17 ივლისი, 2013
სავაშ ბალდარის სიყვარულით ცოლად თურქს გავყევი
ყველამ ყველაფერი იცოდა. იცინოდნენ, რომ არა სავაში აჰმედზე ხომ გული არ მოგიბრუნდებოდაო. ვიცი, ყველა გამლანძღავს და ბევრი მასხარადაც ამიგდებს, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, და არც მინდა ამაზე ვიფიქრო. მე და აჰმედმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ მაღაზიაში გავიცანით.

მე უბრალო გამყიდველი გახლდით, ის მეპატრონე. შევამჩნიე, რომ პირველი დანახვისთანავე მოვეწონე, მაგრამ ისე მჭირდებოდა სამსახური, რომ მის ფლირტს ჩვეულებრივად შევხვდი. ერთ კვირაში ყავაზე დამპატიჟა, მაგრამ თურქ მეპატრონესთან ერთად კაფეებში სიარული არ მინდოდა.
მეშინოდა ვინმეს არ დავენახე და ჩემი მშობლებისთვის არ ეთქვა.

ისედაც მამაჩემი ძლივს ეგუებოდა, რომ გამყიდველად ვმუშაობდი. თვითონ საწარმოო ტრავმა მიიღო და ერთი წლის წინ ფეხი მოაჭრეს. მას შემდეგ ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა უკან წავიდა.

აჰმედს არსად მივყვებოდი, ისიც თითქოს მაცდიდა და ელოდებოდა როდის მომიბრუნდებოდა მასზე გული. ბოლოს თავი დამანება და ყურადღებას აღარ მაქცევდა. თითქმის არ მელაპარაკებოდა.

მეც დავსვენე, მაგრამ გულში ოდნავ მეწყინა, რომ ასე ადვილად დამთმო. რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თურქულ სერიალს მოვკარი თვალი. დედამ მითხრა, რომ მთელი საქართველო ვინმე სავაშ ბალდარის სიყვარულით იწვოდა. რამდენჯერმე მეც ვუყურე და სიმართლე რომ გითხრათ დამაინტერესა.

ერთ დღეს სამსახურში მისული აჰმედს გამოველაპარაკე და სერიალზე რაღაცები ვკითხე. საუბარში ამყვა და იმ საღამოს მეპატრონეს პირველად გავყევი ყავაზე. იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. ნელ-ნელა მე და აჰმედი დავახლოვდით. თავიდან მხოლოდ მათი ქვეყნის კულტურაზე და მაღაზიის ამბებზე ვსაუბრობდით და ერთ დღეს მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო.

თავიდან თანამშრომლებს ვუმალავდი, მაგრამ ერთ დღეს თვითონ მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან ყველამ ყველაფერი იცოდა. იცინოდნენ, რომ არა სავაში აჰმედზე ხომ გული არ მოგიბრუნდებოდაო.

ორი კვირის წინ აჰმედს მოულოდნელად ცოლად გავყევი. მე ასე ვთვლი, დედაჩემი კი მეუბნება, რომ ჩემი ''სავაში'' (როგორც მას დაცინვით ეძახდა) ორ თვეში მიმაგდებს და ხელსაც არ მოაწერს ჩემთან. ახლა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდთ, სამსახურში აღარ დავდივარ.

მართალია, მის გამო ოჯახი, ნათესავები და სამეგობრო წრ დავკარგე, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვარ, ჯერჯერობით თავს მარტო არ ვგრძნობ.
იმედია, დედის სიტყვები არ გამართლება და ჩემი ''სავაში'' სამუდამოდ ჩემთან დარჩება.

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნატალი
.სოფიკოს ვეტანხმები. მამაჩემი მად მუშაობდა რამდენიმე წელი და ისიც ასე მიკვებოდა ტვიტონ ზიან ქალებს კი ამუშავებენო არცეტიკაცი არ გირს ნატესაცებისა და მეგობრების დაკარგვის ფასად მხოლოდ სიკვარული არაფერია,
18:17 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
რელიგია
ხალხნო მე საქართველოში მართლმადიდებლურ ოჯახში დავიბადე გავიზარდე და მეც მართლმადიდებელი ვარ.ჩემი ნახევარიდა აზერბაიჯანში გაიზარდა მუსულმანურ ოჯახში და მუსულმანია.აჭარელი უახლოესი მეგობრები მყავს 1 ქრისტიანია და მეორე მუსულმანი.საქართველოში დაბადებული ებრაელელიც იუდაიზმის მიმდევარია.აქ მარტივი ლოგიკაა,რომელი საეწმუნოების მშობლებიც გზრდიან ბავსვობიდანვე იმ რელიგიის მიმდევარი ხარ.მე რომ ისრაელში დავბადებულიყავი და ებრაელი დედ-მამა მყოლოდა მეც იმათი სარწმუნოების ვიქნებოდი.ვიღაც წერს თათარს ლოთი ქართველი მირჩევნიაო.თათარში მაჰმადიანს გულისხმობს ალბათ,ახლა იმათ კითხე ჩევნი სანაქებო ქრისტიანი ქართველები როგორ ცნობილია ტურქეთში პროსტიტუციით,ნარკომანიით,მაღაზიაში მომუშავე ქურდებით და მკვევებით.2 წლის უკან ქრისტიანმა ოჩხიკიძეებმა იყო რომ მოკლეს 11 წლის გერი და დაანაწევრეს და სანაგვეზე გადაყარეს.ახლა იმ ბავშვის ახლობლებს კითხე ქრისტიანი როგორ ჯობია თათარს.ხალხნო ადამიანობაა მთავარი,ვინ რომელი სარწმუნოების მიმდევარია,ეს მის გულშია.კაცი იყავი და სადაც გინდა იქ ილოცე.
09:09 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
ნინიას ვათანხმები 100 000%-ით.
04:48 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
წავიკითხე კომენტარები.ზოგს ვეთანხმები,ზოგს არა.იცით რა არ მესმის?სავაშია თუ ვიღაც,რამ გადაგრიათ.ჩვეულეებრივზე ჩვეულებრივი მამაკაცია.უბრალოდ ასეთი აღტაცების გამოხატვით,აკნინებთ ქართველ მამაკაცებს!რამდენი ახალგაზრდაა,რომელიც ბევრად სჯობია თქვენს სავაშს.ეგ თქვენი გმირი ცხოვრებაში როგორი პიროვნებაა,ეგ ცალკე თემაა.სავაშის გამო თურქთან ოჯახის შექმნაში ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ!
00:40 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ლოთი არცერთი არ ვარგა.უქმრობა ჯობია ლოთს და სადისტს.მუსულმანი,ქრისტიანი და ებრაელი მეგობრობასა და საერთო ურთიერთობაში არანაირი პრობლემაა არაა მთავარია ადამინი იყოს,მე თუ ეკლესიაში ვილოცებ და ჩემი მეგობარი სინაგოგაში ან მეჩეთში ამით არაფერი მიშავდება.მაგრამ ქორწინების დროს მართლაც დიდ პრობლემებს ქმნის,შვილების გაჩენისას მაინც თავს იჩენს ეს საკითხი.პირადად მე მინდა ჩემმა ქმარ-შვილმა ერთად ვილოცოთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში და სახლშიც მართლმადიდებლური დღესასწაულები აღვნიშნო,ქმარს თავისი ენდომება,ბუნებრივია.ათეისტი თუ შეგხვდა და არ ჩაგერევა კიდე არა უშავს...............რავიციიიიი.
15:21 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ლოთი ქართველი გერჩივნოთ,ვიდრე მუსულმანი სირი, ამრავლეთ თათრები და ზანგები,
14:59 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფიკო
15 წელია თურქეთში ვცხოვრობ და ამ ხალხს მოხარშულს ვიცნობ.არიან ძევლი სოვეტსკი ქალები და მათ შორის ბევრი ქართველიც ამათზე დაქორწინებულები.არიან კარგებიც და ცუდებიც როგორც ყველა ერში,მაგრამ არ არსებობს გამორიცხულია სარწმუნოების პრობლემა არ შეგექმნას ოჯახში,თუ ქმრის მხრიდან არა,დედამთილ-მამათილისგან მაინც გექნება ამ საკითხზე ბრძოლა.აუცილებლად მოგთხოვენ გამუსულმანებას.მე აქ გათხოვილი ქართველი ქალი ჯერ ბედნიერი არ მინახავს.არ არსებობს კიდე არ გიღალატონ და საყვარელი არ გაიჩინონ.სისხლში აქვთ ტყუილი გამჯდარი.სპეციალურად ეძებენ ყოფილ სოვეტსკი ქალებს,მარტივად აღგვიქვამენ და ცდილობენ იქეთ გამუშაონ და წამოგორდენენ ტახტზე.მე არ ვურჩევ არცერთ ქართველ ქალს ამათზე დაქორწინებას.მასა ბნელია და რომელიც ხარისხიანი იმას ჩვენ არ ვუნდივართ,თავისივე ერი ურჩევნია.
13:06 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნ.გ-ს
კი, არსებობს და თქვენი სახით აქ წერს კომენტარებს, მაგრამ ამაზე უარესებიც არიან- ბოღმები და რა გეშველებათ მართლა. კლავიატურას ამოფარებულო ბოროტო, გასიებულო ქალებო.
09:46 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხატია
რა ცუდი ადამიანები ხარათ რა გინდათ ამ გოგონასგან, ვიგაც იდიოტ, ლოთ ქართველს რომ გაყოლოდა ხომ კარგი გოგო იქნებიდა,გმერთმა ბედნიერი გამყოფოს
06:09 / 18-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნ.გ.
ნეტა თუ მართლა ასრსებობს ასეთი "ბატის ტვინა" ხალხი?
17:26 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS