20 აგვისტო, 2015
ჩემმა ქალიშვილმა ჩემთან ერთად უცხოეთში ცხოვრებას ნარკომან მამასთა დარჩენა ამჯობინა
თეონამ ცხოვრებაში ბევრი სიმწარე ნახა, მისი არჩევანი - გათხოვილიყო კაცზე, რომელიც უყვარდა - არასწორი აღმოჩნდა. მას სურს, რომ შვილებს უკეთესი მომავალი შეუქმნას, მაგრამ უმცროსი ქალიშვილი დედასთან ერთად ცხოვრებაზე უარს ამბობს. გამწარებული თეონა თქვენს რჩევებს მოუთმენლად ელოდება.

თეონა:

მშობლები გათხოვებას მიშლიდნენ, მაგრამ თენგო მიყვარდა და მჯეროდა, რომ ბედნიერი ვიქნებოდი. თანაცხოვრების მესამე წელს შევნიშნე რომ ჩემი ქმარი ხშირად სვამდა... სმისთვის მიზეზი არ ელეოდა. მეზობლის ქალმა მირჩია შვილი გააჩინე და გამოსწორდებაო...

მეც ექიმებში გავიქეცი, რვა თვე ვიმკურნალე და
დავფეხმძიმდი კიდეც. იმის მაგივრად რომ დალევისთვის მოეკლო, უარესი მოხდა, ჭიქას ვეღარ ვაცლიდი ხელიდან. სამსახურიდან გამოაგდეს ლოთობის გამო. უბანში ნარკომანებთნ ერთდ დაიწყო ბირჟაობა, არ მომწონდა მათთან ერთად დიდ დროს რომ ატარებდა, მაგრამ ჩემს ნათქვამს ყურადღებას არ აქცევდა.

ერთხელ დედაჩემმა დამირეკა და მითხრა შენი ქმარი ,,კაიფში" ვნახეო. თენგო სახლში მოვიდა თუ არა დედაჩემის სიტყვებში დავრწმუნდი. ,,ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო." გადავწყვიტე ოჯახი დამენგრია... სიყვარული, რომელსაც თენგოს მიმართ ვგრძნობდი საპნის ბუშტივით გაქრა...

მასში ვხედავდი უსაქმურ, ნარკომან, ლოთ, უვარგის ქმარსა და სამარცხვინო მამას. ოჯახიდან წამოვედი, მაგრამ ჩემმა დედამთილ-მამამთილმა ერთი ამბავ ატეხეს. ჩემი ქმარი ყურით მოათრს და ფეხებში ჩამიგდეს. თენგო დამპირდა რომ თუ კიდვე ერთ ბავშვს გავაჩენდი და გვერდში დავუდგებოდი სამსახურსაც დაიწყებდა და ლოთობას (რა თქმა უნდა, ნარკომანობასაც) თავს დაანებებდა.

დავბრუნდი ოჯახში... გავაჩინე მეორე ბავშვი... სამსახური მართლაც დაიწყო... ბავშვის გაჩენიდან სამი თვე ერთხელაც არ დაულვია...მერე კი ყველაფერი თავიდან დაიწყო. არა! უარესი მოხდა. სულ ფულს მთხოვდა და თამაშობდა. ჩემდა დაუკითხავად ვალებს იღებდა. ერთ ღამეს გამოთვრა და გამომიტყტდა რომ ჯამში მინიმუმ 70 000$ გვქონდა დასაფარი...

რა უნდა მექნა? (ამ დროს უფროსი ქალიშვილი 12-ის იყო, უმცროსი 9 წლის) სახლი ბანკში ჩავდე და საზღვარგარეთ წავედი. ღმერთის წყალობით, სასტუმროში დამლაგებლად მოვეწყვე. კვირას შემეძლო დამესვენა, მაგრამ მერჩია მემუშავა და დამატებით თანხა გამეგზავნა ოჯხში. ერთხლ სასტუმროს დირექტორმა დამიბარა.

არაფერი მქონდა დაშავებული, მაგრამ მაინც შემეშინდა არ გამანთავისუფლოს-მეთქი. ოთახში რომ შევედი ძალიან თავაზიანად მომექცა, ყავაზეც კი დამპატიჟა, თითქოს მნიშვნელოვანი სტუმარი ვიყავი. მკითხა 3 წელია აქ მუშაობ და არც ერთხელ არ დაგისვენია, რა არის ამისი მიზეზიო. ჩემი ისტორია მოვუყევი... მომისმინა, მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მისი ნათქვამი ფუჭ ნუგეშად მივიჩნიე, მაგრამ ერთ კვირაში დამაწინაურეს და დამლაგებლების უფროსი გავხდი. ძალიან ბედნიეირი და მადლიერი ვიყავი. მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა...

ჩემი უფროსი შვილი გამომიტყდა, რომ ჩემს გაგზავნილ ფულს მამამისი თამაშში, სასმელსა დ ნარკოტიკში ხარჯავდა, თურმე ნორმალურად საჭმლიც კი არ მიჰქონდა სახლში. 2 თვში უფროსი გოგო თვალჩალურჯებული დამიჯდა სკაიპში. ამან კი საბოლოოდ ჩამაგდო სასოწარკვეთილებაში და ჩემს მეგბარს, მფარველს, დირექტორს მივაკითხე. დახმარებას დამპირდა.

მართლაც, ადვოკატი ამიყვანა რომ ქმარს ოფიციალურად გავშორებოდი, ბავშვები კი ჩემთან წამომეყვანა. ყველა ხარჯი თავად დაფარა. მეტიც მენეჯრის პოზიციაზე დამამტკიცა. სასტუმროში ჭორაობა დაიწყეს რომ საყვარლები ვართ. გული ძალიან მტკივა რომ ცილს მწამებენ. როგორ შეიძლება ისეთ კარგ ადამიანს,როგორიც ჩვენი დირექტორია ანგარებიანი და ნაგავი ადამიანის იარლიყი მიაკრა?

საქმე დაწყებულია, მაგრამ ყველაფერს ართულებს ჩემი უმცროსი ქალიშვილის პოზიცია... მას ჩემთან ჩამოსვლა და აქ სწავლა არ უნდა... არ ვიცი მეგობრებს ვერ ელევა, მამამისი აშანტაჟებს თუ რამე სხვა მიზეზი არსებობს...

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანია
რაში გაინტერსებს ვინ რას ფიქრობს, ტავს მიხედე და სენი ცხოვრებიტ იცხოვრე, ისე ბოდიში და ჭკვიანი ქალი არ ცანხარ, აქამდე როგორ მიიყვანე საქმე უმცროსს კი არ უნდა და ნუ წამოვა, ცხვირში რომ ამოირტყამს მერე ნახავს მამაისტნა ერტად ქუჩაში რომ აღმოჩნდება მერე გამოიქცევა
19:17 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS