაგრამ ერთ კვირაში დამაწინაურეს და დამლაგებლების უფროსი გავხდი. ძალიან ბედნიეირი და მადლიერი ვიყავი. მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა...
ჩემი უფროსი შვილი გამომიტყდა, რომ ჩემს გაგზავნილ ფულს მამამისი თამაშში, სასმელსა დ ნარკოტიკში ხარჯავდა, თურმე ნორმალურად საჭმლიც კი არ მიჰქონდა სახლში. 2 თვში უფროსი გოგო თვალჩალურჯებული დამიჯდა სკაიპში. ამან კი საბოლოოდ ჩამაგდო სასოწარკვეთილებაში და ჩემს მეგბარს, მფარველს, დირექტორს მივაკითხე. დახმარებას დამპირდა.
მართლაც, ადვოკატი ამიყვანა რომ ქმარს ოფიციალურად გავშორებოდი, ბავშვები კი ჩემთან წამომეყვანა. ყველა ხარჯი თავად დაფარა. მეტიც მენეჯრის პოზიციაზე დამამტკიცა. სასტუმროში ჭორაობა დაიწყეს რომ საყვარლები ვართ. გული ძალიან მტკივა რომ ცილს მწამებენ. როგორ შეიძლება ისეთ კარგ ადამიანს,როგორიც ჩვენი დირექტორია ანგარებიანი და ნაგავი ადამიანის იარლიყი მიაკრა?
საქმე დაწყებულია, მაგრამ ყველაფერს ართულებს ჩემი უმცროსი ქალიშვილის პოზიცია... მას ჩემთან ჩამოსვლა და აქ სწავლა არ უნდა... არ ვიცი მეგობრებს ვერ ელევა, მამამისი აშანტაჟებს თუ რამე სხვა მიზეზი არსებობს...
რადა მახარაძე