17 ივლისი, 2013
სავაშ ბალდარის სიყვარულით ცოლად თურქს გავყევი
ყველამ ყველაფერი იცოდა. იცინოდნენ, რომ არა სავაში აჰმედზე ხომ გული არ მოგიბრუნდებოდაო. ვიცი, ყველა გამლანძღავს და ბევრი მასხარადაც ამიგდებს, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, და არც მინდა ამაზე ვიფიქრო. მე და აჰმედმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ მაღაზიაში გავიცანით.

მე უბრალო გამყიდველი გახლდით, ის მეპატრონე. შევამჩნიე, რომ პირველი დანახვისთანავე მოვეწონე, მაგრამ ისე მჭირდებოდა სამსახური, რომ მის ფლირტს ჩვეულებრივად შევხვდი. ერთ კვირაში ყავაზე დამპატიჟა, მაგრამ თურქ მეპატრონესთან ერთად კაფეებში სიარული არ მინდოდა.
მეშინოდა ვინმეს არ დავენახე და ჩემი მშობლებისთვის არ ეთქვა.

ისედაც მამაჩემი ძლივს ეგუებოდა, რომ გამყიდველად ვმუშაობდი. თვითონ საწარმოო ტრავმა მიიღო და ერთი წლის წინ ფეხი მოაჭრეს. მას შემდეგ ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა უკან წავიდა.

აჰმედს არსად მივყვებოდი, ისიც თითქოს მაცდიდა და ელოდებოდა როდის მომიბრუნდებოდა მასზე გული. ბოლოს თავი დამანება და ყურადღებას აღარ მაქცევდა. თითქმის არ მელაპარაკებოდა.

მეც დავსვენე, მაგრამ გულში ოდნავ მეწყინა, რომ ასე ადვილად დამთმო. რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თურქულ სერიალს მოვკარი თვალი. დედამ მითხრა, რომ მთელი საქართველო ვინმე სავაშ ბალდარის სიყვარულით იწვოდა. რამდენჯერმე მეც ვუყურე და სიმართლე რომ გითხრათ დამაინტერესა.

ერთ დღეს სამსახურში მისული აჰმედს გამოველაპარაკე და სერიალზე რაღაცები ვკითხე. საუბარში ამყვა და იმ საღამოს მეპატრონეს პირველად გავყევი ყავაზე. იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. ნელ-ნელა მე და აჰმედი დავახლოვდით. თავიდან მხოლოდ მათი ქვეყნის კულტურაზე და მაღაზიის ამბებზე ვსაუბრობდით და ერთ დღეს მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო.

თავიდან თანამშრომლებს ვუმალავდი, მაგრამ ერთ დღეს თვითონ მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან ყველამ ყველაფერი იცოდა. იცინოდნენ, რომ არა სავაში აჰმედზე ხომ გული არ მოგიბრუნდებოდაო.

ორი კვირის წინ აჰმედს მოულოდნელად ცოლად გავყევი. მე ასე ვთვლი, დედაჩემი კი მეუბნება, რომ ჩემი ''სავაში'' (როგორც მას დაცინვით ეძახდა) ორ თვეში მიმაგდებს და ხელსაც არ მოაწერს ჩემთან. ახლა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდთ, სამსახურში აღარ დავდივარ.

მართალია, მის გამო ოჯახი, ნათესავები და სამეგობრო წრ დავკარგე, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვარ, ჯერჯერობით თავს მარტო არ ვგრძნობ.
იმედია, დედის სიტყვები არ გამართლება და ჩემი ''სავაში'' სამუდამოდ ჩემთან დარჩება.

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნატი
ნინიას ვეთანხმებ და კიდევ ის რომ ქრისტიანი ქრისტიანზე უნდა გათხოვდეს.
17:19 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ადმინ-ს
ტყუილად შლი ოსმანის კომენტარებს.მაინც დაწერს,კაცი მართალს ამბობს.რატომ ლანძღავთ სხვა ერს.
15:06 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ოსმანი
ვინც თურქებს წუნკლიანს უწოდებს თავად არის წუნკლიანი და უზრდელიც.
15:05 / 26-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფიკო
ვინც მე მომმართავს იმის საყურადღებოდ.თურქზე არ ვარ გათხოვილი,ქართველი ქმარ-შვილითა და შვილიშვილებით ვცხოვრობ თურქეთში.თავად რას ვაკეთებ შეგიძლია გადაამოწმო ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში.შენ მე მლანძღავ თუ თურქ კაცებს ზუსტად ვერ გავიგე,სწორი ქართულით დაწერე და ეთიკა დაიცავი.
08:58 / 24-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფიკოს
15 წ ტურქეტში ვცოვრობ და რჩევებს იზლევი, ტავად რას აკეტებ, არა ხარ ტურქზე გატოვილი მაშ რას აკეტებ მანდ ისე როგორ უნდა გიჭირდეს ტურქ გაყვე, აი კაცი რომ არ ვამხო ისე მოვკდები და მაგ წუნკლიანებს არ მივეკარები
18:22 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
იი
მეპატრონე ტუა ნაქირავებში ცხოვორბტ ? ვაივაო ტურქს გაყვე და ტან ღრიბს? საწყალი დედაშენი :(
18:18 / 23-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ოტტო
ტუტრუცანა :)
02:41 / 22-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფიკო
ნატალი თურქები ზიან და ქალებს ამუშავებენო წერ,თავიანთ თურქ ქალებს არ ამუშავებენ,ჩვენებს ყოფილ საბჭოთა ქალებს ამუშავებენ და ისიც თუ მართლა ცოლად შეირთო.ოფიციალურად არ ქორწინდებიან ჩვენს ქართველ ქალებზე,რომ გავშორდე ან მოვკვდე ქონება არ დარჩესო.საერთოდ ყოფილ საბჭოთა ქალებს ცუდი რეპუტაცია გვაქვს და ქართველი ყველა იაფი და დიშოვკა ხასადაა მიჩნეული.ჩვენი ბრალია......
20:17 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
ძალიან გული მტკივა,რომ თურქი კაცები საქართველოში საგულაოდ ისე ჩამოდიან,როგორც ჩვენები გრიალებდნენ რუსეთში კომუნისტების დროს...წინათ ქართველი ქალი თავს იკლავდა,რომ თურქეთში არ წაეყვანათ ტყვედ..დღეს ჩვენი ქალები გულუხვად "მასპინძლობენ" ახმედებს.ხუსეინებს.ბურხანებს...
14:33 / 20-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მია-გმადლობ!
ვწუხვარ,როდესაც ოჯახის შექმნას ასე დაუფიქრებლად წყვეტენ!
22:16 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS