11 ივლისი, 2015
ქალი, რომელმაც დედამთილს სცემა, ოჯახი გინების გამო დაანგრია
ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ოჯახის დანგრევა და ხშირად მიზეზებიც გვაკვირვებს. ბევრი ამბობს, რომ ყველაფრის მიზეზი ნაადრევი ქორწინებაა. წყვილს მალე ბეზრდებათ ერთმანეთი და საბოლოოდ გაყრას არჩევენ. ასე რჩებიან მარტოხელა, ახალგაზრდა დედები მშობლების ამარა.

დღეს კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. 2 წლის წინ 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კიდევ ერთი წყვილი გაეყარა ერთმანეთს. სალომე გიორგისთან განქორწინების შემდეგ, შვილთან ერთად, მშობლებთან, ერთ ოთახიან ბინაში დაბრუნდა.

- ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით, მე 18 წლის ვიყავი, გიორგი კი 27-ის. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა ძალიან
მიყვარდა და მასთან ბედნიერი ვიყავი. ერთად ცხოვრება დედამთილთან და მაზლთან ერთად, ერთ პატარა, 2 ოთახიან ბინაში დავიწყეთ. შემდეგ ბიჭი შეგვეძინა და ბავშვის ზრდასთან ერთად ჩვენს შორის პრობლემებიც იზრდებოდა. როგორც ხდება ხოლმე, ოჯახის წევრებთან უსიამოვნება მომივიდა, ერთხელ განერვიულებულმა, დედამთილს ხელიც კი გავარტყი. დღეს რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან ამ საქციელს არ ვამართლებ, თუმცა იმ მომენტში ჭკუა არ მომეკითხებოდა. დაძაბული ურთიერთობის გამო ცალკე გადასვლას ვითხოვდი და ამ მიზეზით რამდენჯერმე წამოვედი კიდეც სახლიდან.

- გიორგი დედასთან ასე მოქცევისთვის არაფერს გეუბნებოდა?
- მინდა გითხრათ, რომ ჩემი დედამთილი მიუხედავად პრეტენზიული და ხანდახან აუტანელი ხასიათისა კეთილი ქალი იყო. მას შემდეგ წლები გავიდა თუმცა გიორგისთან სიტყვაც არ დასცდენია. ჩვენი ოჯახის შენარჩუნების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, უბრალოდ ხასიათი ვერ შევუწყვე და იქ ცხოვრება ჩემთვის აუტანელი გახდა.
- ცალკე გადასვლაზე გიორგი რატომ არ გთანხმდებოდა?
თავიდან ამის საშუალება არ იყო, ამიტომ მოვკიდე ბავშვს ხელი და მშობლებთან წავედი. თითქმის 1 წელი ასე ვცხოვრობდით. გიორგი მირეკავდა და შერიგებას მთხოვდა. რამდენჯერმე მთვრალი მოვარდა ჩემი მშობლების სახლში და ოჯახის თითოეულ წევრს გვაგინებდა. ჩემს ამ საქციელს მამაჩემს აბრალებდა. ამის შემდეგ შევრიგდით, დავბრუნდი კიდეც გიორგისთან, თუმცა იგივე კიდევ რამდენჯერმე განმეორდა, ვიდრე საცხოვრებლად ცალკე არ გადავედით.

- თუ სურვილი აგიხდა, ამჯერად გაყრის მიზეზი რა გახდა?
ვაკეში პატარა ბინა შევიძინეთ. გიორგის ძალიან ვუყვარდი და ყველაფრის უფლებას მაძლევდა. ბინაც ჩემი სურვილისამებრ მოვაწყვეთ. თავიდან კარგად ვიყავით, მხოლოდ მე, გიორგი და ბავშვი. მე არ ვმუშაობდი, ძირითადად სახლში მიწევდა ყოფნა. გიორგი კი ბოლო დროს ხშირად სვამდა, სამსახურიდან ნასვამი ბრუნდებოდა და როგორც წესი მე და ჩემს მშობლებს გვაგინებდა. ერთხელ დედაჩემმა გიორგის უთხრა, შენი ბრალია ჩემმა შვილა მოწევა რომ დაიწყოო. ამას ვერაფრით ივიწყებდა და ყოველთვის როცა ხასიათზე ვერ იყო ან დალევდა, ჯავრს ჩემზე იყრიდა. გინება მანამდეც უყვარდა, ბოლო დროს კი სულ გადაირია. ყელში ამომივიდა ყველაფერი. აღარც ბინა მადარდებდა და უკვე აღარც ოჯახი, მით უმეტეს სიყვარული... ავდექი და ისევ მშობლებთან დავბრუნდი.

- გინების გამო ოჯახის დანგრევაზე შენები რა აზრის არიან?
- მირეკავდნენ, მეხვეწებოდნენ შერიგებას. ყველას წარმოუდგენლად მიაჩნია ახლაც, რომ გინება ჩვენი ქორწინების დასრულების მიზეზი გახდა. თუმცა დამიჯერეთ, აუტანელია, როცა ყოველ საღამოს ქმარი გაგინებს და მშობლებს გილანძღავს.

- ახლა როგორ ცხოვრობ, ქმარს ოფიციალურად გაეყარე?
- დიახ, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. გიორგის ჩემთან გაყრა არ უნდოდა. საბოლოოდ მაინც მოუწია ხელის მოწერა. ალიმენტიც დაეკისრა. ახლა კვლავ მშობლებთან და შვილთან ერთად, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ. მიჭირს თუმცა ყოველდღე გინება აღარ მესმის და ეს მამშვიდებს. სამსახურიც დავიწყე. გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
თაკო
ამ დედამთილმა რომ შვილს არ უთხრა რძლის საქციელი ხო აზრზე ხარ რამდენად შეგნებული ქალი ყოფილა..
20:14 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ცუდი გოგო არ ჩანს,თუმცა ან აღზრდაში დაშვებული შეცდომის გამო,ან ფსიქოპრობლემის გამო ყველაფერში თვითონ არის დამნაშავე.
17:24 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა-ს
შენ წარმოიდგინე,რომ სწორედაც რომ გადავუყვანივარ ჩკუიდან დედამთილს და ყვერლაზე კოშმარულ სიზმარსიც რო მარ დაგესიზმრება,ისეთი დღეები გადამატანინა.ხელით სეხებასაც არ მორიდებია რამოდენიმეჯერ და ქუჩაშიც მისვრიდა თოთო ბავშვით.რომ გაგიჯდებოდა ქმარ-შვილსაც სულს ხდიდა.ბევრჯელ მივუყვანივარ თვითმკვლელობამდეც,მარა ჩემს თავს ვერ ვაკადრებდი,ხელი ამწეია ჩემი ქმრის დედაზე.უბრალოდ,გამოვერიდეთ და გავწყვიტე კავშირი სამუდამოდ.ეს ქალი სად წერს,რომ დედამთილს ჩკუიდან გადაყავდა?Mშობელ დედას და შვილს მოსდის კამათი და უთანხმოება და რა გასაკვირია,დედამტილსა და რდზალს შორისაც იყოს უსიამოვნება.ეს გარდაუვალია.ამისათვის,ვისაც არ უნდა უნდა დედამტილტან ცხოვრება,წინასწარ უნდა იფიქროს ამაზე ან თუ ერთი ადგილი აქვს მის ქმარს,ცალკე გავიდნენ და იყვნენ თავისთვის.
03:34 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
კარგი უქნია ამ ქალს ტუ გინების გამო დაანგრია ოჯახი, აბა ყველამ თავის ტავზე წარმოიდგინოს ყოველწამს რომ ქმარი გაგინებს და მიხვდებიან რომ ენას კბილი უნდა დააჭირონ და სხვა არ უნდა განსაჯონ
23:45 / 17-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
შენ დედამთილს ალბათ არ გადაუყვანიხარ ჭკუაზე და მიტომ ამბობ "დედემთილზე ქალი, რომ ხელს აღმართავსო"ზოგიერთი ისეტი უბედურია შეიზლება დაუფიქრებლადაც მოკლა.
21:02 / 16-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS