26 მაისი, 2015
''მამამთილი მცემს და ქმარს ჩემი არ სჯერა...''
სამწუხაროა, რომ საქართველოში დღეს ძალადობის შემთხვევები არავის უკვირს, მაგრამ ჩვენი რესპონდენტის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია. მას ფიზიკურად მამამთილი უსწორდება.

დეა:
- ხუთი წლის წინ გავთხოვდი და ბედი საყვარელ ადამიანს დავუკავშირე. ბექა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შემთხვევით ქუჩაში გავიცანი. ყველაფერი ერთი უბრალო კითხვით, ბანალურად დაიწყო, მაგრამ დაახლოებით ორ თვეში დაოჯახების გადაწყვეტილება მივიღეთ. სახლში მხოლოდ დედამთილი დამხვდა. ორი მული მყავს და ორივე გათხოვილი. მამამთილი რუსეთში იყო სამუშაოდ წასული და ჩვენი ქორწილისთვის სამი დღით ჩამოვიდა. დანახვისთანავე არ მომეწონა, რაღაც უხეში,
მძიმე კაცი ჩანდა. მომახალა, ბიჭს თუ არ გააჩენ და ჩემს სახელს არ დაარქმევ, ოჯახს დაგინგრევო. ბექას რომ ვუთხარი, ბევრი იცინა, არ დაუჯერო, ასეთი ხუმრობა იცისო. საკმაოდ ცუდი სახელი ჰქვია და როდესაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, გოგონაზე ვოცნებობდი, რადგან სულ მისი სიტყვები მახსენდებოდა.

- ქმარი როგორ გექცეოდა?
- კარგად, უბრალოდ, სტაბილური სამსახური არ ჰქონდა და მუშაობა დავიწყე, რომ ოჯახს მივხმარებოდი. დედამთილი ჩუმი, რაღაცნაირი ქალია. ცხოვრებისგან დაბეჩავებული. ერთხელ მითხრა, რომ ქმართან უმძიმესი წლები გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ათი წელი იყო, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მის ჩამოსვლას სულ შიშით ელოდებოდა. ბიჭი შემეძინა და მისი სახელი არა, მაგრამ მიმსგავსებული დავარქვით. ჩემს მეუღლეს მამამისმა ტელეფონში აგინა და ორი თვე აღარ ელაპარაკებოდა. თითქოს ბექა ამას არ განიცდიდა, ან მე არ მაჩვენებდა. ვმუშაობდით, ვწვალობდით, მაგრამ მისი გამოგზავნილი ფულის გარეშე ცხოვრება მაინც გვიჭირდა. ერთ დღეს სახლში დარეკა და ბექას გამოუცხადა, დავიღალე და დროა შემცვალო, საქართველოში დაბრუნება მინდა და ჩამოდი, ჩემს ადგილას იმუშავეო. ორი თვე ფიქრობდა ბექა, წასვლა არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ დარჩა. ზაფხულში მოსკოვში წა-ვიდა იმ პირობით, რომ აეწყობოდა და რამდენიმე თვეში ჩვენც წაგვიყვანდა. მამამთილი ჩამოვიდა, ჩვენთან ცხოვრობდა და სულ ცუდ ხასიათზე იყო. ცოლს უყვიროდა, ხანდახან ფიზიკურადაც ეხებოდა, ვცდილობდი, სულ დედაჩემთან ვყოფილიყავი და ამაზეც გიჟდებოდა, შენს ქმარს ვეტყვი, რომ გარე-გარე დადიხარო.

- ბექას არ უყვებოდი?
- თავიდან მეცოდებოდა, არ მინდოდა ენერვიულა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფრით დაღლილმა ტელეფონში ვუთხარი, რომ თუ მალე არ წამიყვანდა, მისი ოჯახიდან წავიდოდი. მითხრა, რომ ისე ვერ აეწყო, როგორც ფიქრობდა და შემოდგომაზე აუცილებლად წამიყვანდა. იქამდე კიდევ ბევრი თვეა, მაგრამ ბედს შევეგუე, სანამ ერთ დღეს, დედაჩემიდან დაბრუნებულს, მამამთილი ფიზიკურად არ შემეხო. სახეში გამარტყა და მითხრა, რომ მეორედ აღარ დამეგვიანა. ამას დედამთილიც შეესწრო, მაგრამ შეეშინდა, ხმა არ ამოუღია. ქმარს არ ვუთხარი, შემეშინდა, არ ჩამოსულიყო და მამა არ ეცემა, მაგრამ ერთ კვირაში იგივე გამეორდა. ბექას რომ მოვუყევი, გაბრაზდა და არ დამიჯერა, დედამისთან გადაამოწმა და იმანაც უთხრა, მე არაფერი დამინახავსო. დედამთილი მეჩხუბა, რა გინდა, შვილს მამა არ მოაკვლევინოო. ჩემზე არავინ ფიქრობს. ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, ველოდები, როდის დადგება შემოდგომა და ამ სახლს თავს დავაღწევ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნ.მ.
მართლა არსებობს ასეთი უაზრო ხალხი (თქვენი რესპონდენტი მყავს მხედველობაში), თუ ეს ყველაფერი ჟურნალისტის ფანტაზიაა?! ეტყობა, მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ, რადგან ჩემ გარშემო ასეთები არ ტრიალებენ. ძალიან მიკვირს, მსგავს წერილებს რომ ვკითხულობ ხოლმე.
15:34 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარო
შვილო პატრულის შესახებ არაფერი გსმენია?!
10:51 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
დედა
წადი შვილო შენს მშობლებთან,იქ დაელოდე შენს ქმარს, მაგ მხეც მამამთილს თავს რატომ აცემინებ, ნერვები გაგიფუჭდება და აღარც შენი შვილისთვის ივარგებ.
10:56 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი მარტას
ჩვენ რა ვქნათ?
13:18 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარტა
მე მყავდა დაქალი სკოლის მერხიდან ერთად მოვდიოდით დღემმდე , მაგრამ ოდნოში გაცნობილ ბიჭის გამო მატკინა გული, იმ ბიჭმა ჩემზე კითხა რალამაზი დაქალი გყოლია და ჩემ დაქალმა გამლანძღა პატარა მკერდი აქვს საყვარელი ყავს და რაც მოადგა ენაზე ყველაფერი ილაპარაკა, ჩამოვიდა ის პიროვნება ანუ ნოდარი შეხვდნენ ერთმანეთს .ჩემი დაქალი მაქეზებდა გულზე სკდებიო შენო კაცები რესტორანში რომ არ გეპატიჟებაო.საქმე საქმეზე რომ მიდგა მის ოდნოში გაცნობილ კაცმა მე მთხოვა ხელი,ასე მითხრა თეასნაირი ქალი არ მინდა უცებ იკერება და ყველას აძლევს ნომრებს და ყველას ხვდებაო. ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე რომ ყველა მამამკაცი ერთნაირი დაუნდობელი და მოღალატეა,მე ჩემ დაქალს არ დავუმალე და ვუთხარი შენი მამაკაცი ხელს მთხოვსთქო. ჩემ დაქალმა აადგა და სხვა გაიცნო მასზე ატიწლით პატარა მაგრამ იმ ბიჭიდანაც დარჩა მოტყულებული, მე კი გული მატკინა ოდნოში გაცნობილი კაცის გამო .
18:42 / 26-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS