01 მაისი, 2013
შიშველმა მამამთილმა მეზობლების თვალწინ მაგინა
საზარელი სურათი გადამეშალა თვალწინ მე და სერგო ზუსტად ათი თვეა, რაც დავქორწინდით. ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში ვიცოდი, რომ მამამისი ლოთი იყო და ოჯახს ხშირად ამწარებდა, მაგრამ იმ იმედით, რომ რძლის მოყვანის შემდეგ მაინც მოერიდებოდა, ეს ფაქტი პრობლემად არ მომჩვენებია.

თავიდან ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. ოჯახში ისეთი სიტკბო გვქონდა, რომ ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, ამ კაცს ხომ არ უგონებდნენ-მეთქი. დაახლოებით ორი თვის შემდეგ სახლში დაბრუნებულს საზარელი სურათი დამხვდა. ბატონი გენო ჩემს დედამთილს სასიკვდილოდ სცემდა.

ჩემ დანახვაზე ხელი გაუშვა და
სახლიდან გაიქცა. იმ ღამეს სერგოს გამოვუცხადე, რომ საცხოვრებლად ქირით გადავსულიყავით, თან, რაც მთავარია, ამის საშუალება გვაქვს, მაგრამ მეუღლე წინააღმდეგი წავიდა, დედას და დას მამაჩემთან ვერ დავტოვებ, შეიძლება ღამე ორივეს ყელი გამოსჭრასო. ამ დღის მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა.

გენო იშვიათად სვამდა და მაშინვე იძინებდა. მართლა დავიჯერე, რომ ჩემი შერცხვა და მსგავსი რამ აღარ გამეორდებოდა. ორი კვირის წინ სახლს რომ მივუახლოვდი, ყვირილის ხმა გავიგე. იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და ერთმანეთში ამერია მამამთილისა და მეზობლების გინება.

შიგნით შესულს საზარელი სურათი გადამეშალა თვალწინ. ჩემი მამამთილი სრულიად შიშველი იდგა და ბოთლით ხელში მეზობლებს აგინებდა. ჩემ დანახვაზე უარესად გაგიჟდა. გინება არც ჩემი მისამართით დაიშურა და უფრო მეტიც, საცემრადაც გამოიწია.

სახლში ავედი, ბარგი ჩავალაგე და ოთხი თვის ფეხმძიმემ სახლი დავტოვე. სერგოს მესიჯი გავუგზავნე, რომ უკან არასოდეს დავბრუნდებოდი და თუ ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა, ბინა ექირავა, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გამხადა.


მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
პროგერ
სერგო შე ზლეო :)
15:26 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუნა
სულ გაგიჟდით? მოვკვდი სიცილით
15:13 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ელენე დეიდა
მართლა ბევრი ვიხალისე, თქვენ გაიხარეთ :)
14:41 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ninaka
მე მაპატიეთ, მაგრამ ამ ტრაგედიაზე, მოვკვდი სიცილით :)
14:41 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გენადი
უსირცხვილო და უტიფარი კაცი, რძალი ასეთ დღეში როგორ უნდა ჩააგდო, რომ ჟურნალში გამოაქვეყნოს საკუთარი ისტორია :(
14:36 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS