22 აპრილი, 2015
"ქმარს ეროტიკული ფოტოსესია შევთავაზე, ამიტომ დედობის უფლებას მართმევს...''
სოციალური ქსელის გვერდზე 30 წლის ნანუკამ თავისი გასაჭირის შესახებ მოგვწერა. იგი რჩევას ითხოვს, რადგან დაბნეულია, ძალიან ეშინია, რომ დედობის უფლებას ჩამოართმევენ და ბავშვებს ვეღარასდროს ნახავს.

ნანუკა: ,,მთელი შეგნებული ცხოვრება მოდელობაზე ვოცნებობდი. ფოტოსესიები, სცენაზე სიარული და ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მომწონდა, მაგრამ ალექსანდრეს გაცნობის შემდეგ ყველაფერზე უარი ვთქვი და თავი ოჯახს მივუძღვენი.უგონოდ მიყვარდა (მიყვარს), მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარების სურვილით ვიყავი შეპყრობილი.

მეუღლეს მუშაობა არასდროს დაუშლია, მაგრამ სანამ ბავშვები არ წამოიზარდნენ სახლში ვიყავი. ვიცოდი რომ ჩემს
ქმარს ძიძის აყვანა არ გაახარებდა. განა იმიტომ, რომ ფული დაენანებოდა, უბრალოდ თვლიდა, რომ შვილები დედამ უნდა აღზარდოს და ადამიანური ფასეულობები ჩაუნერგოს. ჩემი უფროსი ქალიშვილი 8 წლისაა, უმცროსი - ექვსის.

ოთხი თვეა, რაც სარეკლამო კომპანიაში დავიწყე მუშაობ, ანაზღაურება არც თუ ისე დიდია, გამომუშავებაზეა, მაგრამ მცირე თანხაც კი დამოუკიდებლობის გრძნობას მიჩენს.

სექსში ალექსანდრე საკმაოდ გახსნილი, თავისუფალი და კრეატიულია. სადაქალოში ხშირად განვიხილავდით ჩვენი ლოგინის ამბებს, მეუღლეების სექსუალურ შესაძლებლობებს. გოგონებს ყოველთვის აოცებდათ მისი ტემპერამენტი და ორიგინალური სურვილები. ხანდახან არც კი მიჯერებდნენ, მეუბნებოდნენ ნუ იგონებ რაღაცებსო. დარწმუნებული ვარ საქართველოში იშვიათია ასეთი კაცი. სწორედ მისმა თანამედროვე ხედვამ გამათამამა.

ჩვენს კომპანიაში კოლეგები საუბრობდნენ, რომ ამერიკაში ტარდებოდა ეროტიკული ფოტოების კონკურსი. მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო. საჭირო იყო ინტერნეტით სურათისა და საკუთარი მონაცემების გადაგზავნა. გამარჯვებულს 50 000$-ს და წვრილმან პრიზებს გადასცემდნენ.

გონებაში ჩამიჯდა. დიდხანს ვიფიქრე, მერე კი ფოტოგრაფები გავიკითხე. ერთი გოგონა ვიპოვე, რომელსაც პროფესიული განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული. მის შემოქმედებას გავეცანი, თითქმის სულ ეროტიკულ ჟანრში იღებდა. არც ერთი მისი სურათი არ ყოფილა ვულგარული ან გამაღიზიანებელი. თითოეულიდან სილამაზე და რომანტიკული ვნება გამოსჭვიოდა. გადავწყვიტე ალექსანდრესთვის შიშველი ფოტოსესია შემეთავაზებინა.

ერთ ღამეს, ალერსის შემდეგ ჩემი განზრახვა შევაპარე. შემოსასვლელშიც ხომ არ გამოვჭიმოთო გაიხუმრა. მე სერიოზულად მივუგე, ბავშვები რომ გათხოვდებიან, რატომაც არა-თქო. გადაირია, სახლში ყველაფერი დალეწა. ვცდილობდი ამეხსნა, რომ სიშიშვლე და სექსი ხელოვნებაა.

ყური არ დაუგდია ჩემთვის. ბავშებს გაეღვიძათ, მათ თვალწინ ხელი მომკიდა და ნახევრად შიშველი (ღამის პერანგის ანაბარა) სადარბაზოში გამაგდო. კარებზე ვუბრახუნებდი და ვთხოვდი, რომ შინ შევეშვი. ღამის გათევა კარის მეზობელთან მომიწია. მეორე დღეს სამსახურში მივაკითხე. ისე მელაპარაკებოდა და მიყურებდა თითქოს იაფფასიანი კახპა ვყოფილიყავი. მითხრა, რომ ასეთ გარყვნილ ქალს არ უნდა აღეზარდა მისი შვილები, რომ გოგონებზე ცუდ გავლენას მოვახდენდი... რომ ბოზივით ვაზროვნებდი...

სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომ დედობის უფლება ჩამომართვან. ნათესავისგან გავიგე, თურმე ბავშვების უცხოეთში წაყვანა სურს, ჩემთან მალულად შეხვედრა რომ ვერ მოახერხონ. ფოტოსესიისა და ფულის შოვნის სურვილის გამო ქმარსაც ვკარგავ და შვილებსაც. დამეხმარეთ... რა გავაკეთო?

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
ნანუკას
შენი ქმარი ზუსტად ისე მოქცეულა, როგორც ქართველი, ღირსეული ვაჟკაცი. არ ხარ ოჯახის ღირსი, ბორდელშია შენი ადგილი.
11:25 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
123
ჯერ დაქალებთან განგეხილა ეს საკიტხი :D
11:21 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
ო,მძიმე შემთხვევაა. დიდი შეცდომა დაუშვი. ეგ სიშიშვლის და სექსის ხელოვნება მხოლოდ თქვენ ორისა იყო და გამოჭენება აღარ სჭირდებოდა. ვერც შენი ქმარი გცნობია კარგად.
10:03 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
მთლად ასე იოლად და მარტივადაც არ იქნებოდა ყველაფერი როგორც ამ სტატუაში წერს
08:57 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
lali
Girsic iqnebi.kaxpa xar aba ra xar.daqalebtan qmris liginis shesaxeb rogor saubrobdi fu.
03:02 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
mariami
ადვოკატი აიყვანე კარგი და საქმეს აუცილებლად მოიგებ:) შემოსასვლელში დასაკიდად არვიცი, მაგრამ ეროტიული ფოტოსესია პირადი სიამოვნებისთვის დასაშვებია:) ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა ხდებოდეს და ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ.
02:46 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ანიკა
ფუ რა კვერცხი ხარ ბიძია შენი ქმარი ქლიავი
02:04 / 23-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
1. ბანძი ქალი ხარ; 2. შენი ქმარიც ბანძია მაგრამ შენ უფრო; 3. შენ და იმ გოგომ ქმრები უნდა გაცვალოთ 4-5 სტატიით ქვემოთ ქმარს რომ მინეტის გამო გამოექცა...))
17:53 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
sdja
საღოლ ქმარი კარგი უქნია: დ:დ
17:08 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
iana
ადვოკატი აიყვანე
13:42 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS