12 ივლისი, 2015
როგორ ვასწავლოთ ჭკუა ქმრის საყვარელს?
ვიდრე გრძელ, ქერად შეღებილ თმას ატარებთ, თქვენი შანსი ნულია დღეს ღალატისა და ერთგულების თემა ძალიან აქტუალურია. ღალატი ალბათ ყველა ადამიანს გამოუცდია და დღეს გიამბობთ, თუ როგორ უნდა განეწყოთ, როცა ღალატის მსხვერპლი ხართ.
ახლა მოგითხრობთ ერთი ღირსეული ქალის შესახებ, რომელიც ქმრის ღალატს, არც ისტერიკაში ჩაუგდია, არც საყვარელი უთრევია თმებით და არც გაყრა მოუთხოვია - უბრალოდ თავისი ადგილი მიუჩინა კონკურენტს. ქალმა წერილი მისწერა ქმრის საყვარელს და ასე ღირსეულად მოაგვარა პრობლემა:

ძვირფასო დიანა!

არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენი სახელი
ვიცი. წინასწარ მინდა გაგაფრთხილო, რომ ჩემმა ქმარმა არაფერი იცის ამ წერილის შესახებ და ეჭვიც არ აქვს. ყველაფერი მარტივადაა: რამდენიმე წაუშლელი შეტყობინება, ღამით გაურკვეველი ზარები, მეუღლის მოულოდნელი მოგზაურობები და ყველაფერი ნათელი გახდა. არ გეგონოთ, რომ ეჭვიანობისა და ბრაზის გამო გწერთ, უბრალოდ ვაკვირდები თქვენს ურთიერთობას და ძალიან მოსაწყენი გახდა, ამიტომ რამდენიმე რჩევის მოცემა გადავწყვიტე.

პირველ რიგში, მინდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან ჭკვიანი ქალი ხართ. ჩემი ქმარი იმდენად ზარმაცი და კონსერვატულია, რომ თვითონ არასდროს გადადგამდა ამ ნაბიჯს. მაგრამ, იქედან გამომდინარე, რომ ჩემი მეუღლე დაკავებული კაცია, ამ შეტყობინებების ნაცვლად: "არ გინდათ ჩემთან ერთად კაფეში წამოსვლა?"; "წინააღმდეგი ხომ არ ხართ თუ იმ გამოფენის ბილეთებს შევიძენ?" ან "მოდით ხვალ პარკში გავისეირნოთ"... უმჯობესია მაშინვე შეიძინოთ ბილეთები, კაფეში მაგიდა დაჯავშნოთ ან კარგი საჩუქარი მიართვათ. თუ ინიციატივას საკუთარ თავზე არ აიღებთ, საქმე კარგად არ წაგივათ.

მეორეც - ვიდრე გრძელ, ქერად შეღებილ თმას ატარებთ, თქვენი შანსი ნულია. ჰო, კარგად შევისწავლე თქვენი სოციალური ქსელის პროფილი და თქვენი გამოცნობა არ გამჭირვებია, რამეთუ ვიცი, ვისაც ჩემი ქმარი მეგობრებში ამატებს. გავბედავ და გეტყვით, რომ ერთი ასეთი ქერა მას უკვე ჰყავს. კაცებს კი მრავალფეროვნება უყვართ. ხუთი თითივით ვიცნობ - მოსწონს მაღალი, დიდმკერდიანი, წითური ქალები. სასწრაფოდ უნდა წახვიდეთ სალონში, გაიკეთოთ პლასტიკური ოპერაცია და ატაროთ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი. მაშინ იქნებ ცოტაოდენი იმედი მოგეცეთ.

და ბოლოს. გახსოვდეს ჩემო კარგო, ნუ მოაბეზრებ თავს. ღამის 3 საათზე მოულოდნელი შეტყობინებები არავის სიამოვნებს. მითუმეტეს მაშინ, როცა ჩემს მეუღლეს პასუხის გასაცემად სამზარეულოში გასვლა ან საცვლის ამარა, აივანზე დგომა უწევს, რომ თქვენი შეტყობინებები წაშალოს. ამას მწყობრიდან გამოვყავარ. მე კი ნერვებს ვუფრთხილდები.

დიანა, ვიმედოვნებ, რომ სწორად გამიგებთ. გთხოვთ, თქვენი ამგვარი საქციელით ნუ დაანგრევთ ჩვენს ამდენ წლიან ოჯახს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თქვენი გულისამაჩუყებელი შეტყობინების შესახებ, თქვენი კანონიერი ქმარი, რომელიც სოციალურ ქსელში გყავთ აღნიშნული - გაიგებს. ეს კი არამგონია ესიამოვნოს. მჯერა, რომ მსგავსი ზომების მიღება არ დამჭირდება.
და კიდევ ერთი - თუ კვლავ გაგიჩნდებათ ჩემი ქმრის ბოროტად გამოყენების სურვილი, შეგიძლიათ მომმართოთ. მზად ვარ ნებისმიერ დროს გიპასუხოთ. ვინაიდან როგორც ქალს კარგად მესმის თქვენი.

პატივისცემით, თამარა პალიაკოვა, თქვენი საყვარლის მეუღლე.


ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
1233
მშვიდად და წყნარად დაუყვავეთ ხოლმე თქვენს მეუღლეებს სათქმელი,ღიმილი,ყურადღება,ალერსი და გემრიელი კერძები არ მოაკლოთ და სიტყვა "ნაშოჩკა"მისი გონებიდან გაქრება.შეეცადეთ იქონიიოთ არსებობის მინიმუმი დამოუკიდებლად,ასე გაყრის შემთხვევაში ადვილად მაინც დადგებით ფეხზე.ამ ქალბატონს კი პირდაპირ საყვარლისთვის გაუგზავნია საკუთარი მეუღლე გაბანტული,თანაც ჭკუა დაურიგებია.არაფერი განსაკუთრებული,ფანტაზია,ქალური ხრიკები და რაც მთავარია ღირსება აკლია ამ წერილს.ბარემ ყავაზე დაეპატიჟებია და გული გადაეშალა,თუ როგორ უჭირს ზამთარში მისი ქმრის წყალობით დადგმული რქების გამო ქუდის დაფარება.
17:03 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ამ ქალს ვერააქვს საქმე კარგად...............როგორი თანამედროვეა თან დარიგებას აძლევს
14:41 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
მე საერთოდ აღარ ვერევი. თვითონ გაარკვიონ, მისმა საყვარლებმა და ქმარმა , თანაც ქმარი მაგარ თანამდებობაზეა, მაგრამ საკუთარი ცოლი ვერ დაუკავებია,სხვის ქმრებთან სასტუმროებში რომ გაატარებს დროს, ვაი მაგის პატრონს მაგათი დრო დათვლილია. ჩემი ქმარი არც პირველია და არც უკანასკნელი მაგის სიაში. ქმარმა იდარდოს ეგეთი ბოზი რომ უზის სახლში, ვისაც გინდათ ნომერს მოგცემთ:)). ვისაც მძაფრი შეგრძნებები უნდა.
12:29 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
ყველას თავისებური მიდგომა აქვს. მე ერთსაც ვერ ვაპატიებ! მირჩევნია ვიყო მარტო, ვიდრე მოღალატესთან.
13:42 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
საყვარლების რამდენიმე კატეგორია არსებობს. ზოგს თვალების დაბრიალება ყოფნის, ზოგს მიწერილი სმს (ოღონდ მრავლობითში უნდა ელაპარაკო, მიხვდეს,რომ მისნაირი ბევრია, შენ კი ერთადერთი ხარ!), ზოგიც თმით უნდა ითრიო (სხვანაირად ვერ გაიგებს). რაც შეეხება თავმოყვარეობას, ღალატის გამო ის ისედაც შელახული გაქვს და გულს მაინც მოიფხან! :) გაშორება პირველივე შემთხვევის დროს არ ღირს, მაინც შენი ქმარია. ერთი შანსი მიეცი, მეორეზე დაახვიოს მაქედან მაგ დეგენერატმა!
00:54 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეს ქმრის ნაშოჩკები რომ არა კარგად ვიქნებოდით ცოლები.ყველა ქვეყნისა ამოწყდიიიიით.
13:51 / 14-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ხო არ მოვწერო?მაგრამ ვისაც წასვლა უნდა.უნდა გაუშვა.
13:16 / 14-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. დააშანტაჟა შენ ქმარს ვეტყვი ყველაფერსო. ჯერერთი რომ საყვარელი ქალების უმეტესობა გათხოვილი არ არის და თუ გათხოვილია როგორც წესი არ ადარდებს მისი ქმარი გაიგებს და ოჯახი დაენგრევა თუ არა. ქალი რომ ამ ნაბიჯს გადადგავს, თან ქმარი ყავს და თან საყვარელი, მისი ქმართან თანაცხოვრების ისედაც დღეები დათვლილია.
14:11 / 13-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ეს ჩემს ცოლს უნდა წავაკითხო რომ მაგალითი აიღოს, მე აღარ მეჩხუბოს, ტვინი არ შემიჭამოს-ხოლმე და პირდაპირ იმათ მიმართოს...
12:10 / 13-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მე თუ მკითხავ საყვარლებთან საქმე საერთოდ არ უნდა არჩიო!
01:20 / 13-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS