10 ივნისი, 2015
მამას საკუთარი შვილის რცხვენია - თბილისურ ოჯახში დატრიალებული ტრაგედია
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 52 წლის ქალბატონია. მართალია, ეს მძიმე ამბავი თავად არ გადახდა, მაგრამ საკუთარი თვალით ნახა, როგორ იჩაგრება 15 წლის ბიჭი. თინათინს იმედი აქვს, რომ ამ ამბავს სხვა მამებიც წაიკითხავენ და დამნაშავეს შვილში კი არა, საკუთარ თავში მოძებნიან.

- გვიან გავთხოვდი, მაგრამ ქმარი არ გამომადგა. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ არ ვუყვარდი და მხოლოდ სახლისა და კარგი სამსახურის გამო მომიყვანა ცოლად. წლები ჩემს კმაყოფაზე ცხოვრობდა. ერთი ბიჭი შეგვეძინა და ბავშვი შვიდი წლის იყო, მეუღლე ჩვენს
მდგმურთან ერთად ესპანეთში რომ გაიქცა, მას შემდეგ ერთხელაც არ დაურეკავს. ეს სირცხვილი ძლივს გადავიტანე, თორემ ქმარზე არ ვდარდობდი, რადგან ჩემი მთავარი მიზანი, რომ შვილი მყოლოდა, ავისრულე.

გეგა 15 წლისაა, კერძო სკოლაში სწავლობს და არაჩვეულებრივი ბიჭია. პროფესიით ბუღალტერი ვარ. ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში წლები ვმუშაობდი და საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ ორი წლის წინ სამსახური დავკარგე.

- ალბათ, ძალიან გაგიჭირდათ ცხოვრება.
- დიახ, იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და საკუთარი დიდი სახლი მაქვს. სხვა გზა არ დამრჩა, მდგმურები ისევ შემოვუშვი და მხოლოდ მათი მოცემული ფულით რომ ვერ გამქონდა თავი, აქსესუარების კეთება დავიწყე და ვყიდდი. ბავშვი კერძო სკოლიდან ვერ გამოვიყვანე, შემეცოდა და ამის გამო ძალიან დიდი ხარჯი მქონდა. თვიდან თვემდე ძლივს გაგვქონდა თავი.

ერთ დღეს ძველმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ დიდ სუპერმარკეტში ბუღალტერი სჭირდებოდათ. გასაუბრებაზე რომ მივედი, დირექტორი ჩემი კლასელი ბესო აღმოჩნდა. წლებია, არ გვინახავს ერთმანეთი, ძლივს მიცნო, მაგრამ ძალიან გაუხარდა, სანდო ადამიანს ვეძებდიო. ცოლად ჩვენივე კლასელი გოგონა მოუყვანია, თურმე წლები შვილი არ უჩნდებოდათ და ახლა ბიჭი გვყავსო, ჩემი გეგას ასაკის.
მუშაობა დავიწყე, ძლივს ამოვისუნთქე და ვალებსაც თავი დავაღწიე.

ბესო ცოლთან ერთად სტუმრად რამდენჯერმე დავპატიჟე. თან, ბიჭები ერთი ასაკის გვყავს და იმეგობრებენ-მეთქი. რაღაც უკან იხევდა, მაგრამ ძალიან რომ შევაწუხე, თავისთან სახლში დამპატიჟა. ბავშვი წავიყვანე და წავედი. მის ცოლს, ქეთის, ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა, სკოლაში არ ვმეგობრობდით, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. სუფრას რომ მივუსხედით, თავისი შვილი - გელა შემოიყვანა. გრძელთმიანი, მსუქანი ბიჭი იყო, ცოტა უცნაური ქცევებით. რაღაცნაირად ჩაკეტილი და კომპლექსიანი ბავშვი მომეჩვენა.

- თქვენ ამბობთ, რომ არ უნდოდა, მისი შვილი გენახათ?
- კი, ასე ვფიქრობ და იმიტომ იხევდა უკან ოჯახში სტუმრობაზე. ბავშვი ერთი საათი ისე იჯდა სუფრასთან, რომ მამას ხმა არ გაუცია. მერე კი ბესომ ქალები დაგვტოვა და წავიდა. ბიჭები გელას ოთახში გავიდნენ. ქეთი და მე მარტო რომ დავრჩით, ქალმა ტირილი დაიწყო. მითხრა, რომ ბესოს შვილის გარეგნობის რცხვენია და მუდმივად ჩხუბობენ, რომ წონაში დაიკლოს და თმა შეიჭრას, მაგრამ ბავშვი ამის გამო იმდენად ჩაიკეტა, რომ პროტესტის ნიშნად მშობლებსაც იშვიათად ეკონტაქტება. ქეთი კარგა ხანს ტიროდა, მივხვდი, რომ ნანატრი შვილი ამხელა ტკივილისთვის არ ემეტებოდა, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ხედავდა.

იმ დღეს დამძიმებული დავბრუნდი სახლში, ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, რომ სხვას ოჯახში შევუვარდი. გეგამ მითხრა, ძალიან მომეწონა გელა, განათლებული ბიჭია, მაგრამ მამა ვერ უგებსო. თან დააყოლა, ძმაკაცებიც არ ჰყავს თურმე, მამა სახლში მიყვანას უშლის და ყველა შემოეფანტაო. მინდა, რომ ჩემმა შვილმა მასთან იმეგობროს, მაგრამ არ ვიცი, ბესო ჩემს აქტიურობას როგორ შეხვდება. შეიძლება, ამის გამო სამსახურიდანაც გამიშვას.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლელა
ბავშვობაში კარგად მოპუტკუნებული გოგო ვოყავი და არც ლამაძი,ჩვენს სკოლაში ერთი ბიჭი მომწონდა,ორიწლით იყო უმფროსი,ცოლად მოიყვანა ჩემი კლასელი,იმ დროს ჩემზე კრგად გამოიყურებოდა,15 წლის შემდეგ,ის ცოლშვილით,მე ქმარშვილით შემთხვევით თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე შევხვდით ერთმანეთს-გაოცდნენ ორივე ცოლქმარი მე ისე გამოვიყურებოდი დამათი შვილებიც აღფრთოვანებული იყვნენ,დედამისს ეუბნებოდნებ ეს მართლა შენი კლასელი არისო,მას ეწყინა და უაზროდ წამოაყრანტალა-დიახ მამათქვენზე იყო შეყვარებულიო ვითომ გამაპაზორა ,პასუხად თაცის ქმრისგან მიიღო,რა ვიცოდი თუ ესეთი ქალი დადგებოდაო,ასე რომ 15 წლის ჯერ კიდევ ბავშვია თვოთონ მიხვდება როცა სიყვარული ეწვევა თაცს მიხედავს.
12:52 / 10-07-2015
გამოხმაურება / 0 /
sacodaoba
15 წლისა ყველა მოზარდი მსუქანი და ულამაზოა, მგრამ მერე ეს " მახიჯი ჭუკები" ულამაზეს გედებად იქცევიან. ეს ზღაპარი არ აქვს ალბათ წაკითხული მამას და იმიტომ რცხვენია. ოღონდაც შვილები ჯანმრთელები მყავდეს, ყოველ დღეს იმას ვეხვეწები უფალს და თმებს დავეძებ?!
16:12 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS