26 ივლისი, 2015
როგორ იქცა მარტოხელად საუკეთესო ქმარი - "ბებიამისმა გამომიცხადა, თურმე კაცი სჭირდება"
მე კი მარტო ცხოვრების გემო ნამდვილად ვიგემე იყო დრო, როცა ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები "საუკუნეებს" უძლებდა. ახლა მოთმენას აზრი აღარ აქვსო და ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება.

17 წლის ასაკში, კლასელებმა - მარიამმა და გოგამ ოჯახი შექმნეს. ახლა 27 წლისები არიან და 3 შვილი ჰყავთ, თუმცა ერთად აღარ არიან. გოგა დღეს ჩვენი რესპონდენტია.

- მარიამი ლამის პირველი კლასიდან მიყვარდა და როგორც კი სკოლის დამთავრების დრო მოახლოვდა, ცოლად მოვიყვანე. ყველაფერი ისე მოულოდნელად მოვიფიქრე, რომ დედაჩემს გული წაუვიდა, როცა
გოგონა შინ მივიყვანე. მაშინ მართლაც ძალიან პატარები ვიყავით, თუმცა სიყვარულმა ასაკი არ იცისო.

- ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობას როგორ გაუმკლავდი?
- ეგ პრობლემა არასდროს იყო. მატერიალურად ყოველთვის შეძლებულად ვცხოვრობდით, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ქალაქში საუკეთესო მანქანა ყოველთვის მყავდა, თუმცა მიუხედავად ასეთი ფუფუნებისა, ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ვიდრე სამსახურს დავიწყებდი რა თქმა უნდა მშობლები გვინახავდნენ. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი ჩემს ოჯახს მე ვუვლიდ და თუ საჭირო იყო მშობლებსაც იქით ვეხმარებოდი. მარიამს არა მარტო მე, ჩემი ოჯახიც ხელის გულზე ატარებდა. დედაჩემი ყველაფერში ხელს უწყობდა. არც სწავლა დაგვიშლია, არც ჩაცმა-დახურვა, ბავშვებზე ზრუნვაც კი არ უწევდა ზედმეტად.

- სიყვარული განელდა თუ რა გახდა ამ ფუფუნებაზე უარის თქმის მიზეზი?
- მიუხედავად ყველაფრისა მარიამს ყოველთვის უკმაყოფილო სახე ჰქონდა. ვეღარ გამეგო რა უხაროდა ან წყინდა. ოღონდ რაიმე ეთქვა, ყველაფერი მისი იყო. ძალიან უინტერესო და გაუცხოებული იყო. ყველაფერზე ჯიუტობდა და არასდროს ითვალისწინებდა ჩემს თხოვნას. რაც დრო გადიოდა სულ უფრო მეტად ვერიდებოდი. საღამოს სახლში დაბრუნება და მისი უკმაყოფილო სახის ყურება აღარ მსიამოვნებდა. სექსუალური ურთიერთობის სურვილი სულ უფრო მეტად მეკარგებოდა. რამდენჯერაც არ უნდა შევხებოდი, ყოველთვის რაღაცას რამდენჯერმე ლამის ვიძალადე მასზე. სინაზის არაფერი გააჩნდა. დაშორება რომ გადავწყვიტე, აქით ამიშარდა. ბებიამისმა გამომიცხადა თურმე მისი შვილიშვილი ახალგაზრდა ქალია და კაცი სჭირდება.

- უცნაურია. ოჯახის წევრები საქმის კურსში ჰყოლია..
- სხვა არაფერი ჰქონდა სათქმელი და მიზეზად როგორც ჩანს ჩემს უყურადღებობას ასახელებდა. ასე თუ დაეცემოდა, ვერსადროს ვიფიქრებდი. ოჯახში ის მოყვა, რომ თურმე სექსი გვაკლდა.
პირველ ხანებში არ ვაძალებდი, ვიფიქრე გადაუვლის მეთქი. მერე სისტემატური სახე მიიღო და იყო პერიოდები, როცა სახლში არც მივდიოდი. მაგრამ მე ვერაფერს დამაბრალებს, დამნაშავე მხოლოდ თვითონაა. თავი მომაბეზრა.
მის გამო მშობლებთანაც დამეძაბა ურთიერთობა და გარკვეული დროით სასტუმროში ვცხოვრობდი. საბოლოოდ მაინც დავშორდით. მთელი ცხოვრება უცოლოდ მოვკვდები და მარიამისთანა ქალს აღარ გავეკარები. მგონი ქალის ხსენებაზეც ალერგია მაქვს უკვე.

- ბავშვებზე რას ფიქრობთ?
- ბავშვებს ყურადღება არასდროს აკლდათ. მიუხედავად ოჯახური პრობლემებისა, ყოველთვის ვცდილობდი ბავშვებისთვის ეს ამერიდებინა. არაფერს ვაკლებდი და არც ახლა ვაკლებ.
როცა დავშორდით, მარიამი ბავშვების ნახვის უფლებას არ მაძლევდა. რამდენჯერმე სკოლაში მივაკითხე და ეს რომ გაიგო, ისე დააშინა ბავშვები, ჩემი დანახვის ეშინოდათ. ვუგზავნიდი ყველაფერს, ტანსაცმლიდან დაწყებული, მაგრამ უკან მიბრუნებდა, თან საშინელ შეტყობინებებს მიგზავნიდა, თითქოს ცუდის მეტი არაფერი გამეკეთებინოს მისთვის.
საქმე სასამართლოში შევიტანე და ბავშვების ნახვის უფლებაც მოვიპოვე.
ახლა მშვიდად ვარ. შერიგება გამორიცხულია. ბავშვებს კი ყოველთვის ვპატრონობდი და ბოლომდე ასე იქნება. იმედი მაქვს მარიამი ოდესმე აუცილებლად დათმობს სიჯიუტეს და მიხვდება რასაც აშავებს.

მე კი მარტო ცხოვრების გემო ნამდვილად ვიგემე.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ნინა
დათოს სრულებიტ ვეთანხმები ამ ქალებს რაღაც სერიიზული ჭირთ ვისაც ბედი უღიმის ის ვერ ირგებს სწორედ მარტო ქალები არა კაცებიც ასე არიან ხანდახან მგონია ამ ხალხს ოჯახური იდილია და ჰარმონია სწყენთ ან ვერ ხვდებიან რას ნიშნავს საერთოდ ამაზრზენ ხალხს რა დალევს
17:43 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
დავით
ვეთანხმები დათოს ვინც წერს კაი კაც ცოლი არ მიატოვებსო ეს ითქვა ადრე როცა ქალები პატიოსნების გულისთვის ტავს იკლავდნენ და არა ახლა ქვეყანა რომ გაბოზდა
21:00 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დ...
არარსებობს წყვილი,გინდ ქალი გინდ კაცი რომ,სხვა კაცს ქალი და ქალს კაცი არ მოეწონოს,მაგრამ არასდროს აღიარებს არცერთი ერთმანენეთთან,ვინც აღიარებს ასეთი წყვილი ძალიან ცოტა პროცენტია..მაგრამ სიყვარვარული და მოწონება ერთმანეთში არ უნად აურიოთ.ადამიანი მოგეწონოს ერთია და შეგიყვარდეს მეორე...ბევრი შესახედავი ადამიანი ქალიც და კაციც,ზოგი პირს რომ დააღებს სულ გეკარგება ყველანაირი წარმოდგენა..და ქუჩაში ვინმე მოგეწინოს ან სადმე,რა მნიშვნელია..და ამ დრის სხვა ვინმე გიყვარდეს...ამას მე ღალატს არ ვეძახი...და ვინც ეძახის ეს თქვენი პრობლემაა.
14:51 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
დატო-ს
და რატომ უნდა გაიხედოს ცოლიანმა კაცმა გვერდზე?აი მაგ აზროვნების კაცს შენ ვინ გაგიჩერდებოდა.ტუკი კაცებს გბეზრდებათ ერტფეროვნება,ქალი რა?უცხო პლანეტელია?წესიერ კაცს ქალი არ მიატოვებს.არ ვგულისხმობ ახლა ამ წერილის ავტორს.ამ შემტხვევაში უბრალოდ ბანალური რამ მოხდა,რაც თითქმის ყველა ნაადრევად დაქორწინებულ ოჯახს ემარტება.იზრდება ადამიანი,ეცვლება გემოვნება,შეხედულებები,ფასეულებები...
05:31 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ნინას ვეთანხმები ეს პათოლოგიაა. არასოდეს ვარ აქტიური სხვების განკითხვაში,მაგრამ მე გეტყვით,ინტელიგენტი ქალი მოსამსახურედ წამოვედი უცხოეთში ,რძლის ხუშტურების ასასრულებლად. ვიცოდი ჩემი შვილის ხელფასი მისი კაპრიზების ასრულებას არ ეყოფოდა, ჰოდა ,როცა ბინა ვაკეში გადავუცვალე ,ჯიპი უყიდე და ფუფუნება მოვუწყე,მან და დედამისმა კორპორაციული საგამოს კაბა ვერ შეარჩიეს და უმადური მეძახეს. აი ასე დღეს ჩემს შვილს სათნო და რირსეული მეუღლე ყავს. პათოლოგი ექსრძალი კი ამერიკაში გაიქცა თავისუფლების და სანუკვარი კეთილდღეობის საზიებლად.
21:06 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS