14 ივლისი, 2015
ქალი, რომელიც ქმარს ციხესთან ელოდა, "მამაშაში" გაცვალეს
დიდი ხანი არ არის რაც ბრეგვაძეების ოჯახში არც თუ სასიამოვნო რამ მოხდა. რუსეთში მცხოვრები ქართველი წყვილი, დღემდე ამოუხსნელ მიზეზს შეეწირა.

ლიზა 10 წლის წინ ერთ პატიოსან, კარგ ბიჭს გაჰყვა ცოლად. ლევანის მშობლები უკვე წლებია ლენინგრადში ცხოვრობდა. საქართველოში დუხჭირი ცხოვრების გამო, ახლად შეუღლებულ წყვილსაც იქ გადასვლა მოუხდა.

- სხვა ქვეყანაში ცხოვრებას როგორ შეეგუე?
- ლენინგრადში ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. პირველ ხანებში ძალიან გამიჭირდა. როცა გავთხოვდი, სწავლის მიტოვება მომიხდა. შემდეგ გაგრძელების სურვილი არც მე გამჩენია და არც ახალ ოჯახში შემოუთავაზებია
ვინმეს, თუმცა პრეტენზია დიდად არც მქონდა. ლევანთან ზღაპრული ცხოვრების იმედით შევუღლდი. სიყვარულმა ყველაფერს მომწყვიტა და სხვა არაფერზე მსურდა ფიქრი.

- ანუ შენი მთავარი საზრუნავი მხოლოდ ოჯახი იყო..
- ჰო, თითქმის მთელს დღეებს სახლში ვატარებდი და ველოდი საღამოს. საღამოს ლევანი ბრუნდებოდა სამსახურიდან და მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა. სახლი ყოველთვის დალაგებული მქონდა, ვცდილობდი ყოველთვის რაიმე გემრიელი დამეხვედრებინა მისთვის.
მალე ბიჭი შეგვეძინა და მთელი ყურადღება ბავშვს დავუთმეთ. არასდროს არაფერი გვაკლდა. თუმცა ნაქირავებში ვცხოვრობდით, მაშინ არც ლევანს და არც მე არ გვიფიქრია ბინა გვეყიდა. ფულს ძირითადად ოჯახსა და დროს ტარებაში ვხარჯავდით. მე არასდროს მიმუშავია. მხოლოდ სახლის საქმეებით ვიყავი დაკავებული.

- რატომ? მუშაობის სურვილი არ გაგჩენია?
- სიმართლე გითხრათ, არა. თავს ასეც მშვენივრად ვგრძნობდი. წონაში მოვიმატე და ეს მაწუხებდა ცოტა. შემდეგ ისე მოხდა ლევანი დაიჭირეს.

- რა მოხდა?
- მიზეზს ვერ დავასახელებ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არაფერი დაუშავებია. გაუგებრობაში გაეხვია, ცუდ დროს აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა ყოფილი, შემდეგ კი უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. 3 წელი ველოდი მის გამოსვლას. მანამდე დედამთილთან, მამამთილთან და ბავშვთან ერთად ვცხოვრობდი. ბავშვს ხშირად დედაჩემთან ვგზავნიდი. ასე ვთქვათ უმეტესად იქ იზრდებოდა.
ლევანის გამოსვლის შემდეგ ისევ დავფეხმძიმდი, გოგო გაგვიჩნდა. ვიდრე ელენე 2 წლის გახდებოდა, ყველაფერი ნორმალურად იყო. მალე ჩემი დედამთილი გარდაიცვალა, ამან კი ლევანზე ძალიან იმოქმედა. ვერასდროს ვიფიქრებდი დედის სიკვდილი ასეთ დეპრესიაში თუ ჩააგდებდა. დალევა დაიწყო, იყო დღეები, როცა სახლშიც აღარ მოდიოდა. ვერაფრით ვეხმარებოდი. ხასიათი მოულოდნელად შეეცვალა. თითქოს ჩემი საუბარი აღარც კი ესმოდა, ჩაიკეტა, სულ თავის ფიქრებში იყო.

- მანამდე სხვა ქალზე არასდროს გიეჭვიანია?
- რატომღაც არა. მიყვარდა ჩემი ქმარი და მისი ნდობა მქონდა. არც თვითონ იყო პრეტენზიული, მეგონა ისე ვუყვარდი, როგორც მე. არც ჩემი წონის პრობლემა აწუხებდა.
დედამთილის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ერთ დღეს უბრალოდ წავიდა და აღარ დაბრუნდა. მიმატოვა ორ შვილთან ერთად და გამომიცხადა რომ ოჯახი აღარ სურდა. ჩემთვის ეს მოულოდნელი ტრაგედია იყო. განსაკუთრებით მაშინ როცა მიზეზი გავიგე. მსუბუქი ყოფაქცევის ქალს გაეკიდა, ვიღაც "მამაშას" და ჩვენზე უარი თქვა. ყველა შეძრწუნებული იყო. დედაჩემიჭკუიდან გადავიდა. ჩემებმა რამდენჯერმე მოძებნეს, დაემუქრნენ თუმცა რეაქცია არაფერზე აქვს.

- ახლა რას ააპირებ?
- ძალიან გამიჭრდა. სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ როცა შვილები გყავს რას გააწყობ. ცხოვრება უნდა გააგრძელო. ლევანს არც არაფერი გააჩნდა. საქმე სასამართლოში შევიტანე, თუმცა ვერაფერი მივიღე. რა უნდა მიიღო ადამიანისგან, რომელსაც არაფერი გააჩნია. უსახლკაროდ დავრჩით.

დავბრუნდი ისევ მშობლებთან ორი ბავშვით. შვილებსაც კი არ კითხულობს. დღემდე ერთი თეთრი არ მოუცია. ახლა ჩემი მშობლები გვარჩენენ. არ ვიცი ასე როდემდე ვიქნებით , მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ცხოვრება ასე უკუღმა შემომიტრიალდებოდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ლევანს ვერ ვივიწყებ. თუ ოდესმე დაბრუნებას გადაწყვეტს, ალბათ წინააღმდეგი არ ვიქნები.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ლალირ
ამ ქალს ალბათ არასოდეს გაუგია სიტყვა ღავმოყვარეობა. დედის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში კი არ ჩავარდა ,აიწყვიტა'.ადრე ალბათ დედა არ აძლევდა თქვენთან გაცილების საშუალებას. დაგიბრუნდება მაშინ, როცა აგარავის ენდომება. შენ კი აპატიე და მიიღე.
19:54 / 17-08-2017
გამოხმაურება / 0 /
Vika
Magijebs aseti damokodebuleba..ras kvia mogalate qmars miigeb ro mogleba da movla daschirdeba mashin ???. Tavidanve shecdomit daiwye cxovreba ..xvalindel dgeze ar fikrobdi uswavleli darchi gaachine ..icxovre dgevandeli dgit mashin oca shegedzlo bina gekida tavs ar viwuxebdio ambobbb..sheni bralia qmari rom gverdit ar gyavs.
01:33 / 06-08-2017
გამოხმაურება / 0 /
სასამართლოში თუ შეიტანე საქმე ალიმენთს აკისრებენ,იქ მამაშები ვერ უშველიან,ისე მამაშებს ჯიბე გაფხეკილები არ ყავთ საყვარლებათ.დედის სიკვდილის შემდეგ დეპრესიაში კი არ იქნებოდა,ალბათ გაყრაზე ფიქრობდა,18წლამდე სახემწიფო ინახავს მარტოხელა დედებს,ასე რომ ან ვერ აიყვანე კარგი ადვოკატი ანდა ენა არ იცოდი კარგად,ისევ სამშობლოში ჯობია ყოფნა
14:29 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაშა
ღმერთო ჩემო, ამ კაცებმა არაფერი უნდა გააკეთონ? თუ მადლობა გადავუხადოთ, რომ გვიტანენ და აგვირჩიეს? ლევანი რომც დაბრუნდეს, ჩემი აზრით, არ უნდა შეურიგდე. ძალიან დიდი მადლია, როცა პატიება შეგიძლია, მაგრამ ეს სულ სხვა რაღაცაა. მიატოვო ცოლი, შვილები-ეს ჩემთვის უპატიებელია. ასე რომ, შეეცადე, ნახე რამე სამუშაო.. შენს შვილებს სჭირდები და ასეთი უსუსური მათთან ნუ იქნები და ნუ მისცემ ცუდ მაგალითს.
18:26 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS