20 ივლისი, 2015
საბერძნეთიდან დაბრუნებული ემიგრანტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება - "ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობდი..."
ანა:

10 წლის წინ, როცა ჯერ კიდევ 25 წლის ვიყავი, ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დამიდგა. მამამ ბავშვობაში მიგვატოვა მე და დედა. დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი. ბებოს გარდაცვალების შემდეგ დედა მალე ფსიქიკურად დაავადდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა.

მე სამხატვრო აკადემია მქონდა დამთავრებული, კარგად ვკერავდი და თავს ასე ვირჩენდით. დედას გარდაცვალების შემდეგ სრულიად მარტო დავრჩი. ნაქირავებ ბინაში ცხოვრება აღარ მინდოდა და საბერძნეთში წასვლა გადავწყვიტე. იქ მუშაობა დავიწყე, თბილისში ბინის საყიდლად ფულს ვაგროვებდი.

მშობლიურ ქალაქში ერთი ბავშვობის მეგობარი
მყავდა. მიჭირდა თუ მილხინდა ელენეს იმედი მქონდა ყოველთვის და რახან საბერძნეთიდან ხშირად ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი, ბევრი რამ მას ვანდე.

როცა ბინის საყიდლად საკმარისი ფული მოვაგროვე, ელენეს დავურეკე და ვთხოვე ჩემთვის ბინა მოეძებნა. იმ პერიოდისთვის ჩამოსვლა არ შემეძლო, ამიტომ ვიდრე ამას მოვახერხებდი ვუთხარი ჩემს ბინაში იცხოვრე მეთქი.

ელენე, როგორც ერთგული მეგობარი დიდი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთო საქმეში. პატარა ბინის საყიდლად ფული მას გავუგზავნე. შემდეგ ისე მოხდა, რომ ბინა სრულიად სარემონტო იყო და ელენემ რემონტისთვის მთხოვა თანხა.

უკვე თითქმის 8 წლის წასული ვიყავი და საკმაო ფულის შეგროვებაც მოვახერხე, მინდოდა ჩამოსულს კომფორტი დამხვედროდა და ამდენწლიანი შრომის შემდეგ კარგად დამესვენა. ბინის ამბავი იმდენად მახარებდა არაფერი მენანებოდა. ავდექი და რემონტისთვის 25 000 ევრო გავუგზავნე.

უკვე აღვნიშნე, რომ ელენეს ბავშვობიდან, პირველი კლასიდან მოყოლებული ვიცნობ და დაუფიქრებლად ვანდობდი საკუთარ სიცოცხლესაც. ყველაზე რთულ პერიოდშიც მხოლოდ მისი იმედი მქონდა, სანუგეშოდ მასზე ახლობელი არავინ მყავდა.

ჩემი ჩამოსვლის დროც ახლოვდებოდა, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ თუნდაც ჩემი შრომით, რაღაც შევიძინე და თავზე ჭერი მებადა. დღეებს ვითვლიდი საქართველოში დაბრუნებამდე, ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობდი.
დადგა ეს დღეც. ჩამოვედი და ჩემს სახლში მივედი. შინ ელენე, შვილებთან და ქმართან ერთად დამხვდა. როგორც შევთანხმდით ჩემს ჩამოსვლამდე აქ უნდა ეცხოვრა.

მოულოდნელად გაირკვა, რომ ჩემს საყვარელ და "ერთგულ" მეგობარს ბინა თავის სახელზე გაუფომრებია და არც სახლის დატოვებას ფიქრობდა. თავიდან ვერაფრით ვიჯერებდი, დეპრესიამდე ცოტა დამაკლდა, სრული სტრესი განვიცადე.. ამას ყველაზე ცუდ ცხოვრებაშიც ვერ წარმოვიდგენდი. ნდობა დავკარგე ყველასა და ყველაფრის მიმართ.

საბოლოოდ საქმე სასამართლოში შევიტანე. გარდა იმისა, რომ ბინა თვითონ გაიფორმა, არც ბინის ფართობი და რემონტი შეესაბამებოდა ჩემს გამოგზავნილ თანხას. არ იკმარა და ფულიც კარგად "ჩაიჯიბა".

ასე გამოდის კვლავ უსახლკაროდ ვარ და 10 წელი წყალში ჩამეყარა. ამას გარდა საუკეთესო მეგობარი დავკარგე, რომელიც ერთდროს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო.

ახლა ნათესავთან ვცხოვრობ და სასამართლოს გადაწყვეტილების იმედად ვარ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
mar92
მაგიტომაც ზუსტად მაგიტომაც (ოჯახის წევრის გარდა) არასდროს არავის ნდობა არ შეიძლება რახან მშობლები დაკარგე იმას აერ ნიშნავდა რომ თუნდააც დიდი ხბნის მეგობარს ეგრე ბრმად ნდობოდი და სხვათაშორის ზოგჯერ ოჯახის წევრიც არ არი სანდო ფულის ამბავში)) ეს არი რეალობა რაც არ უნდა გულსატკენი იყს. ასე რომ მივყვეთ რეალობას::)))
22:12 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკაა
Aრ გაიხაროს სენი ცოდვიტ
20:44 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
vava
"მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია". არ ვიცი მართალია ეს ამბავი თუ არა მაგრამ სიმართლესთან ახლოა,არავინ არაა სანდო ა რ ა ვ ი ნ! მეც დამღუპეს ცწორედ მეგობრებმა,ვისაც ვენდობოდი და მათი გულისთვის ჭყალში რომ გადავარდებოდი.რა უნდა ქნას ეხლა ამ საცოდავმა? გულუბრყვილო ადამიანი დაღუპულია! იქნებ მოწმეები Hყავს და რამე ეშველოს?
14:13 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ania
ეგებ დაამტკიცო სიმარტლე და ეგ ხარბი ადამიანი დაისაჯოს კაცისგნაც და უფლისგან ისედაც გაეცემა პასუხი წარმატებებს გისურვებ
13:02 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მე ხანდახან საკუთარ თავსაც ვერ ვენდობი და ასე ბრმად სხვას როგორ ენდე. ადამიანები ცხველები არიან, ეს ცხოველური, ველური საწყისი მათში მაშინ იღვიძებს ყველაზე მეტად როცა საქმე ფულს ეხება.
06:53 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
ბავშვობის მეგობარს კი არა საკუთარ დედმამიშვილს ვერ ენდობა ხალხი. გეგროვებინა ეგ ფული და როცა ჩამოხვიდოდი მაშინ გეყიდა ბინა. ღმერთი შენკენ, იმედია სასამართლო შენ სასიკეთოთ გამოიტანს განაჩენს.
01:48 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS