04 მაისი, 2015
''ბანკეტის ღამეს შეყვარებულის ტყუპისცალთან ქალიშვილობა დავკარგე...''
როგორც ნია ამბობს, ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა. ყველაფერი საბედისწერო ბანკეტის ღამემ შეცვალა. ახლა მისი ცხოვრება ჯოჯოხეთია, გამოსავალს ვერ პოულობს, სერიოზულად ფიქრობს თავი ხომ არ მოიკლას.

ნია:
- მამიდა მზრდის. არაჩვეულებრივი ქალია. ძალიან ვემადლიერები. მამა საზღვარგარეთაა. დედა მშობიარობას გადაჰყვა. მამაჩემის წყალობით, გაჭირვებაში არ ვიზრდებოდი. საჭმელი და სასმელი ყოველთვის მქონდა. სანამ დაწყებითი კლასები არ დავამთავრე მამიდას მუშაობა არ დაუწყია, დედის დანაკლისი რომ არ მეგრძნო. თუმცა, რა თქმა უნდა, დედა შეუცვლელი ადამიანია. ჩემს შეცდომას არავის არ
ვაბრალებ, ვიცი რომ ჩემი ბრალია და პასუხისმგებლობის ტვირთსაც თავად უნდა გავუმკლავდე, მაგრამ ძალიან მიჭირს.

როგორც ყველა გოგონა, მეც მოუთმენლად ველოდი ბანკეტს. საგულდაგულოდ ავარჩიე კაბის სტილი, ფერი, დიდხანს ვეძებდი ხელმარჯვე მკერავს, რამდენჯერმე მოვიარე მაღაზიები და ბაზრობები, მაგრამ საბოლოოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამერიკიდან გამოვაგზავნინე მშობელს. ზუსტად ისე გამოვიყურებოდი როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი. ყველასგან გამორჩეული ვიყავი და ამას დაუფარავად აღნიშნავდნენ სხვებიც.

მეცხრე კლასიდან ჩემი ერთ-ერთი კლასელი, ნიკა მიყვარდა. თავად არასდროს გამოუჩენია ჩემდამი განსაკუთრებული სიმპათია, ამიტომ არასდროს მიგრძნობინებია მისთვის ჩემი სიყვარული. ნიკას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, გურამი. ერთმაეთისგან რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ. ნიკოლოზი კარგად სწავლობდა, კომუნიკაბელური იყო და ბევრი მეგობარი ჰყავდა. გურამი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, სიტყვაძუნწობდა და გოგონების წვალება მოსწონდა.

მინდოდა ბანკეტზე ჩემი მეწყვილე ნიკა ყოფილიყო, მაგრამ მან კლასის ყველაზე ლამაზი ქალიშვილი, ქეთი, აირჩია. გულწრფელად რომ ვთქვა, არც გამკვირვებია. სულ ჭორაობდნენ რომ ქეთისა და ნიკოლოზს მეგობრობაზე მეტი აკავშირებდათ. ძალიან ვეჭვიანობდი ფოტოგრაფის წინაშე ერთად რომ პოზიორობდნენ, ნიკა ნამდვილი ჯელტმენივით ექცეოდა ქეთის, მანქანაშიც ერთად ისხდნენ, გადმოსვლისას კარს უღებდა, ხელმკავგამოდებულები დადიოდნენ, ქეთევანს ფეხები რომ ასტკივდა ნიკამ ხელშიც კი აიყვანა. დავიბოღმე. მათი ყოველი ცეკვა უფრო და უფრო მაღიზიანებდა.

იმ საღამოს ბევრი დავლიე, არ ვიცი ჩემი ჭკუით სამაგიერო გადავუხადე ნიკას თუ უბრალოდ საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მამაკაცისთვის სასურველი შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაგრამ რესტორნიდან გურამისთან ერთად წამოვედი და სასტუმროში წავედით. ქალიშვილობა გადავაბარე ადამიანს, რომელიც არც კი მიყვარდა. (მას ხომ მითუმეტეს!)
ზაფხული ისე გავიდა, რომ არც ნიკა მინახავს და არც - გურამი.

უნივერსიტეტში მე და ნიკოლოზი ერთ ფაკულტეტსა და ჯგუფში მოვხვდით. ორ თვეში იმაზე მეტად დავახლოვდით ვიდრე სკოლაში... ბიბლიოთეკაში ერთად ვმეცადინეობდით, ერთად ვსადილობდით, 3-ჯერ კინოშიც კი დამპატიჟა. ორი თვეა რაც შეყვარებულები გავხდით. გასულ კვირას მისი დაბადების დღე იყო. ტყუპებმა ერთად აღნიშნეს. გურამს ჩემი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა, თუმცა მომესალმა. მოგვიანებით აივანზე მოსაწევად რომ გავედი უკან სიგარეტზე მომიკიდა და მშვიდი, მაგრამ მკაცრი და კატეგორიული ტონით მომიგო:

- ჩემს ძმას თავს თუ არ დაანებებ ყველას მოვდებ, რომ ბანკეტის ღამეს ჩემთან სექსი გქონდა. ფეხებზე მკიდია შენზე რას იტყვიან. - ეს იყო და ეს. მერე გავიდა.
ვიცი, რომ აუცილებლად შეასრულებს დაპირებას. მირჩიეთ როგორ შევინარჩუნო ნიკა, ხმა ჩავაგდებინო გურამის და არ გავანადგურო ჩემი რეპუტაცია...

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 49 /
ანი
ნიკასთან არანაირად არ გირჩევთ ურთიერთობის გაგრძელებას, იმიტომ რომ მომავალი არ აქვს ამ ურთიერთობას (ცნობილი მიზეზის გამო). რაც არ უნდა გიყვარდეთ ნიკა, გირჩევთ დაივიწყოთ და აღარ იფიქროთ მასზე.ცხოვრება წინაა,შეცდომა სხვასაც მოსვლია, მაგრამ ცხოვრებაზე ხელი არ ჩაუქნევიათ. შეხვდებით ვინმე ღირსეულ ადამიანს, რომელიც შეგიყვარდებათ და მასაც ეყვარებით,ნუ ეცდებით მის მოტყუებას და გაგიგებთ ამ შეცდომას და გაპატიებთ. დაუფიქრებელ ნაბიჯს ნუ გადადგამთ.
16:39 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სტაბილური ქსენია
და მეორეც,ეგ გურამი ნამდვილი გარეწარია! ერთი გაიმახსოვრე ცხოვრებაშI,არასოდეს ასეთი გარეწრების და მათი მუქარების არ შეგეშინდეს თორემ გაგთელავენ!ცხოვრებაში ჯუნგლების კანონი მოქმედებს,მხოლოდ ძლიერი გადარჩება.მთელი ცხოვრება წინ გაქვს,სისულელე არ გააკეთო!რაც მოხდა უკვე წარსულია,შენ ბედნიერ მომავალზე და წარმატებულ კარიერაზე იფიქრე.უშეცდომო არავინაა დედამიწაზე საყვარელო
15:48 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სტაბილური ქსენია
ხალხო ადამიანს უჭირს და თქვენმა რჩევამ იქნებ როგორ უშველოს ან პირიქით!!! როგორ გემეტებათ ადამიანი ასე სალანძღავად,სად გაიზარდეთ რა ხალხი ხართ!ამ გოგონას კი ვურჩევ მართლაც დაანებოს თავი,შენი თავისთვის არ უნდა მიგეცა უფლება შეყვარებულები გამხდარიყავით იმიტორო მის ძმასთან იწექი.ესაა მთავარი და არა ის რომ ქალიშვილი არ ხარ.
15:46 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მგზავრი
არცერთი ისტორია აქ მართალი არ მგონია, ჟურნალისტების პანტაზიას უკვე საზღვრები აგარ აქვს. ან სრულიად გაშტერდა ეს ხალხი, აქ რა რჩევაა საჭირო, წადი ქალო დაიძინე რა.
15:38 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანასტასია
ძმასთან ღალატს ვერავინ ვერ გაგიგებს მითუმეტეს ქართველი მენტალიტეტის ადამიანი. ძალიან ცუდია რომ შენს წამიერ სისუსტეს სიყვარული უნდა შესწირო, ამიტომაა ნაადრევი და გაუაზრებელი ნაბიჯები კოველთვის წარუმატებლობამდე მიგვიყვანს. ვწუხვარ რომ არაფრის რჩევა არ შემიძლია......
15:13 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
შენ გენაცვალე ზუსტად ჩემნაირი გოგო ყოფილხარ :*
14:25 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
რაუნდა გირცჰიოტნუტუ ვერ აზროვნებ როგორ უნდა გააგრდელო ურტიერტობა ნიკასტან როდესაც მის ტკუპის ცალტან გაცვალე
14:02 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ირა
რაც გინდოდა ის მიიღე გოგონი, აწი იცხოვრე "თავისუფალი" ცხოვრებით.
13:59 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
არ ვიცი ასეთ ისტორიებს ჟურნალისტები იგონებენ თუ მართლა ხდება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე კომენტარი გამეკეთებინა: რთულ სიტუაციაში ხარ ჩემო კარგო, ყველაზე მთავრი ის არის, რომ ეს საქართველოა და ასეთი რაღაცეების გამხელას დიდი ტრაგედია შეიძლება მოჰყვეს, ამიტომ შენი შეყვარებულის დავიწყებას გირჩევ.იმ ასაკში, როცა ეს შეცდომა ჩაიდინე, ვერ აცნობიერებდი რა გააკეთე, მაგრამ ახლა ხომ ხარ დიდი გოგო და იცი, რომ ყველა შეცდომაზე პასუხისგება გვიწევს. ხოდა შენც იტვირთე.. მთავარი ის არ არის ქალიშვილობა დაკარგე თუ არა, მთავარია ის, რომ მის ძმასთან გქონდა ურთიერთობა, ეს კი ყველაფერს ცვლის და არ მესმის, როგორ დაუშვი, ნიკა შენი შეყვარებული გამხდარიყო.. ვფიქრობ რომ ეგოისტი ხარ და არც ნიკა გიყვარს, თორემ ამ კითხვას არც დასვამდი, რადგან დარწმუნებული ვარ გამოსავალი თავადაც კარგად იცი.. ნიკა გაათავისუფლე
13:17 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS