26 ივლისი, 2015
მილიონერი ქმარი გლეხის ბიჭის გამო მივატოვე და აღმოვაჩინე, რომ ყოფილი ქმრისგან ორსულად ვარ
არავინ იცოდა, რომ ერთ-ერთ საკმაოდ მიყრუებულ სოფელში გადავედი საცხოვრებლად რედაქციაში წერილი მოვიდა. ნატას თქვენი დახმარება სჭირდება...

დიმიტრი 28 წლის იყო, მაღალი და რიჟა. პირველად რომ გავიცანი თვალში მომხვდა მისი ულვაში, ვკითხე ასე ახალგაზრდა ულვაშებს რატომ ატარებთ-მეთქი. სერიოზული სახით მიყურა, მერე გამიღიმა და მხრები აიჩეჩა.

მომავალ შეხვედრაზე წვერი აღარ ჰქონდა... მასზე 10 წლით უმცროსი ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი თუ დიმას ცხოვრებას დავუკავშირებდი. დაახლოებით ერთ თვეში (სულ 4 ჯერ მყავდა ნანახი) მშობლებმა გამომიცხადეს, რომ ცოლად უნდა გავყოლოდი.

ჩემი დედ-მამა
პრაგმატულად უყურებდა სამყაროს და მშობლებს დავუჯერე და გავთხოვდი... არა, გავიყიდე. დიმიტრიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და მეორე დღესვე ამერიკაში წამიყვანა.
მალე ბევრი ფულიც იშოვა. ძალიან ჭკვიანი იყო. ყველაფერი მქონდა: ძვირადღრებული მანქანა, სავსე გარდერობი, ლამაზი სახლი...

დიმიტრის მამა დაეღუპა ამიტომ საქართველოში დავბრუნდით. მამამისის ბოლო სიტყვები ყოფილა ჩემს სოფელში დამასაფლავეთო...

ავუსრულეთ თხოვნა. დაკრძალვის შემდეგ დიმამ ცოტა ხნით სოფელში დარჩენა აიჩემა. მეზობლად 25 წლის ბიჭი, ნუგზარი, მოხუც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც გავიგე ჩვენი არ ყოფნისას სწორედ ის უვლიდა ჩვენს ეზოსა და სახლ-კარს.

ნუგზარი გავიცანი და დიდი მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის. სოფელი დამათვალიერებინა. ტყეში ვისეირნეთ, ცხენით ვიჯირითეთ, მდინარეში ვიბანავეთ, სათევზაოთაც წავედით. ჩემი ქმარი წინააღმდეგი არ ყოფილა, პირიქით, მარტო სურდა დარჩენა და თავად მთავაზობდა მეზობლებში გადადიო.

ამერიკაიდანაც ვეკონტაქტებოდი ნუგზარის, ან ვწერდი ან ვურეკავდი. ძალიან დავახლოვდით. ხანდახან ფულს ვუგზავნიდი.

ქმართან თავს კარგად აღარ ვგრძნობდი, მივხვდი რომ ნუგზარი მიყვარდა და ვკითხე თავად რას გრძნობდა. აღმოჩნდა, რომ ჩემთან ერთად ცხოვრება უნდოდა და თქმას ვერ მიბედავდა. მდიდარი კაცის ცოლი ხარ და გლეხის ბიჭთან რატომ წამოხვიდოდიო.

ბევრი არ მიფიქრია, ჩავალაგე ბარგი, ქმარს მესიჯით გავაგებინე ჩემი გადაწყვეტილება და წავედი... არც ოჯახისთვის და არც მეგობრებისთვის არ მითქვამს ქმარს ვშორდები-მეთქი, შესაბამისად არავინ იცოდა, რომ ერთ-ერთ საკმაოდ მიყრუებულ სოფელში გადავედი საცხოვრებლად.

რა თქმა უნდა, მენატრება მანჰეტენი, ძვირადღირებული რესტორნები და კომფორტი, მაგრამ ვცდილობ შევეგუო ბოსელს, საღორეს და საქათმეს... შეიძლება ვიჩქარე გადაწყვეტილების მიღება...
ჩასვლიდან ერთ თვეში გავიგე, რომ 7 კვირის ორსული ვიყავი, ანუ ბავშვი ჩემი ყოფილი ქმრისაა. უკვე ნახევარი თვეა ნუგზარის ორსულობას ვუმალავ, მაგრამ მალე მუცელი დამეტყობა. არ ვიცი რა ვქნა...

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ნანა
რა თქმა უნდა შენი ახალი ქმარი მაგასაც გაგებით შეხვდება(თუ არ იტყუები),მაგრამ საქმე ის არის,რომ უკან დაბრუნება გნებავს.აღარ მოგეწონა მარტო ის რისთვისაც კარგი ცხოვრება დათმე.მაგ ბიჭსაც შენ აურიე თავგზა.ეხლა კი მაგის გადაგდებაც გინდა.უსინდისო ხარ.
13:44 / 24-08-2017
გამოხმაურება / 0 /
strong
ღორის თავი ხალიჩაზე დადეს და იმდენი იგორა, ლაფში ჩავარდა
19:57 / 18-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ესეთ ზღაპრებს სადღა იგონებთ, ჯულიეტაც არ გაყვებოდა რომეოს მანჰეტენის მერე სოფელში, ბოდავთ რაა
00:31 / 05-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მურტაზებს
ამ ქალმა ფული და სიმდიდრე ნახა მარა სიყვარული არა, ახლა სიყვარული ნახა და დააცადეტ ბედნიერება, ბოზები ტქვენ ხარტ, ტავად ცოლი გყავტ და მაინც ქალებში დაეტრევიტ და ეს ნორმლუარდ მიგაჩნიატ, ქალმა ტუ იგივე გააკეტა ბოზია, გაა ჯ ვით და საკუტარ ტავს უკიტხეტ მორალი მურტაზებო
19:24 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიმა
შენ არა ხარ სახლში შესაშვები. კარგი ცხოვრება ვერ იშტვინე- რომანტიკა მოგინდა. ეხლა ნანობ, მაგრამ ღორის თავი ლაფში რომ შავარდება ძნელია ამოსვლა, თუმცა შენნაირები ისეთებს ახერხებენ, ყბა ჩამოგივარდება. ორივეს რომ დაუნგრიე ცხოვრება თუ ხვდები. თვითონაც არ იცი რა გინდა თახსირო ქალო
23:10 / 21-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
გამწარებით არავის გაუმწარებივარ,მაგრამ შენნაირი ქალი რო მყავდეს მერე მართლა გავმწარდებოდი....რო გამის 5:00 საათზე კომენთარებს უკეთებდეს სხვა კაცს...ხოლო შენ გეტყობა რომ რომ მართლა არ გინახია კაცის ალერსი და მაგიტომაც ხარ ამ დგეში...(ცოტა უხეშად ვამბობ მაგრამ სიმართლეს).
00:50 / 16-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დატო-ს
ვაი შენს პატრონს,მაგ აზროვნების რო მხართ ქართველ იკაცები,იმიტომაც გადევთ მეტრიანი რქმები და იმიტომაც აგარ უნდიხართ ქალენს და უცხოელებზე თხოვდებიან.დაბალი დონე გაქვს ძალიან და ყველა ქალში ბიზს ხედავ,გეტყობა მაგრად გაგამწარეს
05:22 / 15-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
მე ვინც მწერს...შენ თუ ინტერესი არ გაქვს ახლა სხვა კაცის და იძახი ქმარიც მყავს და შვილებიცო...იმის დრო ხო გამონახე რომ პასუხი მოგეწერა ჩემთვის...აქედან გეტყობა რომ შენც ოცნებობ რაგაც რაგაცეებზე და იქნებ ოცნება აგიხდეს?
02:55 / 11-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ანკა
რა სისულელეა, არცერთი ქალი არ დათმობს კარგ ცხოვრებას და სოფელში არ გაიქცევა ღორებთან, ძაან დიდი სისულელე წერია თან უაზროდ. თან ის ქმარიც შეეგუა ამ ყველაფერს? ხო მიახრჩობდა ორივეს
21:37 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დ-ს
რა მეტყობა გამწარებული ადამიანის,გამწარებულს ეგ დატო უფრო გავს,ეტყობა ცოლი გაუბოზდა,თორემ ეცოდინებოდა რა არის ბოზობა და ერთი სემტხვევის გამო არ მიაწერს ქალს ბოზობას.დიახ,არ ვარ საქარტველოში,მარა გამწარებულ ისულაც არ ვარ,ქმარიც მყავს და შვილებიც.დაწყნარდიი?
22:00 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS