05 აგვისტო, 2015
ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც არაბზე თხოვდება - "ეს ჩემი ოჯახისთვისაც ტრაგედიაა"
ია 13 წლის წინ დაქვრივდა და როცა ეგონა ყველაფერი დასრულდა, სრულიად უცხო და წარმოუდგენელი სიყვარული იპოვა.

დასრულებული ზღაპრის მოულოდნელი გაგრძელება და არაბული სიყვარული.

ია დღეს თავის საინტერესო ისტორიას გვიყვება:

- 14 წლის წინ, 20 წლის ასაკში, გავიცანი 40 წლის დათო. ყველას გასაკვირად მისით მალევე მოვიხიბლე და ძალიან შემიყვარდა. სიმართლე გითხრათ არც მე წარმომედგინა, თუ ოდესმე ჩემზე 20 წლით უფრო კაცს გავყვებოდი ცოლად. ყოველთვის ჩემი ასაკის ბიჭები მომწონდა. დათომ კი სულ სხვანაირად შემახედა ყველაფერზე და სიყვარულმა ასაკი
გადაწონა.

- ოჯახში ეს ამბავი როგორ მიიღეს?
- მშობლები ბავშვობაში დამეღუპნენ. მეურვეობა ბიძამ და ბიცოლამ აიღეს საკუთარ თავზე. მართალია, უდედმამოდ ვიზრდებოდი, მაგრამ თავი ობლად არასდროს მიგრძნია. არაფერი მაკლდა, ვსწავლობდი, ვმუშაობდი კიდეც. ბიძაჩემი საკუთარ შვილებზე წინ მაყენებდა. მაგრამ ამ ამბავს ყველა ძალიან ცუდად შეეგუა. ბიძა საკმაოდ მკაცრი იყო მსგავს საკითხებში, ამიტომ ატყდა ერთი ამბავი. ყველა მიშლიდა, ბოლოს ისე მოხდა წავედი და სახლში აღარ დავბრუნდი. რა თქმა უნდა მიყვარდა და პატივს ვცემდი ჩემი ოჯახის წევრებს, მაგრამ დათოს ყველაზე და ყველაფერზე წინ ვაყენებდი, ამიტომ ცოლად გავყევი.

- ბიძა ალბათ ძალიან განაწყენდა...
- კი, ნამდვილად. ვერ აგიღწერთ რა სიტუაცია იყო და რა ხდებოდა ჩემს თავს. გარდა იმისა რომ დათო ჩემზე 20 წლით იყო უფროსი, ცოლს გაშორებული იყო და შვილიც ჰყავდა. ამანაც იმოქმედა ბიძაჩემზე, ვერაფრით მოინელა ჩემი ამბავი და წლების განმავლობაში ხმას არ მცემდა.

მიუხედავად ყველაფრისა დათოსთან უბედნიერესი წლები გავატარე, ხელის გულზე მატარებდა, სულ თავს მევლებოდა, მისი ცოლობა არასდროს მინანია!

შვილი არ გვეყოლა, ბევრი ოპერაცია გავიკეთე, ორივემ ვიმკურნალეთ და ის იყო ექიმებმა იმედი მოგვცეს, რომ მალე დაფეხმძიმებას შევძლებდი, მაგრამ ზღაპარი მალე დასრულდა. დათო მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. 30 წლის ასაკში დავქვრივდი. თავს ძალიან უბედურად ვგრძნობდი. ჯერ მშობლები, მერე ქმარი... ვფიქრობდი, ბედნიერებისთვის არ ვიყავი გაჩენილი და ბედს უნდა შევგუებოდი. ჩავიცვი შავები და 2 წელი არ გამიხდია. სადაც მივიდოდი ყველგან ამაზე მეჩხუბებოდნენ, რომ ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მქონდა.

- ახალი სიყვარული როდის გეწვია?
- დათოს სიკვდილის შემდეგ უძილობა დამჩემდა, დეპრესია ღამეებს მათენებინებდა. საათობით კომპიუტერთან ვიჯექი. ერთ დღეს "ფეისბუქზე" ვიღაცამ ინგლისურად მომწერა. დათოს გარდაცვალებამდე ინგლისურის კურსებზე დავდიოდი და ბევრი რამ ვისწავლე.

უცნობს ჯერ არაფერი ვუპასუხე, რადგან უცხოებს არასდროს ვწერდი, მითუმეტეს არაბებს და თურქებს. მაგრამ იმ დღეს რატომღაც მიწერა გადავწყვიტე. ვიფიქრე დროს გავიყვან, თან ინგლისურს გავიხსენებ მეთქი. ასე დავიწყეთ მიმოწერა.

ბედის ირონია ისაა, რომ რასაც ვერასდროს წარმოვიდგენ ცხოვრებაში, ყოველთვის ის მემართება. არც უფროსი კაცები მიზიდავდნენ დათომდე და სხვა სარწმუნოების მამაკაცზე, მითუმეტეს არაბზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. შემიყვარდა, დიახ ის არაბია და მას ალი ჰქვია. ის ჩემს ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა და სიყვარული ხელახლა მაგრძნობინა. ვიცი, უმრავლესობისთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია, გვერდში არავინ მყავს ვინც ამას ამართლებდეს, თუმცა ჩემთვის სიყვარული კვლავ უპირველესია და ასაკზე კი არა, თურმე რელიგიაზე, ეროვნებასა თუ სხვა ინტერესებზეც უფრო მაღლა დგას.

- ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? არაბული ქვეყნები მკაცრი კანონებითა და ტრადიციებით გამოირჩევიან, ეს არ გაშინებს?
- ალის ერთხელ უკვე შევხვდი. ჩემს სანახავად ჩამოვიდა. ჩემი მოლოდინი ყველანაირად გაამართლა. მომწონს როგორც შინაგანად ისე ფიზიკურად. გამოგიტყდებით და ასეთი თავისუფალი დათოსთანაც არ ვყოფილვარ. ჰო, მათ მკაცრ ტრადიციებზე მეც ბევრი მსმენია, ყველა მეწინააღმდეგება, მაგრამ ალი ამ საკითხში ძალიან შეგნებულია. მისთვის ჩემი ცხოვრება ყოვლად მისაღებია.

მხოლოდ ოჯახები გვეწინააღმდეგებიან. ეს ჩემი ოჯახისთვისაც ტრაგედიაა და არც ალის ოჯახს მოსწონს. მაგრამ ერთმანეთის სიყვარულში დარწმუნებული ვართ და გვჯერა, რომ ერთად ყველაფერს გადავლახავთ.

პენი ლეინი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ზურა
თუ მაინცდამაინც მუსულმანი გინდა ვინმე აქაური მარნეულელი თათრის კოხტა ბიჭი შეარჩიე და გაყევი იმას, რაღა სინდბადივით გადაკარგულში მიდიხარ, და ათას ერთი ღამე აღარ წაიკითხო...
11:21 / 12-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სიყვარული ძალიან კარგია,მაგრამ დაფიქრდი სად ამოყოფ თავს,მუსულმანია და შენ ვერ შეძლებ,მაგათ ბევრი ცოლები ჰყავთ და მერე რას იზავ?დაეტიე სადაც ხარ.საქართველოში კაცები არ მოიძებნება რომ მუსულმანს გაყვე.
16:10 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილი
მე ვინც მომმართა. შენ მართლა დებილო და მოკლე ჭკუიანო, რაში მჭირდება რაღაც სულელურ პოსტზე ტყულის თქმა. შენთვის ასეთი წარმოუდგენელი და საოცრება რომაა ამერიკა, არ ნიშნავს იმას რომ სხვისთვის ჩვეულებრივი მოვლენა არაა. ნახევარი მილიონი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და რა გაგიკვირდა კომენტარი რომ დავწერე ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ))) მუსულმანებს რაც შეეხება, როგორც ზემოთ დავწერე, მე შეხება მქონია ბევრთან და ვიცი და იქიდან გამომდინარე ვამბობ, მოგონილი არ მაქვს და ხალხიც მეთანხმება ფაქტია. შენ ალბათ ვინმე თურქი გხმარობს და მაგიტომ აგეწვა და ამერიკაც გაგიკვირდა ;)
16:09 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილი-ს
ლილი რა დებილი ხარ შე საწყალო ,,მუსულმანი და კარგი არ არსებობს" თურმე, შტატებში კი ან ცხოვრობ ან არა.
10:33 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
eka
მე ერთადერთი შვილი ძლივს წამოვიყვანე საზღვარგარეთიდან საქართველოში(ბავშვი საქართველოს მოქალაქე იყო) და ამის მერე ყველას ვაფრთხილებ თუ სხვაგან ცხოვრებას არ აპირებენ(არ უნდათ)ყოველთვის ისიც უნდა გათვალონ რომ შვილი შეიძლება დაკარგონ.მერე ნახე შენი უბედურება.ის ბავშვი იმ ქვეყნის მოქალაქე თუ იქნება ხომ...აღარ მინდა იმის გახსენება რაც გადავიტანე,მადლობა უფალს (სიკვდილს ჩავხედე თვალებში)გამოვაღწიეთ.
08:09 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
marina
Uaresi dagemarteba dafiqrdi nu axuntrucebulxar sazgvargaret var da vici rac xdeba
00:01 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილი
ვაიმე არაბებს არ იცნობ შენ, მუსულმანია, დედას გიტირებს დაიცა ჯერ სად ხარ უბედურება, ჯოჯოხეთს გაჩვენებს. არაბი და კარგი არ არსებობს, მუსულმანი და კარგი კი მით უმეტეს. ასე უაზროდ ახუნტრუცდი პირველადაც და კრახით დაგიმთავრდა მაგრამ აი არაბს თუ გაყევი ჩათვალე სენი ცხოვრება მანდ დამთავრდა, მე შტატებში ვცხვრობ და ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ უამრავ არაბს და ვიცი. ეს დასკვნა ერთი და ორი არაბისგან არ მაქვს გაკეტებული.
23:17 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატკკა
ვაი შენს პატრონს! ასეთ შტერ ქალებს ვერ ვიტან! ასეთი დებილი ქალების გამოა ყველა ქალი დებილი და შტერი რომ ჰგონიათ კაცებს
23:16 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ეტო
კარგად დაფიქრდი.წინასწარ არ იცი როგორ აეწყობა თქვენი ცხოვრება.შვილი როცა გეყოლება,გაყრა რომ მოინდომო იქაური კანონებით ბავშვს არ გამოგატანენ.ბევრი გადაცემა გავიდა რუსულ არხებზე,სადაც არაბებზე სიყვარულით გათხოვილი ქალები იმედგაცრუებულები დარჩნენ და ძლივს გამოაღწიეს იქიდან,ზოგმა შვილის გამოპარვაც მოახერხა,მარა დღემდე დავა მიდის სასამართლოში,ვერ იბრუნებენ კანონით შვილებს,არა მგონია შეეგუო მათ მკაცრ კანონებს და მტლად მარტოხელა და დაუცველი აღმოჩნდები უცხო მხარეში,როცა გადაგივლის ეფორია.სხვათაშორის იმ ქალებიდან ზოგმა მერე აგმოაცნია,რომ რამდენიმე ცოლი ყოლია მის ქმარს და აიდზულებდა ამას შეგუებოდა და ტირანად გადაიქცა ერთ დროს ვიტომ მოსიყვარულე ქმარი და სიკვდილამდე სცემდა და ალურჯებდა.შენს ადგილას უცხოელს გავყვებოდი აუცილებლად(ქართველი კაცებისგან შორს),მარა არა არაბს.
21:53 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნელი
რა მგრძნობიარე ყოფილხარ ერთხელ ნახე და სიყვარულს ეძახი.პრობლემები მერე იჩენს თავს როცა გაყვები და სხვა ცოლებსაც მოიყვანს სახლში. ისე მე ბევრი არაბი მინახავს მაგრამ როგორც მამაკაცისთვის არასოდეს შემიხედავს და ვერც წარმომიდგენია არაბი როგორ უნდა შემიყვარდეს
20:21 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS