თიკუნამ განიცადა, მაგრამ ჩემი ბედნიერება ძალიან უხაროდა.
ორი კვირის წინ ტირილით დამირეკა. ქუჩაში შევხვდი და ორივე იქვე მდებარე კაფეში შევედით. თავიდან არ უნდოდა მოყოლა, მაგრამ ბოლოს გული გადამიშალა. აღმოჩნდა, რომ თიკოს საუკეთესო მეგობარი გოგონა, რომელთან ერთადაც ბავშვობიდან იზრდება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის აღმოჩნდა და გოგონები
ყველაზე საშინელება ის არის, თიკო მეუბნება, რომ მასაც მოსწონს და ამის გამო ლამის გაგიჟდეს. სამი ღამე არ მეძინა. ჩემს მეუღლეს ვერაფერი ვუთხარი, გაგიჟდებოდა, მაგრამ მას ვინ ჩივის, მშობლები გაგიჟდებიან.
რამდენიმე დღის წინ თიკუნამ დამირეკა და მითხრა, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეუძლია და თავი თუ მოიკლა, არავის ვუთხრა მიზეზი. ხმა ვერ გავეცი, ვერ დავამშვიდე ერთადერთი და, მგონი ერთადერთი გზა ფსიქოლოგთან ვიზიტია.
ჟურნალი „რეიტინგი“