07 მაისი, 2015
"ჭორები მომდის რომ ქმარი კაცთან მღალატობს''
ელენე ორი შვილის დედაა, უფროს ბიჭს 16 წელი უსრულდება, უმცროსს კი ექვსი. თვრამეტი წელია რაც გათხოვილია. თავისი სალონი აქვს გახსნილი, სადაც თავადაც სტილისტად მუშაობს.

ოჯახი მისთვის ყველაზე დიდი ღირსებაა. ქმართან ძალიან იშვიათად აქვს კონფლიქტი. როგორც თვითონ აღნიშნავს, ყოველთვის კომპრომისზე მიდის. დიტოს პირად სივრცეს უტოვებს. თვლის რომ აუცილებელია მამაკაცი თავს თავისუფლად გრძნობდეს, იმისთვის რომ სახლში დაბრუნება სიამოვნებდეს.

ელენე: დიტო ძმაკაცებთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებს. ტრადიციულად, სამსახურის შემდეგ ბიჭები იკრიბებიან: ცოტას სვამენ, რამეს თამაშობენ, ხანდახან გასართობადაც
მიდიან. შაბათ-კვირას თევზაობენ, ნადირობენ ან ექსკურსიაზე მიდიან.

(ხანდახან შვილებიც მიჰყავთ.) დიტოს ყურადღება, რა თქმა უნდა, მაკლია, მაგრამ სიცარიელეს სალონი და ბავშვები მივსებენ. სახლის საქმეც ჩემი გასაკეთებელია, ამიტომ ცხვირის ჩამოშვების დრო არ მაქვს. მე და დიტო ახალი შეუღლებულები რომ ვიყავით ერთი მეზობელი გამეხუმრა:

,,არ იცი, რომ შენს ქმარს შენამდე კაცი საყვარელი ჰყავდაო?" ხანშიშესული კაცი იყო, ამიტომ ვიფიქრე სიბერემ მარაზმში ჩააგდო-მეთქი. ამ ბოლო დროს გადაკვრით მომდის ხმები, რომ თითქოს ჩემი ქმარი კაცთან მღალატობს. ჩემი შვილის ნათლია, ნატაშკა, დიტოსთან ერთად მუშაობს. მითხრა რომ სამსახურშიც ჭორაობენ მასზე. შვილებისს ყურამდე თუ მივა ეს ამბავი არ ვიცი რა მოხდება.

რომელ ბიჭს გაუხარდება, რომ წამოაძახონ გეის შვილი ხარო, მაშინაც კი თუ ეს ტყუილია. არც კი მიფიქრია რომ ჩემი ქმარი ბისექსუალია, მე სხვა რამეზე ვდარდობ. რატომ საუბრობს ხალხი ასეთ სიბინძურეს და როგორ შემიძლია გავაჩუმო ისინი?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ინგას
ცილისწამების მუხლი ამოღებულია კოდექსიდან პრაფესორშა.ისე კამერები ჯობია შენ ქმარს დაუყენო. ტუ რათქმაუნდა გყავს. ბლინ დურა დედაკაცი
00:47 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
mari
Eგ არაუსჰავს მტავარია ქალტან არ გიგალატოსტააააააა
11:22 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ხალხს პირს ვერ ამოუკერავ, სალონი გაქვს, თუ არ გადმოგდის უფულოდ არ იქნები. 1. დაიქირავე დეტექტივი.2. სახლში გამოაცხადე , რომ მიდიხარ ბავშვებთან ერთად დასასვენებლად წადი 2-3 კვირით სადმე სახლში კი დააყენე ფარული კამერები და მოსასმენი. თუ დამტკიცდა დიდი სკანდალით გაეყარე, ეგეთი იმსახურებს. თუ მართალია შენი ქმარი, იგივე დეტექტივს სთხოვე მოგიგროვოს ჩანაწერები ვინც ჭორაობს უჩივლე სასამართლოში ცილისწამებაზე. -"ყველაზე დიდი ბოროტება ცილისწამებაა, რას უზავ იმ ტყუილს საზოგადოებამ, რომელიც უკვე დაიჯერა საზოგადოებამ და მას ვერავითარი ძალა ვერ წაშლის", ეს ბრძენის სიტყვებია, არის მეორეც-"კვამლი უცეცხლოდ არ არის" შვილებზე ფიქრს მოეშვი შენი თავი შეიცოდე თუ ეგ მართალია განქორწინება მიეცი .
15:23 / 11-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ეტყობა სულითაა პიდარასტი თორემ დიტო მაგას როგორ იკადრებდა...
10:57 / 11-05-2015
გამოხმაურება / 0 /
:)
ხმები ტყუილად არ ვრცელდება, ყურებს და თვალებს ნუ დახუჭავ და დაინახავ ! საშინელებაა მასეთი კაცის ცოლობა.
15:45 / 09-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS