26 ივლისი, 2015
მილიონერი ქმარი გლეხის ბიჭის გამო მივატოვე და აღმოვაჩინე, რომ ყოფილი ქმრისგან ორსულად ვარ
არავინ იცოდა, რომ ერთ-ერთ საკმაოდ მიყრუებულ სოფელში გადავედი საცხოვრებლად რედაქციაში წერილი მოვიდა. ნატას თქვენი დახმარება სჭირდება...

დიმიტრი 28 წლის იყო, მაღალი და რიჟა. პირველად რომ გავიცანი თვალში მომხვდა მისი ულვაში, ვკითხე ასე ახალგაზრდა ულვაშებს რატომ ატარებთ-მეთქი. სერიოზული სახით მიყურა, მერე გამიღიმა და მხრები აიჩეჩა.

მომავალ შეხვედრაზე წვერი აღარ ჰქონდა... მასზე 10 წლით უმცროსი ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი თუ დიმას ცხოვრებას დავუკავშირებდი. დაახლოებით ერთ თვეში (სულ 4 ჯერ მყავდა ნანახი) მშობლებმა გამომიცხადეს, რომ ცოლად უნდა გავყოლოდი.

ჩემი დედ-მამა
პრაგმატულად უყურებდა სამყაროს და მშობლებს დავუჯერე და გავთხოვდი... არა, გავიყიდე. დიმიტრიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და მეორე დღესვე ამერიკაში წამიყვანა.
მალე ბევრი ფულიც იშოვა. ძალიან ჭკვიანი იყო. ყველაფერი მქონდა: ძვირადღრებული მანქანა, სავსე გარდერობი, ლამაზი სახლი...

დიმიტრის მამა დაეღუპა ამიტომ საქართველოში დავბრუნდით. მამამისის ბოლო სიტყვები ყოფილა ჩემს სოფელში დამასაფლავეთო...

ავუსრულეთ თხოვნა. დაკრძალვის შემდეგ დიმამ ცოტა ხნით სოფელში დარჩენა აიჩემა. მეზობლად 25 წლის ბიჭი, ნუგზარი, მოხუც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გავიგე ჩვენი არ ყოფნისას სწორედ ის უვლიდა ჩვენს ეზოსა და სახლ-კარს.

ნუგზარი გავიცანი და დიდი მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის. სოფელი დამათვალიერებინა. ტყეში ვისეირნეთ, ცხენით ვიჯირითეთ, მდინარეში ვიბანავეთ, სათევზაოთაც წავედით. ჩემი ქმარი წინააღმდეგი არ ყოფილა, პირიქით, მარტო სურდა დარჩენა და თავად მთავაზობდა მეზობლებში გადადიო.

ამერიკაიდანაც ვეკონტაქტებოდი ნუგზარის, ან ვწერდი ან ვურეკავდი. ძალიან დავახლოვდით. ხანდახან ფულს ვუგზავნიდი.

ქმართან თავს კარგად აღარ ვგრძნობდი, მივხვდი რომ ნუგზარი მიყვარდა და ვკითხე თავად რას გრძნობდა. აღმოჩნდა, რომ ჩემთან ერთად ცხოვრება უნდოდა და თქმას ვერ მიბედავდა. მდიდარი კაცის ცოლი ხარ და გლეხის ბიჭთან რატომ წამოხვიდოდიო.

ბევრი არ მიფიქრია, ჩავალაგე ბარგი, ქმარს მესიჯით გავაგებინე ჩემი გადაწყვეტილება და წავედი... არც ოჯახისთვის და არც მეგობრებისთვის არ მითქვამს ქმარს ვშორდები-მეთქი, შესაბამისად არავინ იცოდა, რომ ერთ-ერთ საკმაოდ მიყრუებულ სოფელში გადავედი საცხოვრებლად.

რა თქმა უნდა, მენატრება მანჰეტენი, ძვირადღირებული რესტორნები და კომფორტი, მაგრამ ვცდილობ შევეგუო ბოსელს, საღორეს და საქათმეს... შეიძლება ვიჩქარე გადაწყვეტილების მიღება...
ჩასვლიდან ერთ თვეში გავიგე, რომ 7 კვირის ორსული ვიყავი, ანუ ბავშვი ჩემი ყოფილი ქმრისაა. უკვე ნახევარი თვეა ნუგზარის ორსულობას ვუმალავ, მაგრამ მალე მუცელი დამეტყობა. არ ვიცი რა ვქნა...

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ანაბელა
შენ ქმარს გაუმართლა , ადრე თუ გვიან მაინც მიატოვებდი. ძალიან ამჩატებული ხასიათისა ყოფილხარ.
20:18 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
იმ კაცის დედა ვატირე რომ,ბავშვის გამო ბოზს სახლში დაბრუნებს.
20:12 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
ვეთანხმები აზრს, რომ ეს ტყუილია.ჯერ ერთი უცხო კაცთან ერთად ეგრევე მდინარეში ჩახტომა და ბანაობა უკვე ყვირის; მეორეც, თუ ორსულადაა, რას მალავს, აბა იმ ნუგზარს ეგონა ქალიშვილი იქნებოდა? :D
19:57 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნატა მე მესმის შენი, მართალია მე ჯერ არც გავთხოვილვარ ძალიან სერიოზული ურთიერთობებიც არ მქონია, თუმცა ვფიქრობ ვერანაირი ფული სიყვარულს ვერ ყიდულობს, შენ შეცდომა დაუშვი, როდესაც ძლიერი არ აღმოჩნდი და გათხოვდი ,,გაიყიდე". თუმცა საკმაო ძალა გეყო ფუფუნებისგან გათამამებულს ყველაფერი მიგეტოვებინა და სულის სიღმეში რაღაც შეგევსო. ახლა ალბათ პატარა გოგო ახარ ხარ და უფრო მეტად უნდა მოიკრიბო ძალა, არავითარ შემთხვევაში არ დამალო სიმართლე, თორე მთელი ცხოვრება ტყუილების მოყოლა მოგიწევს და ეს შენს იმ სულის ღრმა ბედნიერებასაც გააცამტვერებს. თუ ახლანდელ შენს ქმარს უყვარხარ უნდა მიგიღოს ისე, როგორც ხარ, რანაირიც არ უნდა იყოს სიმართლე ჯობია თქვა. და არაფით გაბედო და შვილს არ შეეხო, მკვლელობა ეს უდიდესი ცოდვაა, მითუმეტეს ბავშვის. არ ვიცი ჩემი შეხედულება რამდენად გამოგადგება, თუმცა ჩემი 23 წლიანი ცხოვრების გაუაზრებელ თუ გააზრებულ ეტაპზე მივხვდი, რომ გულწრფელობა ყველაზე ყველაზე კარგი რამ არის, თუნდაც ამან თავიდან გატკინოს გული, დანარჩენი წლები მაინც იქნები ბედნიერი.
18:13 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინკა
ნეტავ ვინ იგონებს მსგავს ზღაპრებს?!
18:09 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მაგ ნუგზარმა ეხლა უნდა ამოგარტყას პანღური და მერე ნახე კიდე ვინმე სხვა კაცი :D
17:58 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
Rodemde daumalav?tqvens shemtxvevas Ar vitsi ra davarkva,albat upro ara shejda mtskeri xesao...ert dges egets mogbezrdebat sopeli,boseli da mere ras izam?
17:04 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
Dato
Bozi xar da araris gasasamartlebeli,rom mag tips gayevi colad...ram mnishvnelia amerika da sopeli...bozi xar da pirobas gadzlev rom mag tipisganac camoxval.
03:21 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS