21 მაისი, 2015
''მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა, ქალი აღმოჩნდა...''
არ მინდოდა, თავი გამოყენებულად მეგრძნო და უარს ვამბობდი ამბავი, რომელიც 25 წლის თეონას გადახდა, ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მგონი დროა, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვაღიაროთ, რომ საქართველოშიც შეიძლება ისეთი რაღაცები მოხდეს, რასაც ხშირად ვერც კი წარმოიდგენ.

- არ ვარ განსაკუთრებული გარეგნობის და არც რამე საოცარი ნიჭით გამოვირჩევი, მაგრამ მგონი, მეც მაქვს სიყვარულის უფლება. დასავლეთის ერთ-ერთ რაიონში დავიბადე და ისე გავიზარდე, რომ თაყვანისმცემელი არ მყოლია. ოჯახში სამი და ვიზრდებოდით და ყველაზე დაჩაგრული მე აღმოვჩნდი, რადგან ჩემი დები
16 და 18 წლის ასაკში მოიტაცეს და საკმაოდ კარგად გათხოვდნენ. ოც წელს რომ გადავაბიჯე, დედაჩემი ახლობლებს ეხვეწებოდა, ჩემთვის ვინმე გაერიგებინათ, მაგრამ ყველა ისეთი გამოჩნდა, რომელსაც ბინა არ ჰქონდა და ჩემთან უნდოდა საცხოვრებლად გადმოსვლა. არ მინდოდა, თავი გამოყენებულად მეგრძნო და უარს ვამბობდი.

- და ასე გახდი 25 წლის...
- დიახ, ბოლოს ამაზე ფიქრს თავი დავანებე, კერვა ვისწავლე და შეკვეთებს სახლში ვიღებდი. ერთ წელიწადში იმდენი ფული შევაგროვე, რომ ჩემთვის კომპიუტერი მეყიდა. ახალი სამყარო აღმოვაჩინე, რომელიც თურმე ჩემ ირგვლივ ყოფილა და არ ვიცოდი. მთელი დღეების განმავლობაში ვკერავდი ან კომპიუტერზე ვთამაშობდი, შემდეგ ესეც მომბეზრდა და გასაცნობ საიტებზე დავრეგისტრირდი. ჩემ მეზობლად ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც სტუდენტი იყო, თბილისში სწავლობდა. შაბათ-კვირას და არდადეგებზე ჩამოსული სულ ჩემს კომპიუტერთან იჯდა. მან დამარეგისტრირა პირველად ''ფეისბუქზე''.

- დარწმუნებული ვარ, გახალისდებოდი.
- რა თქმა უნდა, ცხოვრება ერთ კვირაში შეიცვალა, სპეციალურად ვიღებდი ლამაზ სურათებს და ჩემს გვერდზე ვაქვეყნებდი. ბევრი მამაკაცი მწერდა, მაგრამ მე მხოლოდ ერთმა დამაინტერესა. ცოტა უცნაური გარეგნობა ჰქონდა, უცხოელს ჰგავდა. გელათი გამეცნო და მთელი დღის განმავლობაში უამრავ სასიყვარულო ტექსტს მწერდა. ვირტუალური ნაცნობობა სამ თვეს გაგრძელდა და ბოლოს შეხვედრა მთხოვა. ის თბილისში ცხოვრობდა, მე P- რეგიონში. მითხრა, რომ ჩემს ქალაქში ჩამოვიდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ჩემს პატარა პროვინციულ ქალაქში ვიღაც აუცილებლად დამინახავდა და ვუთხარი, რომ მე ჩავიდოდი თბილისში.

- რას გპირდებოდა შეხვედრისას, ელოდი, რომ ცოლობას გთხოვდა?
- ვაღიარებ, რომ ფიზიკურ ურთიერთობაზე ვირტუალურად დავთანხმდი და რომ გაიგო, თბილისში მის სანახავად ჩავდიოდი, მითხრა, რომ მარტო ცხოვრობდა, სახლში მიმიყვანდა და ორ დღეს ერთად გავატარებდით. მშობლებს ვუთხარი, რომ თბილისში ნაჭრების საყიდლად მივდიოდი, რადგან განსაკუთრებული შეკვეთა მქონდა და მხოლოდ იქ იყიდებოდა. სადგურზე მანქანით გელა დამხვდა და ხელში ამიტაცა. სახეზე გაპრიალებული კანი ჰქონდა, უცნაური ვარცხნილობა და რაღაცნაირად დადიოდა. სახლში მიმიყვანა, უკვე ვნანობდი, რომ მასთან შეხვედრას დავთანხმდი, რადგან გული ცუდს მიგრძნობდა. ძალიან მშიოდა, გელამ კარგი სუფრა გაშალა, თან მუდმივად მკოცნიდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი სახით ოცნების ქალი იპოვა. ჩემი გაოცებული სახე უნდა გენახათ, როცა გამომიტყდა, რომ თავადაც ქალი იყო, ოღონდ კაცური მანერებით. ბავშვობიდან ასე იყო და სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. ახლა ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში მუშაობდა, ბევრი ფული ჰქონდა და მითხრა, თბილისში ღიად პარტნიორის პოვნა მიჭირს და ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო. ძალიან შემეშინდა, ტირილი დავიწყე. კარგა ხანს მამშვიდებდა, გულში მიხუტებდა და მეუბნებოდა, რომ სანამ არ მივეჩვეოდი, ხელს არ დამაკარებდა. ორი დღე ვიცხოვრეთ ერთად და გამოგიტყდებით, რომ უკვე მენატრება. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული ვფიქრობ, იქნებ ღირს, ლალის დავუბრუნდე, ქალს, რომელიც გელათი გამეცნო. არ ვიცი, რა სჯობს, კაცი, რომელსაც შენი ბინა უნდა თუ ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება შენზე იზრუნებს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
მაკო
ყველა იმსახურებს ბედიერებას.ნუ აჩქარდები.მერწმუნე დრო მოვა და შენს ცხოვრებაში ისეთი მამაკაცი გამოჩნდება მაგ შენს გელას დაგავიწყებს სამუდამოდ.შენ ნამდვილ ქართულ ოჯაში გაზრდილი ღირსეულ ოჯახს იმსახურებ.
16:06 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
XXXXX
ამდენმა პროპაგანდამ ტავისი ქნა მაინც.გადაგვარდა ხალხი.გმერტის გეშინოდეტ ცხოველებო,ვინც ამ გოგოს უკუგმარტ რცევას აძლევთ
03:26 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანნო
დაურეკე და დაბრუნდი თუ გიყვარს
17:37 / 25-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯოდასენი
ამაზრზენია უკვე ასეთი ზღაპრების მოსმენა და წაკითხვა
21:38 / 24-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანასტასია
EVA DA ADAMI GAIXSENE CHEMO KARGO, AQ BEVRI DAGARIGEBS CHKUAS DA GAIKICXEBI KIDEC (VER VITYVI RO GIRSI AR XAR, IQNEB KRITIKIS GAMOC KI YVEBI SAKUTAR ISTORIAS) MARTO EVA AR SHEUQMNIA GMERTS , ORI EVA MITUMETES.. BEDNIERI NAMDVILAD VERIQNEBI , MARTOOBA AR NISHNAVS YVELA GIRSEBAS RO XAZI GADAUSVA. SHENI BUNEBIT DA SXEULIT QALI XAR DA NAMDVILI MAMAKACI GCHIRDEBA .. NU WAXVAL GMERTIS DA BUNEBIS SAPIRISPIROD.
15:57 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ბუჰაჰა
რა გაკაპასდით რა არი :დ :დ მაგარია, მე მომწონს, მიდი დაუბრუნდი :პ მერე წიგნი დაწერე, სიამოვნებით წავიკითხავ ^_^ ქართველ სლე კაცებს მევრად აჯობებს :პ
15:25 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანო
იდიოტი
11:22 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ვაიმე რა დონის გატახსირებული ხარრრ
02:21 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანნა
ქალი რომელიც მთელი ცხოვრება შენზე იზრუნებს რა თქმა უნდა :) Vpiqrob ar aqvs mnishvneloba sqess mtavaria giyvardes da uyvarde pativs gcemdes da gapasebdes... ara qmari romelsac qalishvilobis gamo moyavxar colad romelic ggalatobs "qartveli kacia" logikuria . Da aq vinc ki komentari dawera uaryopiti darwunebuli var ojaxuri dzaladobis msxverplia
01:16 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ციგანკა
ტავმოკვარეობა ნუ დაკარგეტ საერტოდ.ქარტველი რო ხარ მაგას მაინც ეცი პატივი
00:45 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS