21 მაისი, 2015
''მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა, ქალი აღმოჩნდა...''
არ მინდოდა, თავი გამოყენებულად მეგრძნო და უარს ვამბობდი ამბავი, რომელიც 25 წლის თეონას გადახდა, ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მგონი დროა, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვაღიაროთ, რომ საქართველოშიც შეიძლება ისეთი რაღაცები მოხდეს, რასაც ხშირად ვერც კი წარმოიდგენ.

- არ ვარ განსაკუთრებული გარეგნობის და არც რამე საოცარი ნიჭით გამოვირჩევი, მაგრამ მგონი, მეც მაქვს სიყვარულის უფლება. დასავლეთის ერთ-ერთ რაიონში დავიბადე და ისე გავიზარდე, რომ თაყვანისმცემელი არ მყოლია. ოჯახში სამი და ვიზრდებოდით და ყველაზე დაჩაგრული მე აღმოვჩნდი, რადგან ჩემი დები
16 და 18 წლის ასაკში მოიტაცეს და საკმაოდ კარგად გათხოვდნენ. ოც წელს რომ გადავაბიჯე, დედაჩემი ახლობლებს ეხვეწებოდა, ჩემთვის ვინმე გაერიგებინათ, მაგრამ ყველა ისეთი გამოჩნდა, რომელსაც ბინა არ ჰქონდა და ჩემთან უნდოდა საცხოვრებლად გადმოსვლა. არ მინდოდა, თავი გამოყენებულად მეგრძნო და უარს ვამბობდი.

- და ასე გახდი 25 წლის...
- დიახ, ბოლოს ამაზე ფიქრს თავი დავანებე, კერვა ვისწავლე და შეკვეთებს სახლში ვიღებდი. ერთ წელიწადში იმდენი ფული შევაგროვე, რომ ჩემთვის კომპიუტერი მეყიდა. ახალი სამყარო აღმოვაჩინე, რომელიც თურმე ჩემ ირგვლივ ყოფილა და არ ვიცოდი. მთელი დღეების განმავლობაში ვკერავდი ან კომპიუტერზე ვთამაშობდი, შემდეგ ესეც მომბეზრდა და გასაცნობ საიტებზე დავრეგისტრირდი. ჩემ მეზობლად ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც სტუდენტი იყო, თბილისში სწავლობდა. შაბათ-კვირას და არდადეგებზე ჩამოსული სულ ჩემს კომპიუტერთან იჯდა. მან დამარეგისტრირა პირველად ''ფეისბუქზე''.

- დარწმუნებული ვარ, გახალისდებოდი.
- რა თქმა უნდა, ცხოვრება ერთ კვირაში შეიცვალა, სპეციალურად ვიღებდი ლამაზ სურათებს და ჩემს გვერდზე ვაქვეყნებდი. ბევრი მამაკაცი მწერდა, მაგრამ მე მხოლოდ ერთმა დამაინტერესა. ცოტა უცნაური გარეგნობა ჰქონდა, უცხოელს ჰგავდა. გელათი გამეცნო და მთელი დღის განმავლობაში უამრავ სასიყვარულო ტექსტს მწერდა. ვირტუალური ნაცნობობა სამ თვეს გაგრძელდა და ბოლოს შეხვედრა მთხოვა. ის თბილისში ცხოვრობდა, მე P- რეგიონში. მითხრა, რომ ჩემს ქალაქში ჩამოვიდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ჩემს პატარა პროვინციულ ქალაქში ვიღაც აუცილებლად დამინახავდა და ვუთხარი, რომ მე ჩავიდოდი თბილისში.

- რას გპირდებოდა შეხვედრისას, ელოდი, რომ ცოლობას გთხოვდა?
- ვაღიარებ, რომ ფიზიკურ ურთიერთობაზე ვირტუალურად დავთანხმდი და რომ გაიგო, თბილისში მის სანახავად ჩავდიოდი, მითხრა, რომ მარტო ცხოვრობდა, სახლში მიმიყვანდა და ორ დღეს ერთად გავატარებდით. მშობლებს ვუთხარი, რომ თბილისში ნაჭრების საყიდლად მივდიოდი, რადგან განსაკუთრებული შეკვეთა მქონდა და მხოლოდ იქ იყიდებოდა. სადგურზე მანქანით გელა დამხვდა და ხელში ამიტაცა. სახეზე გაპრიალებული კანი ჰქონდა, უცნაური ვარცხნილობა და რაღაცნაირად დადიოდა. სახლში მიმიყვანა, უკვე ვნანობდი, რომ მასთან შეხვედრას დავთანხმდი, რადგან გული ცუდს მიგრძნობდა. ძალიან მშიოდა, გელამ კარგი სუფრა გაშალა, თან მუდმივად მკოცნიდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი სახით ოცნების ქალი იპოვა. ჩემი გაოცებული სახე უნდა გენახათ, როცა გამომიტყდა, რომ თავადაც ქალი იყო, ოღონდ კაცური მანერებით. ბავშვობიდან ასე იყო და სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. ახლა ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში მუშაობდა, ბევრი ფული ჰქონდა და მითხრა, თბილისში ღიად პარტნიორის პოვნა მიჭირს და ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო. ძალიან შემეშინდა, ტირილი დავიწყე. კარგა ხანს მამშვიდებდა, გულში მიხუტებდა და მეუბნებოდა, რომ სანამ არ მივეჩვეოდი, ხელს არ დამაკარებდა. ორი დღე ვიცხოვრეთ ერთად და გამოგიტყდებით, რომ უკვე მენატრება. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული ვფიქრობ, იქნებ ღირს, ლალის დავუბრუნდე, ქალს, რომელიც გელათი გამეცნო. არ ვიცი, რა სჯობს, კაცი, რომელსაც შენი ბინა უნდა თუ ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება შენზე იზრუნებს.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ელენე
მეც ვიცი მსგავსი სიტუაცია და ვიცნბ მასეთ ქალს რომელსაც ცოლი ყავს
23:51 / 26-10-2015
გამოხმაურება / 0 /
uii
რას იგონებთ,მეტი საქმე არა გაქვთ?
13:23 / 10-07-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე დადიანს
რა ფანტაზიები გქონია, რა სტატიებს იგონებ :)) და ეს კოემენტატორები ყველგან დაბალი დონე, ასეთ ყვითელ ჟურნალ–სტატიებს არ ვკითხულობ ზოგადად, მაგრამ ერთხელ ხომ ესეც უნდა მეცადა. :)) საშინელებაა, ხალხი თავს რით ირთობს :))
14:55 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ვერ ხარ ხო დალაგებული.შე დედა აფეთქებულო.ვაი შენს პატრონს....
18:32 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ვაი შენს პატრონს...
21:04 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
ხომ ვამბობ გამოსალოცია ერი სერიუზულად თან,ნახსირტი და შარდი აღარ გვიშვილის.:D :D
11:43 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
უბედურება
მინდა დავწერო... არ მიყვარს პრეტენზიული ხალხი,ბედს და სხვებს რომ აბრალებენ ყველაფერს.არასოდეს არ ვაბრალებდი(ვცდილობდი ყოველშემთხვევაში- არვიცი გამომდიოდა თუ არა) სხვას არაფერს ბავშვობიდან,მარტო საკუთარ თავს!ახლაც მიმაჩნია რომ ყველაფერი (ცუდი მითუმეტეს) ჩემი დამსახურებაა ცხოვრებაში! დროის დატრიალება რო შეიძლებოდეს პირველ რიგში ნეტს არ გავეკარებოდი.ფსიქიკა დამინგრია.არადა გონებიდან ყველაფრის წაშლას ხანდახან წლებიც არ ეყოფა ალბათ. წლები თუ საუკუნეები... რამოდენიმე წლის წინ გავიცანი ახალგაზრდა კაცი ოღონდ არა ფეისით ან მსგავსით,სხვაგან ინკოგნიტოდ,რეალურად ერთმანეთი არ გაგვიცნია.როცა გავიცანი ვირტ_ად, ცოლი არ ყავდა,შემდეგ შეირთო.ამან თითქმის არაფერი შეცვალა. ჩვენ უბრალოდ შევეჩვიეთ ერთმანეთს ვირტუალურად.ჩემი აზრით არც ის არც მე არაფერ შუაში არ ვიყავით,მხოლოდ გარემოება.მერე ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად წარიმართა.ერთმანეთს აშკარად ვერიდებოდით ნეტში... დაახლოებით 3 თვის წინ კი შევიტყე რომ ცოლს დაშორდა.აი მანდ დაიწყო ყველაზე საშინელი ეტაპი.როგორც მივხვდი (რომ იტყვიან ზურგის ტვინით) ეს კაცი ფიქრობდა ამ ამბავს შევიტყობდი თუ არა მაშინათვე სიხარულით ავივსებოდი.არადა მე ძალიან დავიბენი,თითქმის შოკი იყო ჩემთვის.საერთოდ არ ველოდი და ვერც მივხვდი რა რექცია შეიძლება მქონოდა.შემდეგ ცოტა აზრზე მოსვლა გაცნობიერება რო დავიწყე- რა,როგორ,რანაირად და ფიქრი იმაზე თუ რა შემხვედრი ნაბიჯი შეიძლებოდა გადამედგა ან ზოგადად გამერკვია ბევრი რამ, სწორედ ამ დროს შევიტყე კვლავ რომ ამ კაცს უკვე საკმაოდ სერიოზული რომანი ქონია გაბმული სხვასთან.თავად კი ცდილობს მგონი მიჩქმალოს(ის მიჩქმალვის დიდოსტატია),მაგრამ აი მისი ახალი შეყვარებული არ აძლევს ამის საშვალებას და ცდილობს როგორმე ყველას ყველაფერი გააგებინოს (იქნებ მადლობელიც უნდა ვყოფილიყავი მისი)... და თქვენ წარმოიდგინეთ,აქაც ყველაფერი ძველებურად მშვიდად გაგრძელდებოდა(ხო რა ვიცი ჩვენ რაღაც არაორდინალური, არატიპიური დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან)... ჩემი გაცხარება თუ გაცოფება იმან გამოიწვია რომ,პირდაპირ არ უთქვამს მაგრამ მიმანიშნა,ვითომდა მე მიმიძღვის ერთგვარად ბრალი მისი ცხოვრების არევაში.რაღა მიმანიშნა,ასე თქვა შენ დაგედოს ჩემი ცოლის ცოდვაო.მეტი რა უნდა ეთქვა?! იცოდა რა იქნებოდა ყველაზე მტკივნეული ჩემთვის და ამიტომ მოიქცა ასე...თან მაშინ როცა კარგად იცის რამხელა განსაცდელის წინაშე ვიმყოფები რაღაც მიზეზის გამო.მაგრამ მას არ აინტერესებს ეს.ის გამოდგა უსასტიკესი პიროვნება.ყველაზე დაუნდობელი ვინც კი არსებობს ქვეყანაზე და იცით რატომ ?!-- ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ ყოფილიყო თავისთვის ტკბილად იმ ახალ მეგობარ გოგოსთან ან ვაბშე ვისთან ერთადაც გაუსწორდებოდა.მან იცოდა რო მე უკვე ყველაფერს (პირველ რიგში მის გარეშე არსებობას) შეჩვეული ვიყავი.მაგრამ არა! კაცი თურმე ოფიციალურ რომანებშია,თავის თანმდევი "ატრიბუტებით",პაემნებით სიურპრიზების მოწყობებით ხვევნა-კოცნებით, ალერსით, მის ოჯახის წევრებთან დაახლოვებით და ღმერთმა იცის კიდევ რით... ხოლო შორიდან,მე (აბსოლიტურად უდანაშაულო ადამიანს,მისი ოჯახის დანგრევასთან მიმართებაში ვგულისხმობ) მითვლის ჩემი ცოლის ცოდვას არ შეგარჩენს ღმერთი შე გათახსირებულო სულის არარაობავოო! ბოლოს ბონუსად წყველაც არ დაიშურა ჩემთვის!
01:50 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანნა-ს
მგონი ძალადობის მსხვერპლი თავად უფრო ხარ ისე ამაზრზენი აზროვნება გაქვს!სქესს არ აქვს მნიშვნელობა არა?! აზროვნება რომ არ შეგიძლია საღად ფაქტია და საეჭვოა საერთოდ ტვინი გქონდეს!
14:38 / 29-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მიდი მოადე
კი ლალის დაუბრუნდი,მარა ერთი დიდი ვიბრატორი იყიდეთ შე ქალო,აბა ისე რავა იქნებით,მერე ადექით და ლგბტს მიაკითხეთ,აქტივისტებად მიგიღებენ,იქ შენნაირი გმირი გოგოები სჭირდებათ.17 მაისს,შეიარაღდით ვიბრატორებით,დუბინკებად გამოგადგებათ,რეზინისაა,და ვაი იმას ვისაც მოხვდება,და დაერიეთ ჰომოფობიით შეპყრობილ ქართველ ერს,და მღვდელს.სუ დუბინკებით დაუხეთქეთ თავები,...მაგ ჰომოფობებს მაგათ,დაანახეთ მსოფლიოს თუ რა შეუძლია ლესბიანკა ქალს,....აპა რავა შე ქალო
09:03 / 29-05-2015
გამოხმაურება / 0 /
:
იქ ორი დღე რამ გაგაჩერა... ეს ხალხი მთლად აიჭრა ღმერთოჩემოოოოო
23:34 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS