06 მაისი, 2015
''ყოფილი ქმრისგან ბავშვს ველოდები და დედა აბორტის გაკეთებას მაძალებს''
ამეხუტა და მითხრა, ასე არ ჯობს, იქნებ, ბინა ცალკე იქირავო და ხშირად ჩამოვალო 28 წლის მანჩო მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ფიქრობს, რომ თუ აბორტს არ გაიკეთებს, ქუჩაში აღმოჩნდება. მის ამბავში მთავარი ის არის, რომ ბავშვს ყოფილი ქმრისგან ელოდება და ოჯახის მაინც ეშინია.

- გელას ცოლად რომ გავყევი, 20 წლის ვიყავი. ჩემი მშობლები კინაღამ გაგიჟდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ამ ასაკში გათხოვება გადავწყვიტე, თან ჩემი ქმარი საშინლად არ მოსწონდათ. განსაკუთრებულად - მისი ოჯახი. დედამთილი მართლა საშინელი მყავდა, სიცოცხლეს
მიმწარებდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შვილი არ გამიჩნდა და მშობლების სახლში დავბრუნდი. გელამ დალევა დაიწყო და ხშირად მამწარებდა. ფიზიკურადაც მეხებოდა.

- მშობლები თქვენს ურთიერთობაში არ ერეოდნენ?
- ჩემები ბოლომდე არ შემრიგებიან და ძალიან გაუხარდათ ჩემი სახლში დაბრუნება. თავს მევლებოდნენ. მუშაობა დამაწყებინეს და საკუთარი შემოსავალი რომ გამიჩნდა, მეც ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. თავიდან გელა სამსახურში მაკითხავდა და შერიგებას მთხოვდა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, თავი დამანება.
იმერეთის ერთ რაიონში ვცხოვრობდი და სამსახურში თავი ისე გამოვიჩინე, რომ სამ თვეში თბილისის ფილიალში გადამიყვანეს. ჩემი მამიდაშვილი უნივერსიტეტში სწავლობდა და ერთად ვიქირავეთ ბინა. მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი. კმაყოფილი, რომ ოჯახი დამენგრა და ასე კარგად ავეწყვე, სანამ ერთ დღეს არ მივხვდი, რომ ყოფილი ქმარი მენატრებოდა.

- უცნაურია, რადგან ყველაფერი გააკეთე ახალი ცხოვრების დასაწყებად.
- მეც ვერ ვხვდები, რა დამემართა. შეიძლება იმიტომ, რომ ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად არ ვიყავი. თან, ირგვლივ არავინ იცოდა, რომ განათხოვარი ვიყავი და უამრავი ბიჭი მიხსნიდა სიყვარულს. ერთ დღეს, დღემდე არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, როდესაც ჩემი მამიდაშვილი ერთი კვირით მშობლებთან წავიდა, სახლში მარტო დარჩენილმა ყოფილ ქმარს დავურეკე და თბილისში ჩამოსვლა ვთხოვე. გვიან ღამე მანქანით ჩამოვიდა და იმ ღამეს ჩემთან დარჩა. შერიგებაზე არც გვისაუბრია, უბრალოდ, ის ერთი კვირა ერთად გავატარეთ. სამსახურში ჩვეულებრივ დავდიოდი და შინ გელა მელოდებოდა, რომელიც მთელი დღე ჭამდა ან ტელევიზორს უყურებდა. როდესაც ჩემი მამიდაშვილის ჩამოსვლის დღე მოვიდა, ვთხოვე, სახლში დაბრუნებულიყო. ჩამეხუტა და მითხრა, ასე არ ჯობს, იქნებ, ბინა ცალკე იქირავო და ხშირად ჩამოვალო.

- ის ერთი კვირა კარგად გექცეოდა?
- ძალიან... თავს მევლებოდა. ხანდახან ვფიქრობ, არ იქნებოდა ცუდი ქმარი, რომ არა დედამისი. მისი წასვლიდან ერთ თვეში სამსახურში ცუდად გავხდი, სასწრაფომ საავადმყოფოში გადამიყვანა და ასე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი. ასეთი ბედნიერი გათხოვების დღესაც არ ვყოფილვარ. მაშინვე გელას დავურეკე და ეს ამბავი ვახარე. მოულოდნელად მითხრა, ჯერ ბავშვი დაიბადოს და მერე დავიჯერებ, რომ ჩემგან ხარ ფეხმძიმედ, თორემ ვინ დავაჯერო, ამდენი ხანია, თბილისში ხარ და არავინ გყავს, რა ვიცი, რომ ჩემგან დაფეხმძიმდიო. ცხოვრება თავზე დამენგრა. დედას ტირილით დავურეკე და სასწრაფოდ ჩამოსვლა ვთხოვე. როდესაც ჩემი ბავი გაიგო, კინაღამ მცემა და მითხრა, რომ სასწრაფოდ აბორტი გამეკეთებინა.

- მიზეზი გელას საქციელი გახდა?
- არა მარტო, ის ნაძირალასავით მოიქცა, მაგრამ დედაჩემი ამბობს, სოფელში არავინ დაიჯერებს, რომ ბავშვი ყოფილი ქმრისგან გააჩინეო. თან, მარტოხელა დედობა ძალიან გაგიჭირდებაო. მამამ ჯერ არ იცის, დედა მეუბნება, თუ აბორტს გავიკეთებ, ყველანაირად დამეხმარება, იქნებ, საზღვარგარეთ გააგრძელო ცხოვრებაო. ორი ძმა მყავს და ჩემი თავიდან მოშორება უნდა, ფიქრობს, რომ შეიძლება, რომელიმე მათგანმა გელას რამე დაუშაოს და საქმე საციხედ გაუხდეთ. მეუბნება, არ გაპატიებენ და მაგრად გცემენო. კიდევ ერთხელ დავურეკე გელას და მოვუყევი, დედაჩემმა რაც მითხრა, ვთხოვე, ჩამოდი, ცალკე გადავიდეთ, შენც იმუშავებ და რაღაცნაირად ვიცხოვრებთ-მეთქი, მაგრამ მეუბნება, სანამ ბავშვი არ დაიბადება, შენი არ მჯერა და რაც შეეხება შენს ძმებს, არავისი მეშინია და გინდა, ყოველდღე სახლში მომიცვივდნენო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, აბორტის გაკეთებას სიკვდილი მირჩევნია, მგონია, რომ შემდეგ შვილი აღარ მეყოლება.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
ზურა-ს
შე ბეცო საიდან დაასკვენი,რომ გულაობდა?ფუი რა ბანძები ხარტ ქარტველი კაცები
07:54 / 15-05-2015
გამოხმაურება / 0 /
lina
Chemo kargo aravitar shemtxvevashi ar moishoro torem inaneb.aucileblad gaachine da mixvdebi ra bednierebaa shvilis Yola.damijere araaq mnishvneloba vin ras ityvis mtavaria shvili geyoleba. ..shvili romelic ubednieres qalad gagrdznobinebs tavs.lina 27 wlis
14:34 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურას
შენ წაიკითხე სტატია ნრმალურად. 3 წელი შვილი არ მიჩნდებოდაო და ქმარი გალოთდა და სცემდა. არავისთან არ უვლია. იმ კაცს ალბათ თავის პოტენციალზე აქვს ეწვი მხოლოდ და მხოლოდ :))))
10:20 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
@@@@@@
თუ ამ წერილის ავტორი რეალური პიროვნებაა, მე 55 წლის ქალი , რომელსაც უკვე მყავს დიდი შვილები , ქმარი გოგოც და ბიჭიც. მე მესმის დედაშენის დამიფაროს უფალმა, მეორე მხრივ შენი სიტყვებით კი უნდა იყო 34 წლის და ეგებ ეს შენი უკანასკნელი შანსია დედობის ამაზე არ ფიქრობს დედაშენი?, რას იტყვის ხალხი ის უფრო აღელვებს?. მე გოგო მყავს ჯვარი ეწეროს სულ იმას ვეჩიჩინები, რომ დავკარგავ თუ მსგავსი ნაბიჯი გადადგა, სინამდვილეში სულ იმის შიში მაქვს წლები მიდის და უშვილოდ არ დარჩეს. მყავდა ახლობლები ძალიან განათლებულები, თანამდებობის პირები წუნიაობით დარჩნენ გაუთხოვრები და ნადირობა მიდიოდა მათ ნივთებზე, რომელი ძმისშვილი კარგი რა. შენს შვილზე იფიქრე. ახლა ვერ დავწერ სახელს ერთი სულ ახლახან მივაბარეთ მიწას და მიხვდება სანათესაო. გული ამერია ამათ საქციელზე.
00:33 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თინა
რომელი საუკუნეა,ვის უკვირს მარტოხელა დედობა?!აუცილებლად გააჩინე და როცა პატარას ჩაეხუტები,როცა მისი პაწაწუნა ხელები სახესა და მკერდზე მოგეთათუნება,მიხვდები,რო უბედნიერესი ქალი ხარ და უფალმა დიდი საჩუქარი გამოგიგზავნა!ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს!
00:18 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნნნნ
Ar gabedo aborti! Torem Inaneb dzalian, dzalian...
21:47 / 11-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გ.გ.
არ გაიკეთო აბორტი, არ აქვს მნიშვნელობა "ყოფილი ქმარი" ვინაა და როგორია, არც იმას ვის უნდა რომ გააჩინო და ვის არა, მთავარია შვილი არ მოკლა.... ნუ გაწირავ პატარა ადამიანს სასიკვდილოდ ვიღაცეების გამო... მაგრად იდექი, ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ მერე მიხვდები რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ის პატარა, შენი შვილი, უცოდველი არსება და შენი ბედნიერება, რომ არ გაგეჩინა.... ყველა და ყველაფერი "დაიკიდე" და იბრძოლე შენში ჩასახული სიცოცხლის გადასარჩენად... და ერთ დღესაც, როდესაც დაინახავ პაწაწუნას და ჩახედავ თვალებში, ყველაფერი, საერთოდ ყველა ტკივილი დაგავიწყდება.... ამას საკუთარი გამოცდილებით გეუბნები... მიენდე უფალს და ისე მაგრად იქნება ყველაფერი, რომ ვერც წარმოგიდგენია.... ღმერთს ებარებოდე, შენც და შენი პატარაც... :*
13:40 / 11-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ყველა კომენტარი წავიკითხე და შევატყვე რომ აქ ქალები ვინც აკომენტარებთ უმეტესობა უტვინოები ხართ! რატომ ლანძღავთ გელას?)) ისე წერთ კომენტარს რომ ერთიც კი არ დაფიქრებულხართ იმაზე თუ რატომ ეუბნება გელა ჯერ ბავშვი დაიბადოსო, ხომ არც იმით დაინტერესებულხართ თუ რეალურად რატომ დაშორდნენ ერთმანეთს წარსულში? ეჭვობს ის კაცი რომ არაა შვილი მისი, თორემ ხომ ხედავთ თუ ჩემიაო უარს არ ამბობს... იქნებ ამ გოგოს საქციელმა განაპირობა მისი ასეთი ეჭვი? იქნებ გაშორების მიზეზიც ეგ იყო? იქნებ დადიოდა ეგ გოგო სხვებთან ერთად? თვითონაც ამბობს უამრავი თაყვანისმცემელი მყავდაო... ხოდა იქნებ კი არა 99%-ით ეგრეა... კიდევ პატიოსნად იქცევა ის კაცი ამ სავარაუდოდ ნაგულავებ ქალს რომ ეუბნება თუ ბავშვი ჩემია შეგირიგდებიო... მოკლედ ქათმის ტვინი გაქვთ რაა, ერთადერთი იმაში გეთანხმებით რომ აბორტი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოს...
10:51 / 11-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მაინტრესებს ამ საზოგადოებას რა ემართება რატომ აყენებენ საკუთარ შვილს უკან და წინ ვიღაც ბრბოს აზრს? : ))) სამი წელი ვერ აჩენდი შვილს და ერთ კვირაში დაფეხმძიმდი ეს არგეჩვენება დიდ შანსად? ხო ღირსი იქნები ეს უკანასკნელი შანსი იყოს და აბორტის მერე სულ ეს ბავშვი გახსენდებოდეს? : )))) დედაშენმა არ იცის რომ ზრდასრული და გაუჩენელი ადამიანის სიკვდილი ტოლფასია? თუ ჯერ რადგან არ დაუნახავს და არ შეხებია მარტივად იმეტებს!!!!!! შენი ქმარი უსაქმური მუთაქაა თუ რაიონიდან აქ გადმოგიყვანეს ე.ი პერსპექტიული კადრი ხარ...არ დაიკარგები. და კევ არან ამქვეყნად მამაკაცები რომლებიც ჯანსაღად აზროვნებენ : ))))) ასე რომ ამაზე ნუ იდარდებ!!! შეაფურთხე ყველას ვინც გონებას გწამლავს. გახსოვდეს ქალის მთავარი დანშნულება მთავარი არს და ბედნიერება დედობის ფუფუნებაა. დედობა ეს ფუფუნებაა ეს გაიაზრე ნუ გაიღარბებ სულს და დამახნჯებ მომავალს!
16:07 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
არავითარ შემთხევაში!მიაფურთხე ყოფილ ქმარს, და დაიჭირე თავი შორს ყველასგან ვინც აბორტისკენ გიბიძგებს!! ზრდასრული ქალი ხარ და თავად წყვეტ შენს ცხოვრებას. გაიჩინე შვილი, ღმერთI დაგეხმარება კეთილი ხალხის სახით! არ ჩაიდინო ცოდვა და აჩუქე სიცოცხლე პატარას! უფალს ებარებოდე!
02:30 / 08-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS