- საკმაოდ ჩვეულებრივი ოჯახი მქონდა, მოსაყოლიც არაფერია. მე და ნოდარს ბავშვობიდან
- ჩამოსვლა არ უცდია?
- რამდენიმეჯერ მითხრა, ხომ არ ჩამოვიდე და მოგხედოთო, მაგრამ იმდენად ყალბად, რომ ვუთხარი, ჯობდა, ისე აეწყო საქმე, რომ ჩვენ წავეყვანეთ. მისი გამგზავრებიდან ხუთი წლის შემდეგ წავედი შვილებთან ერთად მეუღლესთან საცხოვრებლად. მანამდე ათასი მიზეზი მოიგონა, რომ არ წავსულიყავი, სანამ მშობლებმა საკითხი არ დაუსვეს, ცოლ-ქმარი ერთად უნდა ცხოვრობდეს და ეს გოგო ვის მოუყვანეო.
- წასვლის შემდეგ ფულს გიგზავნიდა?
- კი, მაგას ვერ დავაბრალებ, მაგრამ იმდენს არა, რომ ბინის ფული შემეგროვებინა. მეუბნებოდა, რომ თვითონ აგროვებდა და მერე ერთიანად გამომიგზავნიდა. მეც ვენდობოდი, მაგრამ ან რა აზრი ჰქონდა ეჭვის შეტანას. საქართველოდან რას გავაწყობდი. იქ ჩასულს ძალიან გაუცხოებული დამხვდა. ბავშვებს თითქმის არ ეფერებოდა, განსაკუთრებულად პატარას. მეუბნებოდა, მალე ჩამოვიდოდი, რას აიჩემე აქ ცხოვრება, ხომ არ გგონია, მეფესავით ვარ და თქვენ გიმალავთო.
- რას აკეთებდი უცხო ქვეყანაში მთელი დღე, დრო რით გაგყავდა?
- არაფერს, ირგვლივ ყველა პარკი და ღირსშესანიშნაობა რომ ვნახე, მარტოობით კინაღამ გავგიჟდი. არავის ვიცნობდი, მეუღლეც შინ გვიან მოდიოდა. კვირაში სამჯერ ღამეც არ ბრუნდებოდა, მეუბნებოდა, რომ მორიგე იყო. კვება არ მოგვკლებია, მაგრამ სითბო ყველას გვაკლდა, მეც და ბავშვებსაც.
- მეუღლეს არ ეკითხებოდი, რა იყო გაუცხოების მიზეზი?
- თავიდან არა, იმედი მქონდა ჩვენზე გული მოუბრუნდებოდა, მაგრამ დიდხანს რომ გაგრძელდა, ერთ დღეს ვუთხარი, თუ ყურადღებას არ მოგვაქცევდა, ქვეყანას დავტოვებდი და საქართველოში დავბრუნდებოდი. ორი დღე სახლში არ მოსულა. ბოლოს ტანსაცმელი ჩაალაგა და წავიდა. დამშვიდობებისას მითხრა, რომ ცოტა ხანს მომეცადა, სანამ ჩვენს უკან დაბრუნებაზე იზრუნებდა და არავისთვის მეთქვა, რომ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. გამომიტყდა, რომ სხვა ცოლი ჰყავდა, უცხოელი, და ორი შვილი. იმ დღიდან უკვე ექვსი თვე გავიდა, მე ჩემს შვილებთან ერთად მარტო ვცხოვრობ და კვირაში ერთხელ ნოდარი გვაკითხავს და უამრავი პროდუქტი მოაქვს, ფულსაც გვიტოვებს, ახლა უფრო თბილად გვექცევა, მაგრამ როგორც ვუყურებ, ჩვენს გამოგზავნას ჯერ არ აპირებს, რატომ, ვერ ვხვდები. საქართველოში ყველას ვუმალავ, რომ ოჯახი დამენგრა და ქმარმა მიმატოვა. ჩემს მშობლებსაც ვერ ვეუბნები.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''