04 მაისი, 2015
''ბანკეტის ღამეს შეყვარებულის ტყუპისცალთან ქალიშვილობა დავკარგე...''
როგორც ნია ამბობს, ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა. ყველაფერი საბედისწერო ბანკეტის ღამემ შეცვალა. ახლა მისი ცხოვრება ჯოჯოხეთია, გამოსავალს ვერ პოულობს, სერიოზულად ფიქრობს თავი ხომ არ მოიკლას.

ნია:
- მამიდა მზრდის. არაჩვეულებრივი ქალია. ძალიან ვემადლიერები. მამა საზღვარგარეთაა. დედა მშობიარობას გადაჰყვა. მამაჩემის წყალობით, გაჭირვებაში არ ვიზრდებოდი. საჭმელი და სასმელი ყოველთვის მქონდა. სანამ დაწყებითი კლასები არ დავამთავრე მამიდას მუშაობა არ დაუწყია, დედის დანაკლისი რომ არ მეგრძნო. თუმცა, რა თქმა უნდა, დედა შეუცვლელი ადამიანია. ჩემს შეცდომას არავის არ
ვაბრალებ, ვიცი რომ ჩემი ბრალია და პასუხისმგებლობის ტვირთსაც თავად უნდა გავუმკლავდე, მაგრამ ძალიან მიჭირს.

როგორც ყველა გოგონა, მეც მოუთმენლად ველოდი ბანკეტს. საგულდაგულოდ ავარჩიე კაბის სტილი, ფერი, დიდხანს ვეძებდი ხელმარჯვე მკერავს, რამდენჯერმე მოვიარე მაღაზიები და ბაზრობები, მაგრამ საბოლოოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამერიკიდან გამოვაგზავნინე მშობელს. ზუსტად ისე გამოვიყურებოდი როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი. ყველასგან გამორჩეული ვიყავი და ამას დაუფარავად აღნიშნავდნენ სხვებიც.

მეცხრე კლასიდან ჩემი ერთ-ერთი კლასელი, ნიკა მიყვარდა. თავად არასდროს გამოუჩენია ჩემდამი განსაკუთრებული სიმპათია, ამიტომ არასდროს მიგრძნობინებია მისთვის ჩემი სიყვარული. ნიკას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, გურამი. ერთმაეთისგან რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ. ნიკოლოზი კარგად სწავლობდა, კომუნიკაბელური იყო და ბევრი მეგობარი ჰყავდა. გურამი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, სიტყვაძუნწობდა და გოგონების წვალება მოსწონდა.

მინდოდა ბანკეტზე ჩემი მეწყვილე ნიკა ყოფილიყო, მაგრამ მან კლასის ყველაზე ლამაზი ქალიშვილი, ქეთი, აირჩია. გულწრფელად რომ ვთქვა, არც გამკვირვებია. სულ ჭორაობდნენ რომ ქეთისა და ნიკოლოზს მეგობრობაზე მეტი აკავშირებდათ. ძალიან ვეჭვიანობდი ფოტოგრაფის წინაშე ერთად რომ პოზიორობდნენ, ნიკა ნამდვილი ჯელტმენივით ექცეოდა ქეთის, მანქანაშიც ერთად ისხდნენ, გადმოსვლისას კარს უღებდა, ხელმკავგამოდებულები დადიოდნენ, ქეთევანს ფეხები რომ ასტკივდა ნიკამ ხელშიც კი აიყვანა. დავიბოღმე. მათი ყოველი ცეკვა უფრო და უფრო მაღიზიანებდა.

იმ საღამოს ბევრი დავლიე, არ ვიცი ჩემი ჭკუით სამაგიერო გადავუხადე ნიკას თუ უბრალოდ საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მამაკაცისთვის სასურველი შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაგრამ რესტორნიდან გურამისთან ერთად წამოვედი და სასტუმროში წავედით. ქალიშვილობა გადავაბარე ადამიანს, რომელიც არც კი მიყვარდა. (მას ხომ მითუმეტეს!)
ზაფხული ისე გავიდა, რომ არც ნიკა მინახავს და არც - გურამი.

უნივერსიტეტში მე და ნიკოლოზი ერთ ფაკულტეტსა და ჯგუფში მოვხვდით. ორ თვეში იმაზე მეტად დავახლოვდით ვიდრე სკოლაში... ბიბლიოთეკაში ერთად ვმეცადინეობდით, ერთად ვსადილობდით, 3-ჯერ კინოშიც კი დამპატიჟა. ორი თვეა რაც შეყვარებულები გავხდით. გასულ კვირას მისი დაბადების დღე იყო. ტყუპებმა ერთად აღნიშნეს. გურამს ჩემი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა, თუმცა მომესალმა. მოგვიანებით აივანზე მოსაწევად რომ გავედი უკან სიგარეტზე მომიკიდა და მშვიდი, მაგრამ მკაცრი და კატეგორიული ტონით მომიგო:

- ჩემს ძმას თავს თუ არ დაანებებ ყველას მოვდებ, რომ ბანკეტის ღამეს ჩემთან სექსი გქონდა. ფეხებზე მკიდია შენზე რას იტყვიან. - ეს იყო და ეს. მერე გავიდა.
ვიცი, რომ აუცილებლად შეასრულებს დაპირებას. მირჩიეთ როგორ შევინარჩუნო ნიკა, ხმა ჩავაგდებინო გურამის და არ გავანადგურო ჩემი რეპუტაცია...

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 49 /
მაკა
დავიჯერო აქამდე ძმამ არაფერი უთხრა ძმას?ზგაპარია.შეიძლება იცის კიდეც და სულ კიდია,ახლა თვითონ ცდილობს ჩაგიგოროს ლოგინში და თავს გაჩვენებს,ვითომ უყვარხარ.რას კარგავს?...არაფერს
07:27 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
აი რა მოუტანა ამ რაობას მექციკური და ბრაზილიური სერიალების ყურებამ. ჭ-ე კლასის დაუნი ქვეყნების მდარე ხარისხიანმა ფილმებმა. კახეთში, რამდენიმე წლის წინ გოგომ თავი მოიკლა საკუთარი ბიძაშვილი შეუყვარდა.... ეს დებილი გოგოა და იტყვი ხელის ჩამორთმევა იყო ისე იოლად გაუწვა ბიჭს, ახლა პრეტენზია აქვს მის ძმას გაყვეს ცოლად, სირცხვილიიი და თავის მოჭრა.
06:11 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
_____
იმის ნაცვლად რომ ურჩიოთ საერთოდ თავი დაანებოს ორივეს ეუბნებით რომ ძმები ერთმანეთს გადაკიდოს.როგორ უნდა უთხრას ნიკას შენმა ძმამ გაუპატიურება დამიპირაო.სიმართლე არ იმალება და ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს.ასე რომ სჯობს ეხლა გაიგოს და ეხლა გეტკინოს გული,უნდა დაივიწყო ნიკა,ესარის გამოსავალი..კი შეგიძლია ის მოატყუო მაგრამ არამგონია გურამიმ ამის უფლება მოგცეს.ტყუილზე აგებული ოჯახით ბედნიერი ვერ იქნები.ყოველთვის შიშში იცხოვრებ.ძნელია დაივიცწყო ადამიანი რომელიც გიყვარს მაგრამ ასე სჯობს შენთვისაც და მაგ ძმებისთვისაც
19:49 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
დეა
საერთოთ არაფერი უთხრა თორემ ძმებს ერთმანეთს სამუდამოდ გადაკიდებ და შენც გაგიმწარდება სიცოცხლე ორივეს შეშვი და შენი ცხოვრება მონახე გჯეროდეს ბევრათ უკეთესი გამოჩნდება ეგ ამბავი კი გულში დაიმარხე
17:11 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
nana
Me getyvi rom aseti sisulele arunda gageketebina.ras qvia shuri idzie.visze idzie shuri shen gaiubedure tavi.mapatie magram me ar mesmis aseti saqcieli.martla jobia orives tavi daanebo.eg sheni nika tu martla kscia aset rames ar gapatiebs.da tu mainc gapatia .gurami sicocxles gagimwarebs da ufro gagsubedurebs.
16:17 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
-----
უველაზე კარგი ვარიანტია ორივე ძმას თავი დაანებო ერთხელ და სამუდამოდ.დამიჯერე არ გინდა ეგეთი სიყვარული.გურამი შენ არასოდეს გაგახარებს , შენ იმაზეც არ გიფიქრია შენთან სექსი რატომ ქონდა? არ გიფიქრია რომშეიძლება მასაც მოწონდე?
13:17 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მისმინე ეგ უტვინობის ბრალია მაგრამ მაინც გირჩევ სიმარტლე უთხარი ნიკას თუ უყვარხარ გაპატიებსდა შენთან იქნება რა თქვენ კიდე ნუ ხარტ ბოროტები გაუგეთ ერთმანეთს
12:01 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
nina
გოგო შენ გეტყობა ქალიშვილობასთან ერთად ჭკუაც დაკარგე, ერთ ძმას ლოგინში ჩაუგორდი და მეორეს ცოლად გინდა გაყვე? თვითონ რომ გაპატიოს თვითონ არ უნდა იკადრო. დამრიგებლები გყაავს მოკლედ მტერს რომ გაუხარდება ისეთი. კუზანოვი რომ არ გყავდეთ რა გეშველებოდათ.
03:37 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ორივესტან იყავი ფუი შენი
01:13 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლია
შიმართლე თავიდანვე უნდა გეთქვა.მაგრამ რადგან ასე შეტოპე, ეხლა მაინც უნდა უთხრა სიმართლე ან დაშორდე!!!!!!
00:11 / 05-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS