04 მაისი, 2015
''ბანკეტის ღამეს შეყვარებულის ტყუპისცალთან ქალიშვილობა დავკარგე...''
როგორც ნია ამბობს, ეს ამბავი ერთი წლის წინ მოხდა. ყველაფერი საბედისწერო ბანკეტის ღამემ შეცვალა. ახლა მისი ცხოვრება ჯოჯოხეთია, გამოსავალს ვერ პოულობს, სერიოზულად ფიქრობს თავი ხომ არ მოიკლას.

ნია:
- მამიდა მზრდის. არაჩვეულებრივი ქალია. ძალიან ვემადლიერები. მამა საზღვარგარეთაა. დედა მშობიარობას გადაჰყვა. მამაჩემის წყალობით, გაჭირვებაში არ ვიზრდებოდი. საჭმელი და სასმელი ყოველთვის მქონდა. სანამ დაწყებითი კლასები არ დავამთავრე მამიდას მუშაობა არ დაუწყია, დედის დანაკლისი რომ არ მეგრძნო. თუმცა, რა თქმა უნდა, დედა შეუცვლელი ადამიანია. ჩემს შეცდომას არავის არ
ვაბრალებ, ვიცი რომ ჩემი ბრალია და პასუხისმგებლობის ტვირთსაც თავად უნდა გავუმკლავდე, მაგრამ ძალიან მიჭირს.

როგორც ყველა გოგონა, მეც მოუთმენლად ველოდი ბანკეტს. საგულდაგულოდ ავარჩიე კაბის სტილი, ფერი, დიდხანს ვეძებდი ხელმარჯვე მკერავს, რამდენჯერმე მოვიარე მაღაზიები და ბაზრობები, მაგრამ საბოლოოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამერიკიდან გამოვაგზავნინე მშობელს. ზუსტად ისე გამოვიყურებოდი როგორც ბავშვობაში ვოცნებობდი. ყველასგან გამორჩეული ვიყავი და ამას დაუფარავად აღნიშნავდნენ სხვებიც.

მეცხრე კლასიდან ჩემი ერთ-ერთი კლასელი, ნიკა მიყვარდა. თავად არასდროს გამოუჩენია ჩემდამი განსაკუთრებული სიმპათია, ამიტომ არასდროს მიგრძნობინებია მისთვის ჩემი სიყვარული. ნიკას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, გურამი. ერთმაეთისგან რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ. ნიკოლოზი კარგად სწავლობდა, კომუნიკაბელური იყო და ბევრი მეგობარი ჰყავდა. გურამი ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, სიტყვაძუნწობდა და გოგონების წვალება მოსწონდა.

მინდოდა ბანკეტზე ჩემი მეწყვილე ნიკა ყოფილიყო, მაგრამ მან კლასის ყველაზე ლამაზი ქალიშვილი, ქეთი, აირჩია. გულწრფელად რომ ვთქვა, არც გამკვირვებია. სულ ჭორაობდნენ რომ ქეთისა და ნიკოლოზს მეგობრობაზე მეტი აკავშირებდათ. ძალიან ვეჭვიანობდი ფოტოგრაფის წინაშე ერთად რომ პოზიორობდნენ, ნიკა ნამდვილი ჯელტმენივით ექცეოდა ქეთის, მანქანაშიც ერთად ისხდნენ, გადმოსვლისას კარს უღებდა, ხელმკავგამოდებულები დადიოდნენ, ქეთევანს ფეხები რომ ასტკივდა ნიკამ ხელშიც კი აიყვანა. დავიბოღმე. მათი ყოველი ცეკვა უფრო და უფრო მაღიზიანებდა.

იმ საღამოს ბევრი დავლიე, არ ვიცი ჩემი ჭკუით სამაგიერო გადავუხადე ნიკას თუ უბრალოდ საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მამაკაცისთვის სასურველი შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაგრამ რესტორნიდან გურამისთან ერთად წამოვედი და სასტუმროში წავედით. ქალიშვილობა გადავაბარე ადამიანს, რომელიც არც კი მიყვარდა. (მას ხომ მითუმეტეს!)
ზაფხული ისე გავიდა, რომ არც ნიკა მინახავს და არც - გურამი.

უნივერსიტეტში მე და ნიკოლოზი ერთ ფაკულტეტსა და ჯგუფში მოვხვდით. ორ თვეში იმაზე მეტად დავახლოვდით ვიდრე სკოლაში... ბიბლიოთეკაში ერთად ვმეცადინეობდით, ერთად ვსადილობდით, 3-ჯერ კინოშიც კი დამპატიჟა. ორი თვეა რაც შეყვარებულები გავხდით. გასულ კვირას მისი დაბადების დღე იყო. ტყუპებმა ერთად აღნიშნეს. გურამს ჩემი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა, თუმცა მომესალმა. მოგვიანებით აივანზე მოსაწევად რომ გავედი უკან სიგარეტზე მომიკიდა და მშვიდი, მაგრამ მკაცრი და კატეგორიული ტონით მომიგო:

- ჩემს ძმას თავს თუ არ დაანებებ ყველას მოვდებ, რომ ბანკეტის ღამეს ჩემთან სექსი გქონდა. ფეხებზე მკიდია შენზე რას იტყვიან. - ეს იყო და ეს. მერე გავიდა.
ვიცი, რომ აუცილებლად შეასრულებს დაპირებას. მირჩიეთ როგორ შევინარჩუნო ნიკა, ხმა ჩავაგდებინო გურამის და არ გავანადგურო ჩემი რეპუტაცია...

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 49 /
დედა
თავი დაანებე ორივე ძმას.. მიყევი სწავლას და გზაც გამოჩდება, არც შენ გაილანძღები...
18:05 / 31-05-2017
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
მოუყევი ნიკას ყველაფერი გირჩევ არ ინანებ
14:41 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ნიკას ყველაფერი მოუყევი :))
17:44 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
უფ ევროპა და ამერიკაო და იქ სულ მასე არ არის? თუ კი მივილტვით იმათკენ ისევე როგორც მაგ ტყუპების თაობა რაღა უკვირთ სერიალებში "სამკუთხედის თემა" სულ ფიგურირებს ეს ისე ზოგადად(რა თქმა უნდა არ მივესალმები ნათესავის კიდე ხო მაგრამ ძმის ტეხავს ძან, ისე ჯობა უთხრა მაინც გაიგებს ქართველს კაცს ისევე როგორც ქალს ენაზე კბილის დაჭერა არ სჩვევია.
11:49 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ყველაფერს სჯობს სხვის კრიტიკას მოეშვათ და საკუთარ თავს შეხედო ჯერ ეს ერთი.... მეორეც ნია ჩემო კარგო ყველაფერს სჯობს სიმართლე უთხრა შენ თვითონ აუხსნა ყველაფერი არამგონია რახან ძმაა გაპატიოს მაგრამ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია ასე იქნება თუბისე მაინც დაკარგვა უცერია და თავად უთხრა სიმართლე ყველაფერს სჯობს...
21:56 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მადონა
მართალია გიყვარს მაგრამ მაინც უნდა დაანებო თავი ორივე ძმას. რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი მაზლის გვერდით თუ ვერ დაჯდები ვერასდროს. ნამდვილი ბედნიერება გეწვევა და თავს ნუ დაიტანჯავ ამ ძმებზე ფიქრით.
16:25 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ორინოკო
მაგის ძმასთან იკოტრიალე და მერე შეყვარებული როგორ გახდი?!
16:33 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
mako
Chemi azrit kargi ikneba tu yvelapers mouyvebi nikas.ase upro gagiadvildeba.radgan gadacyvetilebas nika miigebs.damalvas mainc azri arak
09:01 / 20-05-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
ყველაფერს თავის დროზე სჭირდება საკითხის გადაჭრის ვითარების გამოსწორება სანამ დროა დროულად ვითარება სანამ დაიძაბება მერე გვიანია ნიაკო....!!!, გირჩევ ბედნიერებას, გისურვებ რომ გეწვიოს უსაზღვრო სიყვარული, მაგრამ არა მაგ არამზადას ხელში ყოფნის შემდეგ მათ გვერდით არასდროს გირჩევ დამიჯერე
00:06 / 17-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკუშ
ჩემი რჩევა ის იქნება ნია რომ თავი დანებო ორივეს ეს აუცილებელია თუ ერთმა ძმამ ასე გაგიკეთა დარწმუნებული იყავი მეორეც არ დაგინდობს, ამიტომ შეცადე ნიკას ნელ ნელა მოშორდე....
03:42 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS