17 ივლისი, 2013
სავაშ ბალდარის სიყვარულით ცოლად თურქს გავყევი
ყველამ ყველაფერი იცოდა. იცინოდნენ, რომ არა სავაში აჰმედზე ხომ გული არ მოგიბრუნდებოდაო. ვიცი, ყველა გამლანძღავს და ბევრი მასხარადაც ამიგდებს, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, და არც მინდა ამაზე ვიფიქრო. მე და აჰმედმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ მაღაზიაში გავიცანით.

მე უბრალო გამყიდველი გახლდით, ის მეპატრონე. შევამჩნიე, რომ პირველი დანახვისთანავე მოვეწონე, მაგრამ ისე მჭირდებოდა სამსახური, რომ მის ფლირტს ჩვეულებრივად შევხვდი. ერთ კვირაში ყავაზე დამპატიჟა, მაგრამ თურქ მეპატრონესთან ერთად კაფეებში სიარული არ მინდოდა.
მეშინოდა ვინმეს არ დავენახე და ჩემი მშობლებისთვის არ ეთქვა.

ისედაც მამაჩემი ძლივს ეგუებოდა, რომ გამყიდველად ვმუშაობდი. თვითონ საწარმოო ტრავმა მიიღო და ერთი წლის წინ ფეხი მოაჭრეს. მას შემდეგ ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა უკან წავიდა.

აჰმედს არსად მივყვებოდი, ისიც თითქოს მაცდიდა და ელოდებოდა როდის მომიბრუნდებოდა მასზე გული. ბოლოს თავი დამანება და ყურადღებას აღარ მაქცევდა. თითქმის არ მელაპარაკებოდა.

მეც დავსვენე, მაგრამ გულში ოდნავ მეწყინა, რომ ასე ადვილად დამთმო. რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თურქულ სერიალს მოვკარი თვალი. დედამ მითხრა, რომ მთელი საქართველო ვინმე სავაშ ბალდარის სიყვარულით იწვოდა. რამდენჯერმე მეც ვუყურე და სიმართლე რომ გითხრათ დამაინტერესა.

ერთ დღეს სამსახურში მისული აჰმედს გამოველაპარაკე და სერიალზე რაღაცები ვკითხე. საუბარში ამყვა და იმ საღამოს მეპატრონეს პირველად გავყევი ყავაზე. იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. ნელ-ნელა მე და აჰმედი დავახლოვდით. თავიდან მხოლოდ მათი ქვეყნის კულტურაზე და მაღაზიის ამბებზე ვსაუბრობდით და ერთ დღეს მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო.

თავიდან თანამშრომლებს ვუმალავდი, მაგრამ ერთ დღეს თვითონ მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან ყველამ ყველაფერი იცოდა. იცინოდნენ, რომ არა სავაში აჰმედზე ხომ გული არ მოგიბრუნდებოდაო.

ორი კვირის წინ აჰმედს მოულოდნელად ცოლად გავყევი. მე ასე ვთვლი, დედაჩემი კი მეუბნება, რომ ჩემი ''სავაში'' (როგორც მას დაცინვით ეძახდა) ორ თვეში მიმაგდებს და ხელსაც არ მოაწერს ჩემთან. ახლა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდთ, სამსახურში აღარ დავდივარ.

მართალია, მის გამო ოჯახი, ნათესავები და სამეგობრო წრ დავკარგე, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვარ, ჯერჯერობით თავს მარტო არ ვგრძნობ.
იმედია, დედის სიტყვები არ გამართლება და ჩემი ''სავაში'' სამუდამოდ ჩემთან დარჩება.

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნ.მ
არ გახდნენ თურქი მამაკაცები ჩვენი ქალებისათვის საოცნებო? უკვე რამდენი გოგონა ოცნებობს ამაზე!
21:48 / 21-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო :)
რამდენჯერ უნდა ვთქვა დაანებეთ ამ სერიალების ყურებას თავიი!! :D რა ეშველება საქართველოს მარტო ქალები კი არა კაცებიც რომ უყურებენ სერიალებს....
00:08 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვერიკო
თურქი ოსმანა თურმე მართლმადიდებელი გამხდარა და 18 წელიათვალებში უყურებს ჩვენს ქართველ ქალბატონსოოო.....ვაი ვაი....გავიგუდე სიცილით
18:17 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კესო
მაგრად ვიცინე."მე" რომ წერს 18 წელია თურქი ოსმანი თვალებში მიყურებს რა გამიხარდევბა თანაც მართლმადიდებელიაო.ამას ვინ ჭამს????
10:41 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კახია
თურქების პატარძალი "მე" გაჩუმდა.არ პასუხობს,ტყუილი დაწერა ნაღდია.
08:15 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თათია
მე-ს. ის თქვენი თურქი მათლმადიდებელი მეუღლე ოსმანი ალბათ საქართველოში ცხოვრობს,თორემ მის ქვეყანაში ეგენი თავიანთ ერის ცოლებს არ უყურებენ თვალებში და უცხოს ვინ გაახარებს.
20:42 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მე-ს
უფალმა დაგლოცოთ.თქვენი თურქი მეუღლე თავიდანვე იყო მართლმადიდებელი თუ სარწმუნოება შეიცვალა?
18:28 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
მე 18 წელია თურქზე ვარ გათხოვილი და არანაი პრობლემა არ მქონია. მთავარი სიყვარულია, ჩემი მეუღლე და შვილებიც მართლმადიდებლები არიან. მადლობა ღმერთს რომ ოსმანი გამაცნო და გამომიგზავნა მისი თავი. დღემდე თვალებში მიყურებს რა გამიხარდება და რა -არა
03:37 / 02-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ვეთანხმები მაკუნას.ქრისტიანობაშიც კი არის სხვაობა და მაჰმადიანს გაყვე ხომ სულ ვერ შეეგუება ვერც ქალი და ვერც კაცი.ორივე მხარე ცალცალკე მართალია.
18:01 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
თითქოს არაა შორიდან პრობლემა დაოჯახებისას რელიგიის სხვადასხვაობა,მაგრამ მერწმუნეთ წლების განმავლობასი და შვილების გაჩენისას სირთულეები აუცილებლად ჩნდება.მე მართლმადიდებელი ვარ და მეუღლე კათოლიკე და შემექმნა პრობლემები,თუნდაც იმ საკითხში რომ ჯვარი ვერ დავიწერეთ და კიდე ბავშვები მართლმადიდებლურად არ მომანათვლინა.თავისი გადმოსახედიდან ის მართალია,მე კიდე ჩემთან ერთად მინდა ბავსვებმა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვიაროთ.ეს არის დიდი პრობლემა ხალხნო.ნუ გაჰყვებით სხვა სარწმუნოებისას.
10:58 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS