06 მაისი, 2015
''ყოფილი ქმრისგან ბავშვს ველოდები და დედა აბორტის გაკეთებას მაძალებს''
ამეხუტა და მითხრა, ასე არ ჯობს, იქნებ, ბინა ცალკე იქირავო და ხშირად ჩამოვალო 28 წლის მანჩო მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ფიქრობს, რომ თუ აბორტს არ გაიკეთებს, ქუჩაში აღმოჩნდება. მის ამბავში მთავარი ის არის, რომ ბავშვს ყოფილი ქმრისგან ელოდება და ოჯახის მაინც ეშინია.

- გელას ცოლად რომ გავყევი, 20 წლის ვიყავი. ჩემი მშობლები კინაღამ გაგიჟდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ამ ასაკში გათხოვება გადავწყვიტე, თან ჩემი ქმარი საშინლად არ მოსწონდათ. განსაკუთრებულად - მისი ოჯახი. დედამთილი მართლა საშინელი მყავდა, სიცოცხლეს
მიმწარებდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შვილი არ გამიჩნდა და მშობლების სახლში დავბრუნდი. გელამ დალევა დაიწყო და ხშირად მამწარებდა. ფიზიკურადაც მეხებოდა.

- მშობლები თქვენს ურთიერთობაში არ ერეოდნენ?
- ჩემები ბოლომდე არ შემრიგებიან და ძალიან გაუხარდათ ჩემი სახლში დაბრუნება. თავს მევლებოდნენ. მუშაობა დამაწყებინეს და საკუთარი შემოსავალი რომ გამიჩნდა, მეც ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. თავიდან გელა სამსახურში მაკითხავდა და შერიგებას მთხოვდა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, თავი დამანება.
იმერეთის ერთ რაიონში ვცხოვრობდი და სამსახურში თავი ისე გამოვიჩინე, რომ სამ თვეში თბილისის ფილიალში გადამიყვანეს. ჩემი მამიდაშვილი უნივერსიტეტში სწავლობდა და ერთად ვიქირავეთ ბინა. მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი. კმაყოფილი, რომ ოჯახი დამენგრა და ასე კარგად ავეწყვე, სანამ ერთ დღეს არ მივხვდი, რომ ყოფილი ქმარი მენატრებოდა.

- უცნაურია, რადგან ყველაფერი გააკეთე ახალი ცხოვრების დასაწყებად.
- მეც ვერ ვხვდები, რა დამემართა. შეიძლება იმიტომ, რომ ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად არ ვიყავი. თან, ირგვლივ არავინ იცოდა, რომ განათხოვარი ვიყავი და უამრავი ბიჭი მიხსნიდა სიყვარულს. ერთ დღეს, დღემდე არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, როდესაც ჩემი მამიდაშვილი ერთი კვირით მშობლებთან წავიდა, სახლში მარტო დარჩენილმა ყოფილ ქმარს დავურეკე და თბილისში ჩამოსვლა ვთხოვე. გვიან ღამე მანქანით ჩამოვიდა და იმ ღამეს ჩემთან დარჩა. შერიგებაზე არც გვისაუბრია, უბრალოდ, ის ერთი კვირა ერთად გავატარეთ. სამსახურში ჩვეულებრივ დავდიოდი და შინ გელა მელოდებოდა, რომელიც მთელი დღე ჭამდა ან ტელევიზორს უყურებდა. როდესაც ჩემი მამიდაშვილის ჩამოსვლის დღე მოვიდა, ვთხოვე, სახლში დაბრუნებულიყო. ჩამეხუტა და მითხრა, ასე არ ჯობს, იქნებ, ბინა ცალკე იქირავო და ხშირად ჩამოვალო.

- ის ერთი კვირა კარგად გექცეოდა?
- ძალიან... თავს მევლებოდა. ხანდახან ვფიქრობ, არ იქნებოდა ცუდი ქმარი, რომ არა დედამისი. მისი წასვლიდან ერთ თვეში სამსახურში ცუდად გავხდი, სასწრაფომ საავადმყოფოში გადამიყვანა და ასე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი. ასეთი ბედნიერი გათხოვების დღესაც არ ვყოფილვარ. მაშინვე გელას დავურეკე და ეს ამბავი ვახარე. მოულოდნელად მითხრა, ჯერ ბავშვი დაიბადოს და მერე დავიჯერებ, რომ ჩემგან ხარ ფეხმძიმედ, თორემ ვინ დავაჯერო, ამდენი ხანია, თბილისში ხარ და არავინ გყავს, რა ვიცი, რომ ჩემგან დაფეხმძიმდიო. ცხოვრება თავზე დამენგრა. დედას ტირილით დავურეკე და სასწრაფოდ ჩამოსვლა ვთხოვე. როდესაც ჩემი ბავი გაიგო, კინაღამ მცემა და მითხრა, რომ სასწრაფოდ აბორტი გამეკეთებინა.

- მიზეზი გელას საქციელი გახდა?
- არა მარტო, ის ნაძირალასავით მოიქცა, მაგრამ დედაჩემი ამბობს, სოფელში არავინ დაიჯერებს, რომ ბავშვი ყოფილი ქმრისგან გააჩინეო. თან, მარტოხელა დედობა ძალიან გაგიჭირდებაო. მამამ ჯერ არ იცის, დედა მეუბნება, თუ აბორტს გავიკეთებ, ყველანაირად დამეხმარება, იქნებ, საზღვარგარეთ გააგრძელო ცხოვრებაო. ორი ძმა მყავს და ჩემი თავიდან მოშორება უნდა, ფიქრობს, რომ შეიძლება, რომელიმე მათგანმა გელას რამე დაუშაოს და საქმე საციხედ გაუხდეთ. მეუბნება, არ გაპატიებენ და მაგრად გცემენო. კიდევ ერთხელ დავურეკე გელას და მოვუყევი, დედაჩემმა რაც მითხრა, ვთხოვე, ჩამოდი, ცალკე გადავიდეთ, შენც იმუშავებ და რაღაცნაირად ვიცხოვრებთ-მეთქი, მაგრამ მეუბნება, სანამ ბავშვი არ დაიბადება, შენი არ მჯერა და რაც შეეხება შენს ძმებს, არავისი მეშინია და გინდა, ყოველდღე სახლში მომიცვივდნენო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, აბორტის გაკეთებას სიკვდილი მირჩევნია, მგონია, რომ შემდეგ შვილი აღარ მეყოლება.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
ნიტა
ინანებ,, დამიჯერე ძალიან ინანებ,,, მე ასე ვნანობ უკვე 4 წელია და სული მტკივა
23:00 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
Nინი
არ გაგიჟდე და აბორტი Aრ გაიკეთო თორემ მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაგექცევა. ყველა თავისას ფიქრობს, თუნდაც დედაშენი თავის შვილებზე Dა შენ ვისზე ფიქრობ?? შენს შვილს კლავ ხვდები?? დედაშენს უთარი გაზრდილი შვილი მოკლას თავისი და მერე შენც მოკლავ!!! იზამს?? დაივიწყე ყველა! ღმერთი არ ჰაგწირავს. შეიძლება აბორტის მერე აღარ გაგიჩნდეს შვილი! Aმ ცხოვრებაში საქართველოში შენ რომ Gყავს ეგეთი ქმარი ზედმეტი ბარგია. ხალხი სუროგატიტ და სინჯარებით აჩენენ ნეტა მოგცლია რა. Mაქსიმუმ 1 წელი გაგიჭირდეს, ჩამოვიდეს დედაშენი და შეგეშველოს შAნამ ბაღში შევა ბავშვი
22:56 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანო
Aუცილებლად გააჩინე თავისთავად დალაგდება ყელაფერი სამსახური გაქვს შემოსავალი გაქვს და გაზრდი წყალს წაუღია ყველა არაადამიანები.!!
22:55 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
იცი შვილი რა ბედნიერებააა? როცა პატარას დაინახავ კველაფერი ცუდი დაგავიწყდება... აბორტს თუ გაიკეთებ მერე ინანებ ....შენი ძალიან კარგად მესმის. იციიი მე დგემდე ვნანობ სული მტკივა და მთელი ცხოვრება მეტკიება
22:55 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
არ მოშორო ჩემს მაგალითზე გეტყვი მაგაზე საშინელი გრძნობა არ არსებობს მთელი ცხოვრება დაიტანჯები. ერთ დიდ შეცდომას შევწირე ჩემი ცხოვრება, მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა რას აგარ ვაკეთებ რომ შვილი მყავდეს, ალბათ სასჯელია ასეთი და დავიმსახურე. არ მოუსმინო არავის გააჩინე და იბედნიერეთ
18:24 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სსს
არ გაიკეთო აბორტი, უდიდესი ცოდვაა და თან 28 წლის ასაკში რატომ არ უნდა გააჩინო შვილი. ყველაფერს მოევლება, ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა და არ გაგწირავს. ეს დიდი საჩუქარია.
17:03 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
iana
შვილი დაიტოვე, ყოფილი ქმარი კი მოისროლე. დამპალი, როგორ გაკადრა!!!! საკუთარი შვილის დედას როგორ აკადრა!!! ეს მშობლები ხო საერთოდ რაააა.... კომუნიზმში არიან ჩარჩენილები. თუ ვინმეს რამის თქმა უნდა ისედაც არ დაგაკლებს და იჭორავებს. ასე რომ შვილზე იზრუნე და ის ნაგავი კაცი დაივიწყე. შენს შვილს ახლოსაც არ გააკარო და როცა წამოიზრდება მოუყევი რა დამპალი მამა ყავს
16:57 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
შვილი ყველაფერზე ძვირფასია.....შენ თავად მიხვდები ამას,როცა მას ხელში აიყვან და გულში ჩაიკრავ,..სვას არავის უსმინო,ქმრის უირს სიტყვებს ნუ მიაქცევ ყურადღებას.
16:54 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
შვილი ყველაზე დიდი ბრდნიერებააა ქალისთვის დამერწმუნე.ცოდვა არ ჩაიდინო.შენი ცხოვრება შვილის დაბადების შემდეგ უფრო საინტერესო გახდება...
11:14 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
-----
გენეტიკის შესახებ რამე გაგიგიაა? რაც მამამისია ისეთი გამოვა მისი შვილი.დაუჯერე დედაშენს და შენი ქმარი დაივიწყე.შეიშნოვე სამსახური და ახალი ცხოვრება.
09:45 / 07-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS