13 ივლისი, 2015
წერილი რედაქციას – გაუპატიურებული გოგონას ისტორია, რომელიც დღეს მოძალადისგან სამ შვილს ზრდის
იმასაც ამბობდნენ, რომ საწყალ გოგოს ძმაკაცები უჭერდნენ წუხელ მთელი ღამე ვერ დავიძინე და გადავწყვიტე ეს ისტორია თქვენთვის მომეყოლა. „ჩემი ცოლის დაქალებში“ გასული საზარელი ისტორიის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდა გოგონა სამმა ბიჭმა გააუპატიურა, ჩემს რაიონში 12 წლის წინ მომხდარი საშინელი ისტორია გამახსენა.

თამუნა ულამაზესი გოგონა იყო, როდესაც ზაფხულის მიწურულს მშობლებმა თბილისიდან რაიონში დეიდასთან ჩამოიყვანეს. თურმე უნივერსიტეტში აბარებდა და გამოცდაზე ჩაიჭრა. წელი რომ არ დაეკარგა, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ რაიონში დეიდასთან ჩამოეყვანათ და ჩვენთან ადგილობრივ ინსტიტუტში ფასიან ფაკულტეტზე, ფულით
მოაწყეს. მაშინ ასე ხშირად ხდებოდა.

ლამაზ გოგონას, რაიონში უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, მაგრამ ახლოს არავის იკარებდა. ამბობდა, თბილისში შეყვარებული მელოდება და თან გათხოვებას ჯერ არ ვაპირებო.

მის თაყვანისმცემლებს შორის იყო გელაც, ჩვენი მეზობელი, რომელიც პატარა გოგოს მოსვენებას არ აძლევდა. ისე მეცოდებოდა, რამდენიმეჯერ დეიდამისს ვუთხარი, მიხედეთ ბავშვს, არ მოგტაცონ და მერე მისი მშობლები შენ მოგთხოვენ პასუხს-მეთქი. მეთანხმებოდა, მაგრამ მეუბნებოდა, ჩემს დას ვერაფერს ვაგებინებ, მეუბნება, თამუნას შევარებული ჰყავს და არავის გაყვებაო.

სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, გაზაფხულზე გელამ ხათუნა მოიტაცა. მთელი ქალაქი ფეხზე დადგა. გოგონას დეიდისა და ბიძის გარდა სხვა თაყვანისმცემლებიც ეძებდნენ. მშობლებიც ჩამოვიდნენ თბილისიდან, მაგრამ მხოლოდ მეორე დღს იპოვეს და გოგონა მოძალადეს დაუტოვეს.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თბილისელი, გამოსული ხალხი, შვილს ასე გაწირავდა და სახელის გატეხის გამო იმ ნაძირალას ჩაუგდებდა ხელში, მაგრამ რამდენიმე დღეში როდესაც პატარძალი არ გამოჩნდა, საშინელი ისტორია გავრცელდა. ხმა გამოვიდა, რომ გოგონა ნაცემი და გაუპატიურებული იყო.

თურმე გელამ და მისმა სამმა მეგობარმა მოტაცებული თამუნა, ერთ-ერთი ძმაკაცის დეიდასთან სოფელში მიიყვანს. ქალმა რომ ნახა გოგონა ტიროდა და შველას ითხოვდა, სახლში არ შეუშვა, პოლიციის შეეშინდა და უთხრა, ეს გოგო შენთან არ დარჩება და მეც შარში უნდა გამხვიოო. ბიჭებს დაუღამდათ, წასასვლელიც არსად ჰქონდათ, თან როგორც ჩანს შეეშინდათ და ის ღამე სოფლის მახლობლად ტყეში გაათენეს. მანქანაში გელამ თამუნა გააუპატიურა. ძმაკაცები აქეზებდნენ, ყველას ციხეში ჩაგვაგდებენ, იქ კი იცი, რაც გველის და სხვა გზა არ არისო.

იმასაც ამბობდნენ, რომ საწყალ გოგოს ძმაკაცები უჭერდნენ. მაშინ დაჯერება გამიჭირდა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სამი ბიჭიდან ყველა ნელ-ნელა გადაიხვეწა რაიონიდან. ერთმა თვითმკვლელოობაც კი სცადა და ბოლოს რუსეთში წავიდა საცხოვრებლად.

ამ ამბიდან 12 წელი გავიდა. თამუნას ხშირად ვხედავ, უკვე სამი შვილის დედაა, მაგრამ ძველი სილამაზიდან და არაფერი აღარ აქვს შერჩენილი. როგორც ჩანს დრომ შეურაცხყოფა ვერ დაავიწყა და მეზობლებთან თითქმის არ შემოდის კონტაქტში. მისი ნაძირალა დედამთილი ამბობს, ასეთი უცხვირპირო ქალის გამო, ნეტა ჩემი შვილი სახიედ საქმეს რას იხდიდაო. ვითომ არ იცი, რა გადახდა საწყალ გოგოს. რარაც პერიოდი გეოგრაფიის მასწავლებლად დაიწყო სკოლაში მუშაობა, მაგრამ ბავშვებს ვერ იმორჩილებდაო და მალე გაათავისუფლეს.

ზრდის სამ შვილს და ისე დადის ქუჩაში, ხანდახან სალამასაც არ გვეუბნება. მისი ქმარი კი სულ სვამს, ისიც გაუბედურდა. შეიძლება ნანობს კიდეც რაც გააკეთა, მაგრამ ახლა რაღას გამოსწორებს.
თამუნას მშობლები შვილის სანახავად იშვიათად ჩამოდიან და ისიც დეიდასთან ხვდებიან. კარგა ხანი ვერ ვხვდებოდი რატომ უჩერებდნენ შვილს ამ ნაძირალას, მაგრამ მერე დეიდამ მითხრა, თვითონ არ მიდის თამუნა, ამბობს, ჩემს მშობლებს მაშინ რომ სახელის შერცხვენაზე არ ეფიქრათ, ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდიო. ვერ აპატია დედ-მამას, რომ იმ საშინელი ღამის შემდეგ სახლში არ წაიყვანეს და ისევ იმ ნაძირალას დაუტოვეს საჯიჯგნად.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნატალი
მშობლები კი არა უგულო ადამიანები ყოფილან. აფხაზებს არ გაუკეთებიათ ასეთი რამ. მშობლებო აღარ გრცხვენიათ შვილი , რომ გაუაუბედურეთ.მოუხადეთ ბოდიში და სახლში წამოიყვანეთ.
17:05 / 15-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ძალადობა ანგრევს ქალის ფსიქიკას. ვერ წარმომიდგენია რად უნდათ ამ ქართველ ბიჭებს მერე ასეტი ცოლები. კი ქმარი ჰქვიათ მაგრამ. მოძალადეს ქალი ვერასოდეს შეიყვარებს. მე ამის გამოცდილება მაქვს და კარგად მესმის მოტაცებული ქალების. ღმერთმა დაიფაროს ჩემმა ბიჭებმა გოგო მოიტაცონ.
11:16 / 24-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ქქქ
ცოტა ხანს მოვითმენდი, მერე რამეს ჩავუყრიდი საჭმელში და მოვკლავდი, დედამთილსაც მივაყოლებდი ზედ ასეთი ქვეწარმავლის გაზრდისთვის.
15:04 / 03-04-2016
გამოხმაურება / 0 /
lela
Aseti istoriebi bevri iyo adre da sheileba exlac xdeba chvenda samwuxarod. Chemi natesavi moitaces, manqaname trevit miiyvanes da ise chatenes... misma mshoblema ar camoiyvanes sofelshi sircxviliao... agmochnda es bichi fxizelic da mtvralic patologi, da bozi... ertxel tma sheichra da magrad scema rato sheicherio... amasobashi 2 shvili eyola da bolos sanam ise ar scema rom kai xani garet ver gamodioda manamde ar camoiyvanes mshoblebma... dges dgeisobit amerikashia gadaxvewili...shvilma (bichma) mama ar miigo da gvaric dedis gvarzea...
10:18 / 03-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მია
ასეთი ამბები რაიონში ხშირად ხდებოდა 90 იან წლებში,უამრავ ამაზე უარესს მოისმენთ რაიოონებში.
08:29 / 03-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ალეკო-ს
ადამიანი კი არა ტარაკანა ხარ! შენ რომელიმე ახლობელს იგივეს უზამენ!
00:05 / 03-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ALEKO
ყველამ თავის მამიდას მიხედოს. ასე იყო საჭირო და ასე გააკეთეს.მოსატაცებელი იყო და მოიტაცეს.ჭორებს თავი დაანებეთ.
14:26 / 02-04-2016
გამოხმაურება / 0 /
შვილი როგორ დატოვეს,მე რომ ვყოფილიყავი რომ დედამისის მაგივრად სამივეს სიცოცხლეს გამოვასალმებდი ხელიც კი არ ამიკანკალდებოდა.
14:37 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
გველის წელი
ნაცემი ბაშვი ნახეს და არ წამოიყვანეს?უარესი ცხოველები ყოფილან ის მშობლები ,,,
12:49 / 16-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლანა
თუ ჩემი შვილი არ იქნება ბედნიერი სხვისი აზრი რასში მაინტერესებს, რაც არ უნდა მოხდეს გვერში დაუდგები შინ წავიყვან.
20:44 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS