01 მაისი, 2013
შიშველმა მამამთილმა მეზობლების თვალწინ მაგინა
საზარელი სურათი გადამეშალა თვალწინ მე და სერგო ზუსტად ათი თვეა, რაც დავქორწინდით. ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში ვიცოდი, რომ მამამისი ლოთი იყო და ოჯახს ხშირად ამწარებდა, მაგრამ იმ იმედით, რომ რძლის მოყვანის შემდეგ მაინც მოერიდებოდა, ეს ფაქტი პრობლემად არ მომჩვენებია.

თავიდან ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. ოჯახში ისეთი სიტკბო გვქონდა, რომ ხანდახან იმასაც ვფიქრობდი, ამ კაცს ხომ არ უგონებდნენ-მეთქი. დაახლოებით ორი თვის შემდეგ სახლში დაბრუნებულს საზარელი სურათი დამხვდა. ბატონი გენო ჩემს დედამთილს სასიკვდილოდ სცემდა.

ჩემ დანახვაზე ხელი გაუშვა და
სახლიდან გაიქცა. იმ ღამეს სერგოს გამოვუცხადე, რომ საცხოვრებლად ქირით გადავსულიყავით, თან, რაც მთავარია, ამის საშუალება გვაქვს, მაგრამ მეუღლე წინააღმდეგი წავიდა, დედას და დას მამაჩემთან ვერ დავტოვებ, შეიძლება ღამე ორივეს ყელი გამოსჭრასო. ამ დღის მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა.

გენო იშვიათად სვამდა და მაშინვე იძინებდა. მართლა დავიჯერე, რომ ჩემი შერცხვა და მსგავსი რამ აღარ გამეორდებოდა. ორი კვირის წინ სახლს რომ მივუახლოვდი, ყვირილის ხმა გავიგე. იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ და ერთმანეთში ამერია მამამთილისა და მეზობლების გინება.

შიგნით შესულს საზარელი სურათი გადამეშალა თვალწინ. ჩემი მამამთილი სრულიად შიშველი იდგა და ბოთლით ხელში მეზობლებს აგინებდა. ჩემ დანახვაზე უარესად გაგიჟდა. გინება არც ჩემი მისამართით დაიშურა და უფრო მეტიც, საცემრადაც გამოიწია.

სახლში ავედი, ბარგი ჩავალაგე და ოთხი თვის ფეხმძიმემ სახლი დავტოვე. სერგოს მესიჯი გავუგზავნე, რომ უკან არასოდეს დავბრუნდებოდი და თუ ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა, ბინა ექირავა, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გამხადა.


მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ლელა
ოჯახი არ დაანგრიო მამამთილის გამო...ცალკე იცხოვრეთ, ეცადე შენს ქმარს სიყვარული და სითბო არ მოაკლო...
14:39 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
mani
qali tavs ikavebda gacilebaze ,imito ro saqartveloshi sxva mentaliteti qondat,im qals ukve sxvanairad ukurebdnen,shvilebic echagrebodat da amis gamo,sacodavebi kvelapers uzlebdnen,esaris kvelaze didi shecdoma.KALEBO DAIKEDET VIN RAS ITKVIS MIXEDET TQVENS TAVS DA JAMRTELOBAS.
12:25 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ზუსტად ასეთ ჩხუბში გავატარეთ მთელი ბავშობა მე და ჩემმა დამ. მამაჩემი იყო უსათნოესი ადამიანი,მაგრამ ალკოჰოლიკი.დედა კი არ შორდებოდა მას. რამდენჯერ მინატირა ბავშვობაში როდესაც გავიგებდი რომვინმეს მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ,ჩემ მშობლებსაც მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. მამა დღეს ცოცხალი აღარ არის,ინფარქტით გარდაიცვალა 55 წლის ასაკში.აღარაფერი ცუდი აღარ მახსოვს იმ წამიდან როდესაც მისი გარდაცვალეის ამბავი გავიგე.საოცრად გვენატრება ყველას, მიუხედავად ამდენი ჩხუბის და აყალ მაყალისა,შეძლო რომ ორივე შვილს წითელ დიპლომზე დაგვემთავრებინა უნივერსიტეტები და ჩვენი კარიერა გაგვეკეთებინა. გული ერთ რამეზე მწყდება,ეხლა როდესაც ამდენი ხანია საზღვარგარეთ ვცხოვრობ,სადაც უამრავი ადამიანი შემხვედრია ამ სენისაგან განკურნებული,ნუთუ რატო არასოდეს მივიყვანეთ ვინმე პროფესიონალ ექიმთან,რომ ამ დაავადების წინააღმდეგ რაიმე გვეღონა.მე მშრალი ვარ უკვე 8 წელია ,მითხრა ერთხელ ერთმა გერმანელმა ნაცნობმა,ძალიან გამიკვირდა.8 წელია ალკოჰოლი არ მიუღია და ეს დიდი წვალების და უამრავი თერაპიული კურსის შედეგია. ასე რომ ამ ყველაფერს როგორც დაავადებას ისე უნდა შევხედოთ და დავეხმაროთ ადმაიანებს.
23:21 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნნ
ძალიან კარგი ქენიი .. დღეს ისეთ ოჯახში ვიზრდები სადაც არც გინებაა და არც ლოთობაა ცოტა . ფსიქიკა დამიმახინჯდა 17 წლის ბავშვს .. გაუსაძლისია ჩემთვის ესეთ ასაკში ამ ყველაფრის ატანა.. ნერვიული ვარ და ყველასთან თითქმის კონფლიქტი მაქ .. განა მე მინდა? უბრალოდ ისეთ დღეში მაქ ნერვები რო პატარა რამეზეც წყიბილებიდან გამოვდივარ .. დედაჩემს ეგ ნაბიჯი თავის დროზე რომ გადაედგა დღეს შეიძლება ცოტა რამ დამკლებოდა მაგრამ სრულფასოვანი ადამიანი ვყოფილიყავი.. მაქ ისეთი ნაკლი რაც ჩემმა ასაკის მომატვამ გამოიწია .. ანუ რააც გაანალიზება დავიწყე თუ რა ხდებოდა ჩემს გარშემო ნერვიული ვარ და ეს ყველაფერი ჭამაზე გადამაქ.. არ ვთვლი სწორად იმ აზრს რომ ქალებმა ყველაფერი უნდა აიტანონ და ა.შ არანაირად ... ყველა იმ ქალს ვემხრობი ვინც ნაბიჯი გადადგა და თავის მომავალ შვილს ფსიქიკა არ გაუფუჭა მუდმივ ჩხუბში გაზრდით .. არც კი ინანო იქიდან წამოსვლა .. ქალი მაშინ ძლიერდება როცა შვილი უჩნდებაა .. უბრალოდ დაიცადე და შენ შვილს უმამოთაც კარგად აღზრდი!
16:49 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
...
ვკითხულობ კომენტარებს და ვაი ჩვენს პატროოონს :__ მე ვიცი როგორია ცხოვრება ეგეთ ოჯახში.მთელი ბავსვობა დამიმახინჯდა და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. დედას რომ გადაედგა ნაბიჯი და მამა მიეტოვებია,ახლა უბედნიერესი ადამინი ვიქნებოდი. ვიხსენებ წარსულს ა ნერვები მესლება საკუტარ დედაზე,რომ არ გადადგა თავის დროზე ნაბიჯი და ბავსვებს ფსიქიკა დაგვიმახინჯა.
13:15 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ელოდე ბუს კვერცხებს
შენ კიტხულოობ როგორ არიან
07:48 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაი ჩვენს პატრონს
მაოცებს ხალხის ლოგიკა, ბიჭი მართალიაო, მართალია კი არა მაპატიეთ და ჩმორია. ჯერ ერთი მამას დედას რომ აცემინებს, კაცი მოკიდებდა ხელს დედას და ცალკე გადავიდოდა საცხობრებლად.მერე მეორე ორსულ ცოლს სახლიდან კაცი რომ აი ასე იდიოტი მამის გამო გაუშვებს ნაგავია.რას ქვია ცოლები არჩევანის წინაშეაყენებენ? აბა ვინ ღირს იმად ნერვები ანაცვალო? ლოთი მამამთილი? კარგით რა
00:03 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
საერთოდ რო გათხოვდებიან გოგონები მერე რატომღაც ქმრებს არჩევანის წინაშე აყენებენ რაღაც ამა თუ იმ ფაქტებით ,,ან მე ან მშობლები,,,საერთოდ ახალგაზრდა ოჯახი ცალკე უნდა ცხოვრობდეს,მშობლებთან დებთან ძმებთან სანამ უნდა იცხოვრონ,,,,,მაგრამ ის რომ მიატოვო მშობლები და გაიქცენ ცოლის დაკრულზე ეს ნამდილად არ შეიძლება,,,ცოლს და. ქმქრს ნებისმიერში ნახავთ მაგრამ მაშობლები და დედმამიშვილები შეუცვლელია...პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა...და ამ ბიჭმა დადგა მშობლების მხარეს და სწორიცა.
23:40 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
მართალია იზი....აბსოლიტურად მართალი ხართ.
23:30 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს რაა ლოთის ოჯახში ცხოვრება.ესაა ჯოჯოხეთი დედამიწაზე,მუდმივი ფუჭი ლოდინი მისი გამოსწორების. მუდმივი სირცხვილი, მამა შვილთა კონფლიქტი და მეზობლების ზურგსუკან ჭორაობა.ნერვოზი და სიკვდილის სურვილი... ან საკუთარის,ან მისი....
22:01 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS