28 აპრილი, 2015
''არ ვიცი, ჩემ ქმარს როგორ ვუთხრა, რომ მისი და შემიყვარდა'' - ბისექსუალის აღსარება
29 წლის მარიტა თვლის, რომ ქართული ტრადიციებისა და საზოგადოებრივი ნორმებისთვის მიუღებელ ისტორიას გვიყვება. რედაქციაში წერილი მოგვწერა და გვთხოვა აუცილებლად გამოგვექვეყნებინა. ვასრულებთ დანაპირებს.

მარიტა: ,,გარდატეხის ასაკში გოგონები მომწონდა, მაგრამ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციე. სადღაც წავიკითხე, რომ თვითგამორკვევისას ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია, შენ უსვამ საკუთარ თავს კითხვას: ვინ ვარ მე? ვინ მინდა ვიყო? როგორი წესით მინდა ვიცხოვრო? პასუხებს იღებ, ფიქრობ და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებ. ჩემი არჩევანი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, თუნდაც რუტინად გადაქცეული.

21 წლის ასაკში ამიკო
გავიცანი და ორ წელიწადში ვიქორწინეთ კიდეც. ოთხი წელი სავსებით ნორმალური წყვილივით ვცხოვრობდით. იყო გაუგებრობები, ჩხუბი, ეჭვიანობა, სითბო, სიყვარული, სასიამოვნოდ გასახსენებელი მოგონებები. შვილიც შეგვეძინა. სალომე დღეს 3 წლისაა. ძალიან ჰგავს მამამისს. ორივეს დიდი შავი თვალები და ქერა თმა აქვთ.

ბოლო წელს ყველაფერი აირია, რისი მიზეზიც ჩემი ქმრის და, ნუცა გახდა. ნუცა საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ჩვენს ქორწილზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა. სამშობლოში დაბრუნება მეორე ქმართან გაყრის შემდეგ გადაწყვიტა. ჩათვალა, რომ უცხოელი მამაკაცების (მისი პირველი მეუღლე გერმანელი იყო, მეორე - ამერიკელი.)

არ ესმოდა და ქართველთან სურდა ცხოვრების დაკავშირება. ერთი ოთახი გამოვუყავით. მე და ნუცა ადვილად დავმეგობრდით და ძალიან დავახლოვდით. მალევე გამანდო, რომ პირველი ქმარი ორგიას სთხოვდა, მეორემ კი ბორდელი გახსნა და მისი დაქალების დასაქმება მოინდომა. ეს სავსებით მიუღებელი იყო ნუცას აზროვნებისთვის.

ჩემი ქმარი ხშირად სვამდა (ალკოჰოლიკობისკენ მიდრეკილება ხომ თითქმის ყველა ქართველი კაცის სენია), თავიდან ვსაყვედურობდი და ვუშლიდი, ბოლოს შევეგუე, შევთანხმდით რომ თუ მთვრალი მოვიდოდა შინ, სხვა ოთახში დაიძინებდა. ნუცა და ამიკო ადგილებს ცვლიდნენ. ამირანი დის საძინებელში წვებოდა, ნუცა კი - ჩემთან.

ნუცამ ჩემში ბედნიერების სხივი შემოიტანა, იმედებით ამავსო, სხვაგვარი ელფერი მიანიჭა ჩემს ცხოვრებას. უკეთესად დავიწყე ჩაცმა, საკუთარი თავი მეტად შემიყვარდა, ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ახლებურად დავუწყე ყურება.
ერთი თვის წინ ბავშვი მეუღლეს დავუტოვე და მულთან ერთად თურქეთში წავედი. ძალიან მომეწონა სტამბული. (თუმცა ნუცას გარეშე ვერ დავინახავდი მის ნამდვილ სილამაზეს.)

არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ ერთად, დილასა და შუადღეს ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ღირშესანიშნაობებს ვეცნობოდით, საღამოს ბარში, კლუბში ან რესტორანში მივდიოდით. 7 დღემ თვალის დახამხამებაში ჩაიფრინა. სულ დამავიწყდა, რომ ოჯახი მყავდა. წამოსვლის ღამეს ნუცასთან საუბრისას (ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებდით) მივხვდი რომ მულზე უგონოდ ვიყავი შეყვარებული.

დღესაც კი ვერაფერს ვუხერხებ ამ გრძნობას. ვერ ვერევი! გულის სიღმეში მინდა კიდეც, რომ სულ უფრო და უფრო ძლიერად შემიყვარდეს! ვგრძნობ, რომ არც ნუცაა გულგრილი. ამიკოსთან ცხოვრება აღარ მინდა. ვხვდები, რომ აუცილებელია სიმართლე ვუთხრა, მაგრამ არ ვიცი როგორ...

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მარინა
აგიწყვია ოჯახი
00:03 / 25-06-2017
გამოხმაურება / 0 /
საქართველო
როგორ დავიჯერო ორი მახინჯი სულის და ავადმყოფები ერთ ოჯახში როგორ სეიყარეთ. ეგ სიყვარული კი არ არის გარყვნილების მახინჯი გამოვლენაა. აქ რატომ წერ და ბილწავ ჰ.აერს.ჯოჯოხეთის მაშხალები
23:23 / 24-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რას ემსახურება ნეტა მსგვსი სტატიები?რატომ წერთ ასეთ სისულელეებს?
19:53 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
სატანის მსახური და გარყვნილო , ჩაძაღლდი. ახლა ყელი რომ გამოგჭრას შენც და შენს მულსაც ღირსები ხომ ხართ. საქმე ის არის ციხეშიც ვერ იტყვის თავმოყვარე კაცი, რამ აქცია მკვლელად.
00:14 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლგბტ
ლგბტ ს აქტივისტად გამოდგები,ნომერი დატოვე გაგაწევრიანებ,ხელფასი მაიც გექნება,შე უბედურ დღეზე გაჩენილო
22:55 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
საწყალი, გონება ამღვრეული აქვს . საიდანაც პატარა სხივი დაინახა ჩათვალა ,რომ ეს სიყვარულია და თან როგორი.?
01:24 / 01-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
ბავშვს რო ეტყვიან დედაშენმა მამიდაშენთან უღალატა მამაშენსო,ვაი შენს პატრონს...
20:52 / 30-04-2015
გამოხმაურება / 0 /
mariee
Sayvarelo marita, mind erti ram girchio am qartvelebs xom wesad gvaqvs sxvis saqmeshi cxviris chayofis da choraoba sxvis cxovrebaze, aravis ar miaqcio yuradgeba da ise icxovre rogorc guls gauxardeba. Aravis enebs ar ayve da ecade naklebi yuradgeba miaqcio vin ras ityvis.. chven adamianebi am qveynd sul besnierebis dziebashi vart da ecade am usaqmuri xalxis enebs ar ahyveee. Warmatebebi pirad cxovrebashi
21:22 / 29-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
გამიგია რომ ჩემს დიდ ბებიასაც უყვარდა თავის მული, ხოდა შენც გიყვარდეს. არ არი საჭირო ამისი თქმა. (თუმცა შეიძლება ვცდები)
15:38 / 29-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
მიუხედავად იმისა, რომ მონათხრობის ნამდვილობაში ეჭვი მეპარება (იმაში მაინც, რომ ასეთ ისტორიას ქართველი ქალი თავისით ნამდვილად არ მოყვებოდა), ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელი არაფერიც არ არის)) იმის მაგივრად, წერილის ავტორი ვლანძღოთ, მგონი ჯობია იმაზე ვიფიქროთ, რომ ურთიერთობებს გამოკვება სჭირდება და ცოლ-ქმრობას სწორედ ამყარებს ის, რასაც ჩვენ რომანტიკას ვეძახით და გგვგონია, რომ მხოლოდ ფილმებში ხდება. დარწმუნებული ვარ, ამ ქალს რომ ქმრისგან ეგრძნო ოდნავი ყურადღება, შესძლებოდა მასთან ერთად ისეთივე თავისუფალი ყოფილიყო, როგორც მულთან, არც სიყვარულს შეექმნებოდა საფრთხე და არც ოჯახს)) პრობლემა იმაშია, რომ ქართველი კაცების 98% თვლის, რომ ქორწინების შემდეგ ქალს მხოლოდ სექსი აკმაყოფილებს)))))))))
02:34 / 29-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS