26 ივლისი, 2015
მილიონერი ქმარი გლეხის ბიჭის გამო მივატოვე და აღმოვაჩინე, რომ ყოფილი ქმრისგან ორსულად ვარ
არავინ იცოდა, რომ ერთ-ერთ საკმაოდ მიყრუებულ სოფელში გადავედი საცხოვრებლად რედაქციაში წერილი მოვიდა. ნატას თქვენი დახმარება სჭირდება...

დიმიტრი 28 წლის იყო, მაღალი და რიჟა. პირველად რომ გავიცანი თვალში მომხვდა მისი ულვაში, ვკითხე ასე ახალგაზრდა ულვაშებს რატომ ატარებთ-მეთქი. სერიოზული სახით მიყურა, მერე გამიღიმა და მხრები აიჩეჩა.

მომავალ შეხვედრაზე წვერი აღარ ჰქონდა... მასზე 10 წლით უმცროსი ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი თუ დიმას ცხოვრებას დავუკავშირებდი. დაახლოებით ერთ თვეში (სულ 4 ჯერ მყავდა ნანახი) მშობლებმა გამომიცხადეს, რომ ცოლად უნდა გავყოლოდი.

ჩემი დედ-მამა
პრაგმატულად უყურებდა სამყაროს და მშობლებს დავუჯერე და გავთხოვდი... არა, გავიყიდე. დიმიტრიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და მეორე დღესვე ამერიკაში წამიყვანა.
მალე ბევრი ფულიც იშოვა. ძალიან ჭკვიანი იყო. ყველაფერი მქონდა: ძვირადღრებული მანქანა, სავსე გარდერობი, ლამაზი სახლი...

დიმიტრის მამა დაეღუპა ამიტომ საქართველოში დავბრუნდით. მამამისის ბოლო სიტყვები ყოფილა ჩემს სოფელში დამასაფლავეთო...

ავუსრულეთ თხოვნა. დაკრძალვის შემდეგ დიმამ ცოტა ხნით სოფელში დარჩენა აიჩემა. მეზობლად 25 წლის ბიჭი, ნუგზარი, მოხუც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გავიგე ჩვენი არ ყოფნისას სწორედ ის უვლიდა ჩვენს ეზოსა და სახლ-კარს.

ნუგზარი გავიცანი და დიდი მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის. სოფელი დამათვალიერებინა. ტყეში ვისეირნეთ, ცხენით ვიჯირითეთ, მდინარეში ვიბანავეთ, სათევზაოთაც წავედით. ჩემი ქმარი წინააღმდეგი არ ყოფილა, პირიქით, მარტო სურდა დარჩენა და თავად მთავაზობდა მეზობლებში გადადიო.

ამერიკაიდანაც ვეკონტაქტებოდი ნუგზარის, ან ვწერდი ან ვურეკავდი. ძალიან დავახლოვდით. ხანდახან ფულს ვუგზავნიდი.

ქმართან თავს კარგად აღარ ვგრძნობდი, მივხვდი რომ ნუგზარი მიყვარდა და ვკითხე თავად რას გრძნობდა. აღმოჩნდა, რომ ჩემთან ერთად ცხოვრება უნდოდა და თქმას ვერ მიბედავდა. მდიდარი კაცის ცოლი ხარ და გლეხის ბიჭთან რატომ წამოხვიდოდიო.

ბევრი არ მიფიქრია, ჩავალაგე ბარგი, ქმარს მესიჯით გავაგებინე ჩემი გადაწყვეტილება და წავედი... არც ოჯახისთვის და არც მეგობრებისთვის არ მითქვამს ქმარს ვშორდები-მეთქი, შესაბამისად არავინ იცოდა, რომ ერთ-ერთ საკმაოდ მიყრუებულ სოფელში გადავედი საცხოვრებლად.

რა თქმა უნდა, მენატრება მანჰეტენი, ძვირადღირებული რესტორნები და კომფორტი, მაგრამ ვცდილობ შევეგუო ბოსელს, საღორეს და საქათმეს... შეიძლება ვიჩქარე გადაწყვეტილების მიღება...
ჩასვლიდან ერთ თვეში გავიგე, რომ 7 კვირის ორსული ვიყავი, ანუ ბავშვი ჩემი ყოფილი ქმრისაა. უკვე ნახევარი თვეა ნუგზარის ორსულობას ვუმალავ, მაგრამ მალე მუცელი დამეტყობა. არ ვიცი რა ვქნა...

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
sxva nino
მიხედავს როგორმე თავის თავს ეს ქალი,მაგრამ მე ეს ვერ გავიგე. "მდიდარი კაცის ცოლი ხარ და გლეხის ბიჭთან რატომ წამოხვიდოდი"-ო. ------------------------- ყველა მდიდარი თავადია? გლეხებმა ფულის შოვნა არ იციან? ვერ შოულობენ?
19:53 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დ...
ვინც დათოს წერს,ეტყობა რომ მაგრად გამწარებულია...თან საქართველოში მყოფი არ ჩანს,აკონკრეტებს ქართველ კაცებს და თან წერაც ეშლება....ეგრე არის თუ არა?
15:02 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
დატო-ს
ბოზი მაშინ იქნება,თუ ამ კაცისგანაც წამოვა.ახლა კი ეს ბოზობა არ არის,თუ ნამდვილი სიყვარული ეწვია და ფუფუნება მიატოვა მის გამო და დარჩება ბოლომდე მასთან.ესევე ნუ მიაწებებთ ხოლმე ადმაიანს ბოზის იარლიყს ქართველი კაცები.კაცები რომ მიატოვებტ ხოლმე ცოლს შვილებით ის შეიძლება ხო?
04:48 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა უნდა ქნა და უნდა უთხრა,რომ ორსულად ხარ.თუ სენ უნდოდი,შენი შვილიც უნდა უნდოდეს.ისე კი,მაგარი ცანცარა ჩაბხარ.ბოლოში რომ არ მიგეწერა მგონი ვიჩქარეო გაგიგებდი.ვიფიქრებდი,რომ პატარა გაგათხოვეს 10 წოლით უფროს კაცზე და ნამდვილ ისიყვარული ახლა იგემე,მარა რადგან ნანობ,გამოდის,რომ მერყევი ხასიათი გაქვს და თვიტონ ვერ გაგიგია,რა გინდა.წამიერ სიამოვნებას ნებდები და ხვალ ალბად სხვას გაეკიდები
04:40 / 29-07-2015
გამოხმაურება / 0 /
))))
თუ იგონებთ ცოტა აზრიანიი რამეე როომ მოიგონოთ ცუდი არ იქნებოოდა.. სოფელში წამოვიდა მანჰეტენიდა
19:40 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ვერო
ჭIღI იქა ,ლხინი აქა..ქატო იქა ფქვილი აქა)))
15:16 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა ბარნოვი
ბულვარული რომანი
19:04 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
AAA
რეებს იგონებთ ხოლმეე ))))))
13:17 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
cripa
sagijetiaaa
03:15 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
cripa
საგიჯეტი
03:14 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS