01 მაისი, 2013
შიშველმა მამამთილმა მეზობლების თვალწინ მაგინა
საზარელი სურათი გადამეშალა თვალწინ მე და სერგო ზუსტად ათი თვეა, რაც დავქორწინდით. ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში ვიცოდი, რომ მამამისი ლოთი იყო და ოჯახს ხშირად ამწარებდა, მაგრამ იმ იმედით, რომ რძლის მოყვანის შემდეგ მაინც მოერიდებოდა, ეს ფაქტი პრობლემად არ მომჩვენებია.

თავიდან ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. ოჯახში ისეთი სიტკბო გვქონდა, რომ ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, ამ კაცს ხომ არ უგონებდნენ-მეთქი. დაახლოებით ორი თვის შემდეგ სახლში დაბრუნებულს საზარელი სურათი დამხვდა. ბატონი გენო ჩემს დედამთილს სასიკვდილოდ სცემდა.

ჩემ დანახვაზე ხელი გაუშვა და
სახლიდან გაიქცა. იმ ღამეს სერგოს გამოვუცხადე, რომ საცხოვრებლად ქირით გადავსულიყავით, თან, რაც მთავარია, ამის საშუალება გვაქვს, მაგრამ მეუღლე წინააღმდეგი წავიდა, დედას და დას მამაჩემთან ვერ დავტოვებ, შეიძლება ღამე ორივეს ყელი გამოსჭრასო. ამ დღის მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა.

გენო იშვიათად სვამდა და მაშინვე იძინებდა. მართლა დავიჯერე, რომ ჩემი შერცხვა და მსგავსი რამ აღარ გამეორდებოდა. ორი კვირის წინ სახლს რომ მივუახლოვდი, ყვირილის ხმა გავიგე. იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და ერთმანეთში ამერია მამამთილისა და მეზობლების გინება.

შიგნით შესულს საზარელი სურათი გადამეშალა თვალწინ. ჩემი მამამთილი სრულიად შიშველი იდგა და ბოთლით ხელში მეზობლებს აგინებდა. ჩემ დანახვაზე უარესად გაგიჟდა. გინება არც ჩემი მისამართით დაიშურა და უფრო მეტიც, საცემრადაც გამოიწია.

სახლში ავედი, ბარგი ჩავალაგე და ოთხი თვის ფეხმძიმემ სახლი დავტოვე. სერგოს მესიჯი გავუგზავნე, რომ უკან არასოდეს დავბრუნდებოდი და თუ ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა, ბინა ექირავა, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გამხადა.


მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
იზი
ერთხელ ხომ აგიხსნეს, რომ ამ გიჟთან ვერ დატოვებდა დედას და დას. ახლა სხვა მიზეზი უნდა გითხრას? ჩაცმული შეგაგინებდა თუ ტიტველი მაგას არ აქვს მნიშვნელობა,არც იმას-მეზობლების თვალწინ თუ მოფარებულში, ადამიანი არის ფსიქიურად გადახრილი, ამ დროს შენი გაქცევ- გამოქცევისთვის არავის სცხელა, თუ შეგიძლია ოჯახს გვერდით დაუდექი,თუ არა და,მათგანაც ნუ მოითხოვ შენს შელახულ თავმოყვარეობაზე, ამ ეტაპზე მაინც,რეაქციას.
22:01 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მმ
ჭკუის დამრიგებლებო არ განგიცდიათ ლოთი ოჯახის წევრთან ცხოვრება თუარა ასე არ იტყოდით 23 წელი შევალიე მასეთ კაცს "აგერ გამოსწორდებას" იმედით და მერე დავანგრიე ოჯახი მაგრამ შედეგი? შედეგია 2 დიაბეტით დაავადებული შვილი, რომელიც შეეწირა უმსგავსო ლოთი მამის გამოხდომებს...
21:24 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანო
ხო და ძალიანაც კარგი გიქნია! შენთვის მთავარი შენი შვილია და მისი ჯანმრთელობა. შენი ქმარი არ ფიქრობს მაგაზე? არ ფიქრობს და არაფერში გჭრიდება მასეთი ქმარი, დამიჯერე! ერთხელ ცხოვრობ ამქვეყნად და მაშინაც სტრესში და შიშით რატომ უნდა იცხოვრო?
21:16 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაბალე ბებო
ძალიან ცუდად მოქცეულხარ. შენც ხომ შეიძლება გყოლოდა ასეთი მამა. რას იფიქრებდი ქმარზე, თუ ისიც ასე მოგექცეოდა. კარგი და ლამაზი ცხოვრება ყველას მოსწონს, მთავარი გასაჭირში გვერდში დგომაა. ეს შენი გამოცდა იყო და ვერ ჩააბარე. შენ ფაქტიურად მამა დააკარგინე საკუთარ შვილს. აფერუმ შენს დედაკაცობას!
18:17 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რა სულელები ხართ ხალხო თავს კიარ გაცოდებთ თავის გასაცჰირს იდზახის ეგ გოგო საცოავი ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს ეგ და ცოტა აზრზე მოდით აქ სასაცილო არაფერია.გამხნევდი გენაცვალე ყველაფერი კარაგად იქნებასშენი მეუგლე მიხვდება რო ეგ შენი შვილის და ოჯახის გულიზე გააკეთე და დაბრუნდება.
17:57 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მამამთილის მეგობარი
უხ შე ტუტუცო რეებს უბაზრებ ცჰემს დზმაკაცს ა? სერგომ მესიჯი გამოგიგზავნა მეთვითონ ვნახე, ასე გწერდა რა იყო ტიტველი კაცი არ გინახამსო?
17:50 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირა
აუ ძალიან გავერთე :)))) ბევრი ვიცინე, განსაკუთრებიტ იმ კომენტარზე"იქნებ ანგარიშზე არ ჰქონდა?" :))
17:23 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გელა
იქნებ ანგარიშზე არ ქონდა?
16:38 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელუუუ
რა სასაცილოა და სახალისოა არა? სულ გაგიჟდით ხალხო? ასეთი რამ უამრავ ოჯახში ხდება და მართლაც ტრაგედიაა. ჩემო კარგო,დაივიწყე ყველაფერი და შენს პატარაზე იფიქრე,ყველაფერი დალაგდება დამიჯერე
16:17 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაკო
მერე ამით ვის უნდა შეაცოდო თავი, არ გრცხვენია შენი ქმრის ოჯახის ამბავი რომ გაასაჯაროვე?
16:11 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS