მარიტა: ,,გარდატეხის ასაკში გოგონები მომწონდა, მაგრამ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციე. სადღაც წავიკითხე, რომ თვითგამორკვევისას ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, შენ უსვამ საკუთარ თავს კითხვას: ვინ ვარ მე? ვინ მინდა ვიყო? როგორი წესით მინდა ვიცხოვრო? პასუხებს იღებ, ფიქრობ და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებ. ჩემი არჩევანი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, თუნდაც რუტინად გადაქცეული.
21 წლის ასაკში ამიკო
ბოლო წელს ყველაფერი აირია, რისი მიზეზიც ჩემი ქმრის და, ნუცა გახდა. ნუცა საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ჩვენს ქორწილზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა. სამშობლოში დაბრუნება მეორე ქმართან გაყრის შემდეგ გადაწყვიტა. ჩათვალა, რომ უცხოელი მამაკაცების (მისი პირველი მეუღლე გერმანელი იყო, მეორე - ამერიკელი.)
არ ესმოდა და ქართველთან სურდა ცხოვრების დაკავშირება. ერთი ოთახი გამოვუყავით. მე და ნუცა ადვილად დავმეგობრდით და ძალიან დავახლოვდით. მალევე გამანდო, რომ პირველი ქმარი ორგიას სთხოვდა, მეორემ კი ბორდელი გახსნა და მისი დაქალების დასაქმება მოინდომა. ეს სავსებით მიუღებელი იყო ნუცას აზროვნებისთვის.
ჩემი ქმარი ხშირად სვამდა (ალკოჰოლიკობისკენ მიდრეკილება ხომ თითქმის ყველა ქართველი კაცის სენია), თავიდან ვსაყვედურობდი და ვუშლიდი, ბოლოს შევეგუე, შევთანხმდით რომ თუ მთვრალი მოვიდოდა შინ, სხვა ოთახში დაიძინებდა. ნუცა და ამიკო ადგილებს ცვლიდნენ. ამირანი დის საძინებელში წვებოდა, ნუცა კი - ჩემთან.
ნუცამ ჩემში ბედნიერების სხივი შემოიტანა, იმედებით ამავსო, სხვაგვარი ელფერი მიანიჭა ჩემს ცხოვრებას. უკეთესად დავიწყე ჩაცმა, საკუთარი თავი მეტად შემიყვარდა, ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ახლებურად დავუწყე ყურება.
ერთი თვის წინ ბავშვი მეუღლეს დავუტოვე და მულთან ერთად თურქეთში წავედი. ძალიან მომეწონა სტამბული. (თუმცა ნუცას გარეშე ვერ დავინახავდი მის ნამდვილ სილამაზეს.)
არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ ერთად, დილასა და შუადღეს ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ღირშესანიშნაობებს ვეცნობოდით, საღამოს ბარში, კლუბში ან რესტორანში მივდიოდით. 7 დღემ თვალის დახამხამებაში ჩაიფრინა. სულ დამავიწყდა, რომ ოჯახი მყავდა. წამოსვლის ღამეს ნუცასთან საუბრისას (ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებდით) მივხვდი რომ მულზე უგონოდ ვიყავი შეყვარებული.
დღესაც კი ვერაფერს ვუხერხებ ამ გრძნობას. ვერ ვერევი! გულის სიღმეში მინდა კიდეც, რომ სულ უფრო და უფრო ძლიერად შემიყვარდეს! ვგრძნობ, რომ არც ნუცაა გულგრილი. ამიკოსთან ცხოვრება აღარ მინდა. ვხვდები, რომ აუცილებელია სიმართლე ვუთხრა, მაგრამ არ ვიცი როგორ...
რადა მახარაძე