20 ივლისი, 2015
საბერძნეთიდან დაბრუნებული ემიგრანტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება - "ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობდი..."
ანა:

10 წლის წინ, როცა ჯერ კიდევ 25 წლის ვიყავი, ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დამიდგა. მამამ ბავშვობაში მიგვატოვა მე და დედა. დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი. ბებოს გარდაცვალების შემდეგ დედა მალე ფსიქიკურად დაავადდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა.

მე სამხატვრო აკადემია მქონდა დამთავრებული, კარგად ვკერავდი და თავს ასე ვირჩენდით. დედას გარდაცვალების შემდეგ სრულიად მარტო დავრჩი. ნაქირავებ ბინაში ცხოვრება აღარ მინდოდა და საბერძნეთში წასვლა გადავწყვიტე. იქ მუშაობა დავიწყე, თბილისში ბინის საყიდლად ფულს ვაგროვებდი.

მშობლიურ ქალაქში ერთი ბავშვობის მეგობარი
მყავდა. მიჭირდა თუ მილხინდა ელენეს იმედი მქონდა ყოველთვის და რახან საბერძნეთიდან ხშირად ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი, ბევრი რამ მას ვანდე.

როცა ბინის საყიდლად საკმარისი ფული მოვაგროვე, ელენეს დავურეკე და ვთხოვე ჩემთვის ბინა მოეძებნა. იმ პერიოდისთვის ჩამოსვლა არ შემეძლო, ამიტომ ვიდრე ამას მოვახერხებდი ვუთხარი ჩემს ბინაში იცხოვრე მეთქი.

ელენე, როგორც ერთგული მეგობარი დიდი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთო საქმეში. პატარა ბინის საყიდლად ფული მას გავუგზავნე. შემდეგ ისე მოხდა, რომ ბინა სრულიად სარემონტო იყო და ელენემ რემონტისთვის მთხოვა თანხა.

უკვე თითქმის 8 წლის წასული ვიყავი და საკმაო ფულის შეგროვებაც მოვახერხე, მინდოდა ჩამოსულს კომფორტი დამხვედროდა და ამდენწლიანი შრომის შემდეგ კარგად დამესვენა. ბინის ამბავი იმდენად მახარებდა არაფერი მენანებოდა. ავდექი და რემონტისთვის 25 000 ევრო გავუგზავნე.

უკვე აღვნიშნე, რომ ელენეს ბავშვობიდან, პირველი კლასიდან მოყოლებული ვიცნობ და დაუფიქრებლად ვანდობდი საკუთარ სიცოცხლესაც. ყველაზე რთულ პერიოდშიც მხოლოდ მისი იმედი მქონდა, სანუგეშოდ მასზე ახლობელი არავინ მყავდა.

ჩემი ჩამოსვლის დროც ახლოვდებოდა, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ თუნდაც ჩემი შრომით, რაღაც შევიძინე და თავზე ჭერი მებადა. დღეებს ვითვლიდი საქართველოში დაბრუნებამდე, ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობდი.
დადგა ეს დღეც. ჩამოვედი და ჩემს სახლში მივედი. შინ ელენე, შვილებთან და ქმართან ერთად დამხვდა. როგორც შევთანხმდით ჩემს ჩამოსვლამდე აქ უნდა ეცხოვრა.

მოულოდნელად გაირკვა, რომ ჩემს საყვარელ და "ერთგულ" მეგობარს ბინა თავის სახელზე გაუფომრებია და არც სახლის დატოვებას ფიქრობდა. თავიდან ვერაფრით ვიჯერებდი, დეპრესიამდე ცოტა დამაკლდა, სრული სტრესი განვიცადე.. ამას ყველაზე ცუდ ცხოვრებაშიც ვერ წარმოვიდგენდი. ნდობა დავკარგე ყველასა და ყველაფრის მიმართ.

საბოლოოდ საქმე სასამართლოში შევიტანე. გარდა იმისა, რომ ბინა თვითონ გაიფორმა, არც ბინის ფართობი და რემონტი შეესაბამებოდა ჩემს გამოგზავნილ თანხას. არ იკმარა და ფულიც კარგად "ჩაიჯიბა".

ასე გამოდის კვლავ უსახლკაროდ ვარ და 10 წელი წყალში ჩამეყარა. ამას გარდა საუკეთესო მეგობარი დავკარგე, რომელიც ერთდროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო.

ახლა ნათესავთან ვცხოვრობ და სასამართლოს გადაწყვეტილების იმედად ვარ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ტარას ბულბა ტკიბულსკი
იას და ნანას.!!! ეს ისტორია ყველამ იცის ჩემს ქალაქში და არა არის მოგონილი უკვე 7 წელია თითქმის ეს საქმე სასამართლოდან სასამართლოშია მაგრამ ვერაფერს გახდა ემიგრანტი სახელს შეგნებულად არ ვასახელებ. ვინც ჩემი ქალაქელი წაიკითხავს ამ ამბავს ყველა მიხვდება ვისზეა საუბარი, ალბათ არსებობს რაღაც ძალა რომ შეგბოჭავს და იმ ერთი დაქალის გარდა ვერავის ვეღარ ხედავ, ყველამ ასე თქვა რატომ ამდენი თანხა დაქალს??? მაგრამ არის მაგია.
10:59 / 22-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
პირადად ვიცნობ ამ გოგოს... მიუხედავად იმისა, რომ გამოგზავნილი ფულის ქვითრები ხელზე აქვს, და კიდევ უამრავი მოწმეც ჰყავს, ვერაფერს ამტკიცებს, ბინა იმ თაღლითმა ბანკში ჩადო, თანხა უკვე ასტრონომიული გახდა, თაღლთობაზე კი ყველაზე მცირე სასჯელია...
05:53 / 21-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ია
ნათესავტან ვცხოვრობო რომ წეერ , ეგ ნატესავი რატო მაშინ არ გაგახსენდა როცა იმ ზუკნას ავალებდი და პულს უჯბავდისახლისტვის რა რემონტისტვის? ასე როგორ გამოტვინდი? და არც მჯერა რომ ასე მოხდა, ტყუილებს წერ,ესე იგი ჩამოსვლა შეგეზლო და ვერ ჩამოვედიო ეგეც ტყუილი, 50 დოლარსაც ვერ ვანდობ სხვას და ახლა შენ ანდეე ამდენი ატასი ევროოო? მე ემიგრანტი ვარ და ვიცი წვალებიტ ნაშოვნი პული როგორ ან ვის ვანდო,
03:28 / 21-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
არ მიკვირს. ჩემს ამხანაგს საკუთარმა დამ გაუკეთა ზუსტად იგივე.
22:38 / 20-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ასეთი მიამიტი და გულუბრყვილო როგორ იყო...მაინც არ მგონია ეს ისტორია ნამდვილი...ახლა სკაიპით ხდება ყიდვა-გაფორმება...თუმცა ყველაფერი ხდება...
14:58 / 27-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS