დღეს კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. 2 წლის წინ 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კიდევ ერთი წყვილი გაეყარა ერთმანეთს. სალომე გიორგისთან განქორწინების შემდეგ, შვილთან ერთად, მშობლებთან, ერთ ოთახიან ბინაში დაბრუნდა.
- ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით, მე 18 წლის ვიყავი, გიორგი კი 27-ის. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა ძალიან
- გიორგი დედასთან ასე მოქცევისთვის არაფერს გეუბნებოდა?
- მინდა გითხრათ, რომ ჩემი დედამთილი მიუხედავად პრეტენზიული და ხანდახან აუტანელი ხასიათისა კეთილი ქალი იყო. მას შემდეგ წლები გავიდა თუმცა გიორგისთან სიტყვაც არ დასცდენია. ჩვენი ოჯახის შენარჩუნების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, უბრალოდ ხასიათი ვერ შევუწყვე და იქ ცხოვრება ჩემთვის აუტანელი გახდა.
- ცალკე გადასვლაზე გიორგი რატომ არ გთანხმდებოდა?
თავიდან ამის საშუალება არ იყო, ამიტომ მოვკიდე ბავშვს ხელი და მშობლებთან წავედი. თითქმის 1 წელი ასე ვცხოვრობდით. გიორგი მირეკავდა და შერიგებას მთხოვდა. რამდენჯერმე მთვრალი მოვარდა ჩემი მშობლების სახლში და ოჯახის თითოეულ წევრს გვაგინებდა. ჩემს ამ საქციელს მამაჩემს აბრალებდა. ამის შემდეგ შევრიგდით, დავბრუნდი კიდეც გიორგისთან, თუმცა იგივე კიდევ რამდენჯერმე განმეორდა, ვიდრე საცხოვრებლად ცალკე არ გადავედით.
- თუ სურვილი აგიხდა, ამჯერად გაყრის მიზეზი რა გახდა?
ვაკეში პატარა ბინა შევიძინეთ. გიორგის ძალიან ვუყვარდი და ყველაფრის უფლებას მაძლევდა. ბინაც ჩემი სურვილისამებრ მოვაწყვეთ. თავიდან კარგად ვიყავით, მხოლოდ მე, გიორგი და ბავშვი. მე არ ვმუშაობდი, ძირითადად სახლში მიწევდა ყოფნა. გიორგი კი ბოლო დროს ხშირად სვამდა, სამსახურიდან ნასვამი ბრუნდებოდა და როგორც წესი მე და ჩემს მშობლებს გვაგინებდა. ერთხელ დედაჩემმა გიორგის უთხრა, შენი ბრალია ჩემმა შვილა მოწევა რომ დაიწყოო. ამას ვერაფრით ივიწყებდა და ყოველთვის როცა ხასიათზე ვერ იყო ან დალევდა, ჯავრს ჩემზე იყრიდა. გინება მანამდეც უყვარდა, ბოლო დროს კი სულ გადაირია. ყელში ამომივიდა ყველაფერი. აღარც ბინა მადარდებდა და უკვე აღარც ოჯახი, მით უმეტეს სიყვარული... ავდექი და ისევ მშობლებთან დავბრუნდი.
- გინების გამო ოჯახის დანგრევაზე შენები რა აზრის არიან?
- მირეკავდნენ, მეხვეწებოდნენ შერიგებას. ყველას წარმოუდგენლად მიაჩნია ახლაც, რომ გინება ჩვენი ქორწინების დასრულების მიზეზი გახდა. თუმცა დამიჯერეთ, აუტანელია, როცა ყოველ საღამოს ქმარი გაგინებს და მშობლებს გილანძღავს.
- ახლა როგორ ცხოვრობ, ქმარს ოფიციალურად გაეყარე?
- დიახ, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. გიორგის ჩემთან გაყრა არ უნდოდა. საბოლოოდ მაინც მოუწია ხელის მოწერა. ალიმენტიც დაეკისრა. ახლა კვლავ მშობლებთან და შვილთან ერთად, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობ. მიჭირს თუმცა ყოველდღე გინება აღარ მესმის და ეს მამშვიდებს. სამსახურიც დავიწყე. გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ.
პენი ლეინი