21 ივნისი, 2015
''ყოფილმა ქმარმა სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოები გამომიქვეყნა...''
გაგიჟდა, როდესაც დამინახა და ყველაფერი რომ მოვუყევი საინტერესოა, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც საქართველოში სოციალური ქსელი არ არსებობდა, რადგან დღეს ოჯახების დაშორებაში ერთ-ერთი სერიოზული როლი ინ-ტერნეტსივრცესაც ეკუთვნის. შესაძლოა, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ყოფილ ქმარსაც შერიგებოდა, რომ არა ''ფეისბუქი'', რის გამოც ლალის ოჯახი დაენგრა.

- 28 წლის ვარ და ექვსი წელი გავატარე ჩემი ქმრის ოჯახში. სოსო ძალიან მიყვარდა, ცოლად როცა გავყევი. ხუთი წელი ბედნიერად ვცხოვრობდით, ტყუპ გოგონას ვზრდიდით
და მართალია, დედამთილ-მამამთილთან ცხოვრებაზე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ ბავშვების მოვლა მიჭირდა და სხვა გზა არ მქონდა.

- მუშაობდი?
- დიახ, ახლაც ერთ-ერთ ბანკში საკმაოდ კარგ პოზიციაზე ვმუშაობ. ბავშვების დაბადებიდან ერთ თვეში სამსახურში გავედი, ამას დღემდე აფასებს ჩემი უფროსი და სულ მაგალითად მოვყავარ. სოსოც მუშაობდა. მატერიალურად მასზე გაცილებით მყარად ვიყავი, მაგრამ ფული ჩემთვის არასოდეს უთხოვია და ამის გამო სულ პატივს ვცემდი.

- ურთიერთობა როდის დაგეძაბათ?
- დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც ''ფეისბუქზე'' უცნობმა გოგონამ მომწერა, რომ ტყუპი შვილი ვერ მიშველიდა და ჩემი ქმარი აუცილებლად მისი გახდებოდა. იმ ღამეს სოსო მორიგე იყო. ათასი რამ ვიფიქრე, ხომ არ მატყუებდა და სულაც არ იყო კვირაში ერთხელ მორიგე, იქნებ, იმ ქალთან რჩება-მეთქი. სახლიდან გავიპარე და სამსახურში მივაკითხე. გაგიჟდა, როდესაც დამინახა და ყველაფერი რომ მოვუყევი, ამაზე საერთოდ გადაირია. ტელეფონით სასწრაფოდ ''ფეისბუქზე'' შევედი, რომ იმ გოგოს მოწერილი მეჩვენებინა და მხოლოდ ცარიელი მესიჯი დამხვდა, პროფილი გაეუქმებინა და ვერ გაიგებდი, ვინ მწერდა. სოსო ახლა ამაზე გაბრაზდა, ისიც კი მითხრა, რომ შეიძლებოდა, ასეთი რამის მოწერა ჩემს რომელიმე შურიან დაქალს ეკადრა. სამსახურის კარი ჩაკეტა და სახლში გამომყვა. ცოტა საეჭვოდ მეჩვენა, თუ ღამის პირველ საათზე ასე ყველაფრის დატოვება შეეძლო, აქამდე რაღას რჩებოდა.

- მგონი, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდი...
- ძალიან ავირიე და იმ დღის შემდეგ ტელეფონზე ვინმე რომ დაურეკავდა, დაძაბული ვუყურებდი. რამდენიმეჯერ მისი მესიჯებიც ვნახე და საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინე, სანამ ერთ დღეს ვიღაც გოგონამ სოციალურ ქსელში ჩემი ქმრისა და თავისი ჩახუტებული სურათები არ გამომიგზავნა. ბარგი ჩავალაგე და შვილებთან ერთად დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად. ორი თვის განმავლობაში მოდიოდა სოსო და პატიებას მთხოვდა. მეუბნებოდა, რომ იმ გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა. ერთხელ დავთვერი, იმანაც ამით ისარგებლა და მაცდუნაო და ათას სისულელეს მიყვებოდა. როდესაც მიხვდა, რომ შერიგებას არ ვაპირებდი, დამემუქრა.

- პოლიციას არ მიმართე?
- არა, რადგან საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, თან ვიცოდი, რომ შვილების დედას ფიზიკურ ზიანს არ მომაყენებდა, მაგრამ დღეს იმასაც ვერ ვხვდები, რა სჯობდა. ოფიციალურად დაშორება რომ გადავწყვიტე, მეხვეწებოდა, ერთი შანსი მაინც მიმეცა.

- იქნებ, მართლა ნანობდა და არ ღირდა ოჯახის დანგრევა?
- არ მჯეროდა მისი, რომ ერთხელ შეცდა. მეზობელმა მითხრა, მორიგეობის დღეებშიც სახლში იყო და მივხვდი, რომ ის მორიგეობა მოგონილი იყო და გვიან მიდიოდა მასთან. ხელის გაწერის საღამოს, როდესაც თავი თავისუფალ ქალად ვიგრძენი, მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ სასწრაფოდ ''ფეისბუქი'' გამეუქმებინა, რადგან ჩემს კედელზე საშინელება ხდებოდა. გამწარებულ სოსოს ჩვენი ერთად ყოფნის დროს გადაღებული ჩემი შიშველი ფოტოები გამოექვეყნებინა, წარწერით - ''რა კარგი დრო იყო...''

- ამ ფოტოების არსებობა არ გახსოვდა?
- არც ვიცოდი, რომ შენახული ჰქონდა, ხანდახან მაიმუნობდა და დილას გაღვიძებულს ლოგინში სურათებს მიღებდა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ინახავდა. ტელეფონზე დავურეკე და ვუთხარი, რომ ამის გამო საკუთარ შვილებსაც ვეღარ ნახავდა, თუ გაბედავდა, სასამართლოში ვუჩივლებდი. მომიბოდიშა, მითხრა, რომ დათვრა და რას შვრებოდა, არ იცოდა. უკვე ორი თვე გავიდა, შვილებისთვის არ მოუკითხავს და ვერც გაბედავს. სამუდამოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან და მამაკაცების მიმართ ყველანაირი ნდობა დავკარგე. ქმარს კი არა, საკუთარ მეგობრებსაც ვეღარ ვენდობი.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ვაი,ვაი
რომელ ბანკში მუშაობ?შენ უფროსს ტვინი აქვს? რა გინდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე?!შენი საქციელით ვის სჯი,ქმარს თუ ბავშვებს.შენ გაგაბრაზა ქმარმა და ბავშვებს მამას ართმევ?მართლა ჭკუა არ გაქვთ ქალებს რა....
15:05 / 22-02-2016
გამოხმაურება / 0 /
თინა
განქორწინდი და მოისვენე შე ქალო რა გაწიკვინებს :) კომენტარები შედევრებია :)
20:32 / 13-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰ
და შენი ფეისბუქიც დაგეწერა ბარემ, შეგაფასებდით
14:25 / 27-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
ზურა, კახა მაგარი ხარ. ჩავიჯვი ჩემი მეტი აგარ შემიძლია. რაც შეეხება ამ ქალს, არ მწამს მისი. პატიებას ყველა იმსახურებს. ნუ ცოტა ხანში ნახავთ ამ ქალს ქუჩაში მორბენალს, კაცებო ფრთხილად სიამაყე არ მოგაჭამონ.
22:26 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
111
ტფუ, მაგიც იტყვის მერე რომ კაცი ვარო.შენის შვილების დედას რომ მასე მოექცევი სხვას რას უზამს, ნაბიჭვარი
15:39 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ავაზა
შიშველი ფოტოზე დასაძრახია? მაგასაც თავისი სილამაზე და გემო აქვს. მთავარია გემოვნებით იყოს გაკეთებული და არ იყოს ვულგარული. რა ქაჯობაა ამის გამო ნერვების აშლა.
15:28 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ყოჩაღ!კარგი გოგო ყოფილხარ..მომწონს შენი პრინციპულობა,ეგეთ მოღალატეებს ესე უნდა მოექცე,იმსახურებენ,მიკვირს ეს მამაკაცები ყველაფერ ღირებულს რატომ ატანენ წყალს,გული არ აქვთ??ღალატი ქალსაც სტკივა,ხოდა ყავდეს ეხლა ის ბოზი,არაკაცი ეგ....
14:45 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კახა
შენც გადაიღე სურათები შიშვლები და დადე საიტზე
10:55 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
სად შეიძლება მაგ ფოტოების ნახვა?
15:22 / 22-06-2015
გამოხმაურება / 0 /
თამო
და ახლობლების რატომ უნდა შერცხვეს,ქმარმა გადაუღო საყვარელმა ხომ არა, ქმარს უნდა შერცხვეს ასეთი პატარა ადამიანი რომ აღმოჩნდა.
12:32 / 22-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS