25 ივლისი, 2015
გამწარებული მოხუცის ისტორია და მოძალადე მამაკაცები - „სამი სიძე მყავს და სამივე ლოთია...“
ქალბატონი, რომელმაც თავისი ისტორია გვიამბო, თავისი სამი ქალიშვილის ბედით ძალიან შეშფოთებულია. სამივე მათგანს, რბილად რომ ვთქვათ, სასმელზე შეყვარებული ქმარი შეხვდა...

ნუნუ:
- სამი ერთი მეორეზე უკეთესი ქალიშვილი მყავს და სამივე გამიუბედურდა. მაინც სად იპოვეს ეს ლოთები, ვერ ვხვდები. ერთი მაინც გაჰყოლოდა წესიერ ბიჭს. ნეტა რა შევცოდეთ ასეთი?!

- თუ შეიძლება, თანმიმდევრულად მივყვეთ.
- ჰო, მაპატიეთ, უბრალოდ როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ, ნერვები ისე მეშლება, მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი 25 წლის ასაკში შევქმენით. გარიგებით შევუღლდით, მაგრამ
ერთმანეთი ძალიან შეგვიყვრდა. ერთი წლის თავზე თეონა გაჩნდა, მერე თამთა და ბოლოს ნათია. მე ერთი დღეც არ მიმუშავია, მე და ჩემს ქალიშვილებს დათო გვარჩენდა. დილიდან საღამომდე სამსახურში იყო და იქიდან დაბრუნებული მეც მეხმარებოდა. ნამდვილად სანიმუშო ქმარი იყო, მაგრამ ერთ დღესაც სახლში არ მოვიდა. მთელი ღამე თეთრად გავათენე, მეორე დღეს ხან მის ერთ მეგობარს დავურეკე, მერე მეორეს, მაგრამ არავინ არაფერი არ იცოდა. დათოს მშობლებიც გაოგნებულები იყვნენ მისი გაუჩინარებით. ერთი კვირის თავზე სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. დათო იყო, ჯერ ბოდიში მომიხადა, მითხრა, აქამდე დაკავშირება ვერ მოვახერხე, ახლა მოსკოვიდან გირეკავ. სხვა ქალი მიყვარს და მასთან ვარ. აქ ვიცხოვრებთ, მაგრამ არაფრის შეგეშინდეს, შენ და შენ შვილებს არაფერს მოგაკლებთო. რა უნდა მექნა?! არც მიყვირია და არც მიჩხუბია. მთავარია, ცოცხალია-მეთქი.

- იცოდით, რომ თქვენს ქმარს საყვარელი ჰყავდა?
- არა, არ ვიცოდი, მაგას ვერც კი ვიფიქრებდი, ისეთი ყურადღებიანი ქმარი და მამა იყო, მგონი, ჩემი თვალით რომ დამენახა სხვასთან ერთად, მაინც ვერ დავიჯერებდი.

- ეს ამბავი რომ გითხრათ, გული არ გეტკინათ?
- შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ არც ისე. უბრალოდ, გამიკვირდა, მე და დათო პირველ რიგში მეგობრები ვიყავით და ყველაფერს მიყვებოდა. იმან გამაოცა, სხვა თუ შეუყვარდა, მე რატომ არ მითხრა, რა საჭირო იყო ასე ქურდივით გაპარვა-მეთქი. სიმართლე ეთქვა, აეხსნა და ისე წასულიყო.

- ასე უფრო გაუგებდით?
- ვხედავ, რომ არ გჯერათ ჩემი სიტყვების, მაგრამ მართლა გავუგებდი... მოკლედ, დათომ დანაპირები აასრულა და მე და ჩემს ქალიშვილებს ფულს ყოველთვიურად გვიგზავნიდა. ხშირად რეკავდა და დიდხანს ესაუბრებოდა გოგონებს. თეონას სკოლას რომ დაამთავრებდა, დათო მის მოსკოვში წაყვანას გეგმავდა. მითხრა, აქ გავაგრძელებინებ სწავლასო, მაგრამ ჩანაფიქრი არ გამოგვივიდა. XI კლასის მეორე სემესტრში თეონამ დაჰკრა ფეხი და გათხოვდა. ეს ამბავი მამამის რომ გავაგებინე, კინაღამ გაგიჟდა. ხმას აღარ გავცემო.

- სიძეს იცნობდით?
- მე კი არა, მგონი თეონაც არ იცნობდა მას წესიერად, სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი. ეს ამბავი ძლივს გადავიტანე, რომ სამი თვის შემდეგ თამთაც გამითხოვდა. ის თავის ნებით არ გაჰყოლია იმ ბიჭს, როგორც პირველი. მომტაცეს და 1 კვირა სადღაც სვანეთში ჰყავდათ გადამალული. ჩემი მაზლი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს და მთელი საქართველო ფეხზე დააყენა. ვერაფერს გავხდით... რამდენიმე დღის შემდეგ თამთამ დამირეკა და მისი ხმა რომ გავიგე, აღარაფერს ვჩიოდი.

- მესამე ქალიშვილი?
- ნათიას იმედიღა მქონდა. პირველი ორი ქალიშვილი ისეთ ოჯახებში შევიდნენ, ვფიქრობდი, ეს მაინც იყოს ბედნიერი-მეთქი.

- მაინც როგორი ოჯახები ჰქონდათ?
- გეტყვით, ჩემი პირველი სიძის მამამ თავი მოიკლა. თურმე იმდენს სვამდა, `ბელაია გარიაჩკა~ დაემართა, ხან ვინ ეჩვენებოდა, რომ მოსაკლავად მისდევდა და ხან ვინ. ბოლოს, აივნიდან გადამხტარა. მისმა შვილმა ადრეულ ასაკში დაიწყო სმა. საშინელი, მძიმე ხასიათი აღმოაჩნდა. სულ ეგონა, რომ თეონა ღალატობდა და ამის გამო ჩემს შვილს სცემდა... ახლა მეორე სიძეს არ იკითხავთ?! მისი მამაც ლოთი იყო და დედაც - ერთად სვამდნენ, მერე წაკინკლავდებოდნენ და ეს ქალი და კაცი ერთმანეთის ცემას იწყებდნენ. ერთხელ დედამთილ-მამამთილი თამთამ გააშველა და მასაც მოხვდა ერთი გემრიელი მუშტი თვალში. ასეთი მშობლების შემხედვარე, მათი შვილი რა უნდა ყოფილიყო? სმას დილიდანვე იწყებდა და საღამოს საერთოდ ითიშებოდა. ხშირად ჩასძინებია საწოლში სიგარეტით ხელში და თამთას რომ არ შეესწრო, ცოცხლად ამოიბუგებოდა. ერთი წყვილ სიგარეტით ამოუმწვარ თეთრეულს ვერ ნახავთ მაგათ სახლში... კიდევ კარგი, ჩემს უფროსს გოგონებს შვილი არ შეეძინათ, თორემ გენეტიკა ხომ იცით, შეიძლება ისინიც ლოთები ყოფილიყვნენ...

- თქვენს მესამე ქალიშვილზე ვსაუბრობდით...
- ჰო, ისიც ლოთს გაჰყვა. ამან საერთოდ გადაუჯოკრა თავის დებს - 14 წლის იყო, რომ გათხოვდა. გადავირიე ქალი!.. ნათიას სამჯერ მოეშალა მუცელი და მეოთხედ, როგორც იქნა, იმშობიარა. ისეთი უდღეური ბავშვი გააჩინა, 1 თვე ინკუბატორში ეწვინათ. ახლა ნიკუშა უკვე 4 წლის არის, ენაცვალოს ბებო. ჩემი შვილიშვილი სულ ჩემთან მყავს. არ მინდა, დღე და ღამე მამამისის გამოთაყვანებულ სახეს უყურებდეს. ისიც, ჩემი მესამე სიძეც იცით როგორი ეჭვიანია? ნათიას კომპიუტერში რომელიღაც სერიალის მსახიობის ფოტოები ჰქონია, სერიალ „გაქცევაში“ იმ ბიჭს რა ჰქვია, ცისფერთვალება რომაა, მაიკლს რომ თამაშობს?

- უენტორტ მილერი...
- ჰო, მაგ მსახიობის. მე ვიცი ამხელა ქალმა ეგ ბიჭი და ის, ჩემი სიძე საერთოდ არაფრის აზრზე არ არის. ჩემს შვილს ამ მაიკლის სურათები ჰქონია და მის ქმარს კიდევ ეს ბიჭი ვიღაც ქართველი ჰგონებია. ამაში გამცვალეო - უყვირიათურმე, კომპიუტერს ფეხი ჰკრა და მაგიდიდან გადმოაგდო. ის ღამე ჩემმა ქალიშვილმა ჩემთან გაათია, მაგრამ მეორე დღეს ისევ თავის ქმართან დაბრუნდა.

- თქვენი ყოფილი მეუღლე ქალიშვილების ამბავს არ კითხულობ?
- კი, როგორ არა. თეონა და თამთა თავისთანაც კი ჰყავდა ცოტა ხნით წაყვანილი, მაგრამ ისინი ისევ თავიანთ ქმრებთან დაუბრუნდნენ. ახლა ნათიას შევუჩნდი, მგონი შევძლებ, ეს მაინც გავაშორო თავის ქმარს და ამოისუნთქოს გოგომ. უმცროსი ქალიშვილი ყველაზე მეტად მიჯერებს და რა ვიცი, ვნახოთ...

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
neliko
გარიგებით გავყევიო და შეგვიყვარდა ერთმანეთიო მაგ არის სიყვარული? უვარგისი და უპასუხისმგებლო ქმარი გყოლიატ როგორ მიატოვა სამი ანგელოზი შვილი და წაეთრა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)თქვენც ადვილად შეეგუეთ იმიტომ რომ არ გიყვარდათ . გოგონები ძალიან მეცოდებიან ლოთი ქმრების ხელში მაგათი გამოსწორება არ იქნება ამიტომ ყველაფერი იღონე რომ დაიბრუნო შვილები .მითუფრო ორს შვილი არ ყოლია ნეტავი რას შესჩერებიან აყროლებულ ლოთებს. მაგენის გამოსწორება არ იქნება კუზიანს სამარე ასწორებს მარტო
13:02 / 14-02-2019
გამოხმაურება / 0 /
მია
ღმერთო არავის დაუყენო ასე საქმე, მაგრამ როცა დედა გვერდით გიდგას და არც შვილები გყავს რამ უნდა გაგაჩეროს ასეთ ოჯახში ვერ ვხვდები?!
12:31 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
007
Idealuri sidedria...
11:29 / 28-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
არავიტარ სჰემტხვევასჰი ლოტტან არ უნდა გააჯერო იმიტომ რომ ცხოვრება ისდაც ხანმოკლეა და რატომ უნდა დაიტანჯოს ტკვენი სჰვილი მტელი ცხოვრება?იმიტომ რომ სჰვიებს მამა კავდეტ ეგ გამარტლებულად არც კი მიმაჯნიააა
00:07 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
ბედი არა გქონიათ ქალბატონო. როცა მამა სჭირდებოდა თქვენ შვილებს მაშინ მიუტოვებიხართ მეუღლეს, მარტო ფულის გამოგზავნა ვერ უშველის აღზრდას. ლოთ კაცს მტერსაც კი არ უსურვებ, მაგარი ნერვები ქონიათ თქვენ ქალიშვილებს ლოთებს რომ უძლებენ.
01:03 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS