04 მაისი, 2015
''ბანკეტის ღამეს შეყვარებულის ტყუპისცალთან ქალიშვილობა დავკარგე...''
როგორც ნია ამბობს, ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა. ყველაფერი საბედისწერო ბანკეტის ღამემ შეცვალა. ახლა მისი ცხოვრება ჯოჯოხეთია, გამოსავალს ვერ პოულობს, სერიოზულად ფიქრობს თავი ხომ არ მოიკლას.

ნია:
- მამიდა მზრდის. არაჩვეულებრივი ქალია. ძალიან ვემადლიერები. მამა საზღვარგარეთაა. დედა მშობიარობას გადაჰყვა. მამაჩემის წყალობით, გაჭირვებაში არ ვიზრდებოდი. საჭმელი და სასმელი ყოველთვის მქონდა. სანამ დაწყებითი კლასები არ დავამთავრე მამიდას მუშაობა არ დაუწყია, დედის დანაკლისი რომ არ მეგრძნო. თუმცა, რა თქმა უნდა, დედა შეუცვლელი ადამიანია. ჩემს შეცდომას არავის არ
ვაბრალებ, ვიცი რომ ჩემი ბრალია და პასუხისმგებლობის ტვირთსაც თავად უნდა გავუმკლავდე, მაგრამ ძალიან მიჭირს.

როგორც ყველა გოგონა, მეც მოუთმენლად ველოდი ბანკეტს. საგულდაგულოდ ავარჩიე კაბის სტილი, ფერი, დიდხანს ვეძებდი ხელმარჯვე მკერავს, რამდენჯერმე მოვიარე მაღაზიები და ბაზრობები, მაგრამ საბოლოოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამერიკიდან გამოვაგზავნინე მშობელს. ზუსტად ისე გამოვიყურებოდი როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი. ყველასგან გამორჩეული ვიყავი და ამას დაუფარავად აღნიშნავდნენ სხვებიც.

მეცხრე კლასიდან ჩემი ერთ-ერთი კლასელი, ნიკა მიყვარდა. თავად არასდროს გამოუჩენია ჩემდამი განსაკუთრებული სიმპათია, ამიტომ არასდროს მიგრძნობინებია მისთვის ჩემი სიყვარული. ნიკას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, გურამი. ერთმაეთისგან რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ. ნიკოლოზი კარგად სწავლობდა, კომუნიკაბელური იყო და ბევრი მეგობარი ჰყავდა. გურამი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, სიტყვაძუნწობდა და გოგონების წვალება მოსწონდა.

მინდოდა ბანკეტზე ჩემი მეწყვილე ნიკა ყოფილიყო, მაგრამ მან კლასის ყველაზე ლამაზი ქალიშვილი, ქეთი, აირჩია. გულწრფელად რომ ვთქვა, არც გამკვირვებია. სულ ჭორაობდნენ რომ ქეთისა და ნიკოლოზს მეგობრობაზე მეტი აკავშირებდათ. ძალიან ვეჭვიანობდი ფოტოგრაფის წინაშე ერთად რომ პოზიორობდნენ, ნიკა ნამდვილი ჯელტმენივით ექცეოდა ქეთის, მანქანაშიც ერთად ისხდნენ, გადმოსვლისას კარს უღებდა, ხელმკავგამოდებულები დადიოდნენ, ქეთევანს ფეხები რომ ასტკივდა ნიკამ ხელშიც კი აიყვანა. დავიბოღმე. მათი ყოველი ცეკვა უფრო და უფრო მაღიზიანებდა.

იმ საღამოს ბევრი დავლიე, არ ვიცი ჩემი ჭკუით სამაგიერო გადავუხადე ნიკას თუ უბრალოდ საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მამაკაცისთვის სასურველი შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაგრამ რესტორნიდან გურამისთან ერთად წამოვედი და სასტუმროში წავედით. ქალიშვილობა გადავაბარე ადამიანს, რომელიც არც კი მიყვარდა. (მას ხომ მითუმეტეს!)
ზაფხული ისე გავიდა, რომ არც ნიკა მინახავს და არც - გურამი.

უნივერსიტეტში მე და ნიკოლოზი ერთ ფაკულტეტსა და ჯგუფში მოვხვდით. ორ თვეში იმაზე მეტად დავახლოვდით ვიდრე სკოლაში... ბიბლიოთეკაში ერთად ვმეცადინეობდით, ერთად ვსადილობდით, 3-ჯერ კინოშიც კი დამპატიჟა. ორი თვეა რაც შეყვარებულები გავხდით. გასულ კვირას მისი დაბადების დღე იყო. ტყუპებმა ერთად აღნიშნეს. გურამს ჩემი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა, თუმცა მომესალმა. მოგვიანებით აივანზე მოსაწევად რომ გავედი უკან სიგარეტზე მომიკიდა და მშვიდი, მაგრამ მკაცრი და კატეგორიული ტონით მომიგო:

- ჩემს ძმას თავს თუ არ დაანებებ ყველას მოვდებ, რომ ბანკეტის ღამეს ჩემთან სექსი გქონდა. ფეხებზე მკიდია შენზე რას იტყვიან. - ეს იყო და ეს. მერე გავიდა.
ვიცი, რომ აუცილებლად შეასრულებს დაპირებას. მირჩიეთ როგორ შევინარჩუნო ნიკა, ხმა ჩავაგდებინო გურამის და არ გავანადგურო ჩემი რეპუტაცია...

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 49 /
ჯიჯი
მე გეტყვი რაა გააკეთო. ჯერ კუზანოვი მერე კი შენ ნიკას უთხარი რო ბანკეტის გამეს გაუაპატიურება დაგიპირა და შენ გაექეცი ეხლა კი ახლიდან რო შეგხვდა გემუქება რო ნიკას ისეთ რამეს ეტყვის დაგაშორებს. წინასწარ გააკეთე ნიკასთან შესავალი მერე ვერაფერს დაჯერებს გურამი :)
21:57 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
irachka
Erts girchev nika daiviwye da ufro metric arc nikas da აrc miss dzmas ardaenaxo tvalit sanam gurams gaulandzgixar nikastan sjobs dashorde da ისets gicnobdes rogoric xარ da ara rogorc quchis qals.(mapatiet amsityvistvis)magram miss tvalshi eg saxeli geqneba და ვerc verasdros gაპაtiebs radgan upatiebelia eg shecdoma qartvel mentalitetshi...
21:28 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
Tamazino
ყველაზე კარგი ის იქნება, თუ ნიკოლოზს დააჯერებ, რომ გურამი მასში შეგეშალა, რადგან ნასვამი იყავი (ტყუპები ხომ ძნელი გასარჩევია ერთმანეთისგან). თუ არა და კუზანოვი და მისი ჯანი!
21:28 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
irachka
Erts girchev nika daiviwye da ufro metric arc nikas da აrc miss dzmas ardaenaxo tvalit sanam gurams gaulandzgixar nikastan sjobs dashorde da ისets gicnobdes rogoric xარ da ara rogorc quchis qals.(mapatiet amsityvistvis)magram miss tvalshi eg saxeli geqneba და ვerc verasdros gაპაtiebs radgan upatiebelia eg shecdoma qartvel mentalitetshi...
21:26 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ჯობია სიმართლე თავიდანვე იცოდეს
20:04 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ნიკასაც ეცი პატივი და მაგრად გაგისწორდებათ ყველას :D
19:44 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
Aრამგონია რაიმე გზით გურამის გაჩუმება მოახერხო..თანაც რაც არ უნდა იყოს დიდხანს არაფერი იმალება:)ჩემი აზრით შენგან გაიგოსეგ ამბავი ის ჯობია ვიდრე სხვისგან..თანაცარ იცი რა სიტუაციაში გაიგებს..
19:02 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ძალიან ცოტაა შანსი შენი და ნიკას ცოლ-ქმრობისა (რაც ასე სანატრელია ხოლმე ქალისთვის) მაგრამ ჩემი რწმენით თუ ეგ მამაკაცი (ნიკა) "გინდა" მაშინ მასთან უნდა "იყო", დანარჩენს კი ცხოვრება აჩვენებს. დაიკიდე მისი ძმაც და მორალისტებიც. ცხოვრებაში იმაზე მაგარი არაფერია ვინც გინდა მასთან რომ ხარ თუნდაც ერთი ღამით, თუნდაც ერთი წუთით. ასე არ იზავ და დიდი ხნის მერე გული დაგწყდება ვინაიდან დაკარგულ დროს ვერასოდეს დაიბრუნებ. მორალისტები - სანაგვეში!
18:25 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
თუ ეგ მამაკაცი (ნიკა) "გინდა" მაშინ მასთან უნდა "იყო", დანარჩენს დრო აჩვენებს. დაიკიდე მისი ძმაც და მორალისტებიც და თვითონ ეგ ნიკაც თუ სხვანაირად აჭიკჭიკდა დროთა განმავლობაში. ცხოვრებაში იმაზე მაგარი არაფერია ვინც ჭეშმარიტად "გინდა" მასთან რომ "ხარ" თუნდაც ერთი ღამით, თუნდაც ერთი წუთით. ასე არ იზავ და დიდი ხნის მერე გული დაგწყდება ვინაიდან დაკარგულ დროს ვერასოდეს დაიბრუნებ. მორალისტები - სანაგვეში!
18:20 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე მოუყევი ნიკას თუ გაპატია ხომ კარგი თუ არა და შეუცვლელი არავინ არის,რაც მთავარია თავის მოკვლა აზრადაც არ გაივლო თაში მაგით ვერაფერს უშველი გარდა იმისა რომ სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვდები,რაც შეეხება არაქალიშვილობას დღეს ეგ პრობლემა არ არის აუცილებლად გამოჩნდება ვინმე,მაგრამ ცადე მაინც დაელაპარაკე ნიკას უთხარი ზუსტად მაშინ რატო გააკეთე
18:00 / 04-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS