06 მაისი, 2015
''ყოფილი ქმრისგან ბავშვს ველოდები და დედა აბორტის გაკეთებას მაძალებს''
ამეხუტა და მითხრა, ასე არ ჯობს, იქნებ, ბინა ცალკე იქირავო და ხშირად ჩამოვალო 28 წლის მანჩო მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ფიქრობს, რომ თუ აბორტს არ გაიკეთებს, ქუჩაში აღმოჩნდება. მის ამბავში მთავარი ის არის, რომ ბავშვს ყოფილი ქმრისგან ელოდება და ოჯახის მაინც ეშინია.

- გელას ცოლად რომ გავყევი, 20 წლის ვიყავი. ჩემი მშობლები კინაღამ გაგიჟდნენ, როდესაც გაიგეს, რომ ამ ასაკში გათხოვება გადავწყვიტე, თან ჩემი ქმარი საშინლად არ მოსწონდათ. განსაკუთრებულად - მისი ოჯახი. დედამთილი მართლა საშინელი მყავდა, სიცოცხლეს
მიმწარებდა. სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შვილი არ გამიჩნდა და მშობლების სახლში დავბრუნდი. გელამ დალევა დაიწყო და ხშირად მამწარებდა. ფიზიკურადაც მეხებოდა.

- მშობლები თქვენს ურთიერთობაში არ ერეოდნენ?
- ჩემები ბოლომდე არ შემრიგებიან და ძალიან გაუხარდათ ჩემი სახლში დაბრუნება. თავს მევლებოდნენ. მუშაობა დამაწყებინეს და საკუთარი შემოსავალი რომ გამიჩნდა, მეც ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. თავიდან გელა სამსახურში მაკითხავდა და შერიგებას მთხოვდა, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა, თავი დამანება.
იმერეთის ერთ რაიონში ვცხოვრობდი და სამსახურში თავი ისე გამოვიჩინე, რომ სამ თვეში თბილისის ფილიალში გადამიყვანეს. ჩემი მამიდაშვილი უნივერსიტეტში სწავლობდა და ერთად ვიქირავეთ ბინა. მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი. კმაყოფილი, რომ ოჯახი დამენგრა და ასე კარგად ავეწყვე, სანამ ერთ დღეს არ მივხვდი, რომ ყოფილი ქმარი მენატრებოდა.

- უცნაურია, რადგან ყველაფერი გააკეთე ახალი ცხოვრების დასაწყებად.
- მეც ვერ ვხვდები, რა დამემართა. შეიძლება იმიტომ, რომ ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად არ ვიყავი. თან, ირგვლივ არავინ იცოდა, რომ განათხოვარი ვიყავი და უამრავი ბიჭი მიხსნიდა სიყვარულს. ერთ დღეს, დღემდე არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, როდესაც ჩემი მამიდაშვილი ერთი კვირით მშობლებთან წავიდა, სახლში მარტო დარჩენილმა ყოფილ ქმარს დავურეკე და თბილისში ჩამოსვლა ვთხოვე. გვიან ღამე მანქანით ჩამოვიდა და იმ ღამეს ჩემთან დარჩა. შერიგებაზე არც გვისაუბრია, უბრალოდ, ის ერთი კვირა ერთად გავატარეთ. სამსახურში ჩვეულებრივ დავდიოდი და შინ გელა მელოდებოდა, რომელიც მთელი დღე ჭამდა ან ტელევიზორს უყურებდა. როდესაც ჩემი მამიდაშვილის ჩამოსვლის დღე მოვიდა, ვთხოვე, სახლში დაბრუნებულიყო. ჩამეხუტა და მითხრა, ასე არ ჯობს, იქნებ, ბინა ცალკე იქირავო და ხშირად ჩამოვალო.

- ის ერთი კვირა კარგად გექცეოდა?
- ძალიან... თავს მევლებოდა. ხანდახან ვფიქრობ, არ იქნებოდა ცუდი ქმარი, რომ არა დედამისი. მისი წასვლიდან ერთ თვეში სამსახურში ცუდად გავხდი, სასწრაფომ საავადმყოფოში გადამიყვანა და ასე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი. ასეთი ბედნიერი გათხოვების დღესაც არ ვყოფილვარ. მაშინვე გელას დავურეკე და ეს ამბავი ვახარე. მოულოდნელად მითხრა, ჯერ ბავშვი დაიბადოს და მერე დავიჯერებ, რომ ჩემგან ხარ ფეხმძიმედ, თორემ ვინ დავაჯერო, ამდენი ხანია, თბილისში ხარ და არავინ გყავს, რა ვიცი, რომ ჩემგან დაფეხმძიმდიო. ცხოვრება თავზე დამენგრა. დედას ტირილით დავურეკე და სასწრაფოდ ჩამოსვლა ვთხოვე. როდესაც ჩემი ბავი გაიგო, კინაღამ მცემა და მითხრა, რომ სასწრაფოდ აბორტი გამეკეთებინა.

- მიზეზი გელას საქციელი გახდა?
- არა მარტო, ის ნაძირალასავით მოიქცა, მაგრამ დედაჩემი ამბობს, სოფელში არავინ დაიჯერებს, რომ ბავშვი ყოფილი ქმრისგან გააჩინეო. თან, მარტოხელა დედობა ძალიან გაგიჭირდებაო. მამამ ჯერ არ იცის, დედა მეუბნება, თუ აბორტს გავიკეთებ, ყველანაირად დამეხმარება, იქნებ, საზღვარგარეთ გააგრძელო ცხოვრებაო. ორი ძმა მყავს და ჩემი თავიდან მოშორება უნდა, ფიქრობს, რომ შეიძლება, რომელიმე მათგანმა გელას რამე დაუშაოს და საქმე საციხედ გაუხდეთ. მეუბნება, არ გაპატიებენ და მაგრად გცემენო. კიდევ ერთხელ დავურეკე გელას და მოვუყევი, დედაჩემმა რაც მითხრა, ვთხოვე, ჩამოდი, ცალკე გადავიდეთ, შენც იმუშავებ და რაღაცნაირად ვიცხოვრებთ-მეთქი, მაგრამ მეუბნება, სანამ ბავშვი არ დაიბადება, შენი არ მჯერა და რაც შეეხება შენს ძმებს, არავისი მეშინია და გინდა, ყოველდღე სახლში მომიცვივდნენო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, აბორტის გაკეთებას სიკვდილი მირჩევნია, მგონია, რომ შემდეგ შვილი აღარ მეყოლება.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
გელა-ს ისტორიიდან
გაექეცი ამ ქალს,პოტენციური მკვლელია,შეიძლება შენც მოგკლას,ფიზიკურად ან მორალურად.
15:12 / 17-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ბავსჰვი გმერტის საცჰუქარია, და მას უფლება აქვს იცოცხლოს,არ მოკლატ ტორემ მტელი ცხოვრება მსჯავრსჰი იქნები, გმერტი დაგეხმარებატ მის გაზრდასჰი, ბედნიერებას მოგიტანტ.
23:33 / 20-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ასეთი უსაქმური კაცის თავიდან მოშორება ძალიან გაგიჭირდება, ძალიან კარგად იცის, რომ მისი შვილია, როცა გაჩნდება, მერე მოგაკითხავს, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია
20:46 / 19-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
დამერწმუნე შვილი დაგავიწყებს ყველას თან დამოუკიდებელი ხარ როგორც აღწერე აბორტი საშინელებაა მკვლელი გახდები ნუ დაუჯერებ ნურავის ტორე დარჩები უშვილო
18:45 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
jio
mgoni scoria is gela, ase brmad dajereba da migeba zalian znelia, rom misi shvilia. aba dafiqrdit da tavad carmoidginet tavi mis adgilze...
11:42 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
ეგ კაცების განსახიერება შვილისს გირსი არ ყოპილა .აბორტის გაკეტებასს არ გირჩევ გააჩინე ბავშვი და ეგ უნამუსო ახლო არ გაიკარო. გამოჩნდება ისეტი მამაკაცი რომელსაც შენტან ერტად შენი შვილიც ეყვარება საკუტარივიტ .
08:25 / 21-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ღმერთმა ინება რომ დედა გამხდარიყავი და ნუ დაუჯერებ სხვას.იმას მიენდე ვისაც შენთვის ბედნიერება მოაქვს.მერწმუნე იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია საკუთარ შვილზე რომ იზრუნებ.ბოლოს არც დედა იქნება სულ შენს გვერდით,არც ძმები,ისინიც მონახავენ ბედნიერებას და ბოლოს შენ იქნები სრულიად მარტო. გმერთი შენსკენ.
16:23 / 28-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
აბორტი უპატიებელია ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ მოცემულობაში!!!
02:25 / 23-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფი
არ დაიღუპო თავი და არ დაინგრიო ცხოვრება.მუშაობ ხო?შენ შვილს თავად არჩენ.16წლის ასაკში წამლებით მომაშორებინა შეყვარებულმა მშობლელი გადაირევიან ორსული რომ მიგიყვანოო.მას შემდეგ დაკარგულ შვილს მივტირივარ.ეხლა ქმარია უკვე და შვილიც მყავს მაგრამ იმ დანაკლისს ვერ ვივსებ.დაიკიდე ყველა და ყველაფერი.შვილი ბევრ სიმწარეს გადაგატანინებს :* წარმატებებიიი
12:20 / 22-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინკა
28 წლის ასაკში რომ აბორტი გაიკეთო,შვილი დიდი ალბატობიტ აგარც გეყოლება.ჯერ ისედაც 3 წეოლი არ გიჩნდებოდა,ახლა ამ ასაკში აბორტის გაკეტება...სანამ მერე კიდევ ვინმეს შეხვდები და ოჯახს შექმნი დრო გარბის და სჰვილის გაცჰენის სჰანსი დზალოიან მცირდება.არ ფიქრობს დედაშენი ამაზე?გააჩინე და ეგ შენი ბეყე გელაც დარწმუნდება,რომ მისი შვილია,აგიარებინე და ალიმენტიც დააკისრე,შერიგებიტ კი არ უნდა შეურიგდე და არ უნდა აპატიო ასეთ ნადზირალას,მითუმეტეს,რომ ჩამის მეტი არაფერი შეუდზლია როგორც ჩანს.კაცი რომ ყოფილიყო,იმას კ იარ გეტყოდა,სხვა ბინა იქირავეო,ტვიტონ იქირავებდა და გადაგიყვანდა
08:00 / 15-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS