20 აპრილი, 2015
''არჩევანი მომავალ ქმარსა და მამას შორის გავაკეთე და ცხოვრება დამენგრა…'' - ხევსურულ ტრადიციას შეწირული გოგონა
''ხშირად გვესმის ფრაზები, რომ ქართველობას გვართმევენ, ტრადიციებს გვინგრევენ, მაგრამ ფაქტია, ბევრ ტრადიციას დღემდე ჰყავს მსხვერპლი და მათი დიდ ნაწილი ქალები ვართ'', - ეს სიტყვები საკუთარი ამბის მოყოლამდე 32 წლის მაკამ გვითხრა.

- 28 წლის ვიყავი, გოგა რომ გავიცანი. ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობ და ჩვენთან მოვიდა საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე. სამ თვეში გოგას თანაშემწედ გადამიყვანეს და ძალიან მალე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მალე ყველამ გაიგო ჩვენ შესახებ, მაგრამ დაოჯახებას არ ვჩქარობდით. ორი წელი ისე
გავიდა, ვერაფერი გავიგეთ. სულ ერთად ვიყავით, მივლინებებშიც კი ერთად დავდიოდით.

- როგორც ვხვდები, თქვენი ურთიერთიერთობის წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
- არა, გოგას მშობლები და და გავიცანი და ყველა ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენი ურთიერთობით. ერთადერთი, იმას გვეხვეწებოდნენ, რომ მალე დავოჯახებულიყავით. პატარები მართლა არ ვიყავით, მაგრამ საკმაოდ რთული სამსახური გვქონდა. თან გოგა ხევსური იყო და ხანდახან მისი სიჯიუტე მაფიქრებდა, რამდენად კომფორტულად ვიცხოვრებდით ერთად. რამდენჯერმე მისი ხასიათის გამო სერიოზულადაც ვიჩხუბეთ და დაშორებულიც ვიყავით, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა ვძლებდით და შემდეგ ისევ ვრიგდებოდით.

- შენი მშობლებისთვის არ გაგიცნია?
- ორი ძმა მყავდა დასაბინავებელი და ჩვენც საკმაოდ ვიწროდ ვცხოვრობდით. მათთვის ბინები რომ ეყიდა, დედა ათი წლის წინ იტალიაში წავიდა საცხოვრებლად და იმდენი გააკეთა, რამდენიმე წელიწადში ორივე შვილი ცალკე გაიყვანა და ქორწილებიც გადაუხადა, მაგრამ არ ჩამოდიოდა, ბარემ შენც გიყიდი ბინას, მოგხედავ და ისე დავბრუნდები საქართველოშიო. მე და მამა ვცხოვრობდით და მერიდებოდა სახლში მოყვანა. მამას ვერც ვუბედავდი იმის თქმას, რომ შეყვარებული მყავდა. ცოტა თავისებური კაცია, მკაცრი ხასიათით. ერთი წლის წინ გოგამ ხელი მთხოვა. მეც დავთანხმდი, დავიღალე, რომ სამსახურში ყველა ჩვენს ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. დედაჩემს ძალიან გაუხარდა და ერთ თვეში სამშობლოში დაბრუნდა. ოროთახიანი ბინა ვიყიდე გარეუბანში, მეტი არ მომივიდა და გავაქირავე. თებერვალი იყო და ქორწილი ივნისში დავნიშნეთ, მანამდე გოგა ჩემი მშობლების და ძმის გასაცნობად მოვიყვანე.

- თქვენს ურთიერთობაში რა უნდა მომხდარიყო, რომ დღეს თავს უბედურად გრძნობ?
- მამამ ჩემი მომავალი საქმროს გვარი რომ გაიგო, სხვათა შორის უთხრა, რომ ჯარში მისი გვარის მეგობარი ჰყავდა, მერე ერთმანეთი დაკარგეს და ვეღარ იპოვა. საუბარში გამოარკვიეს, რომ გოგას მამაზე ლაპარაკობდა. უცებ მამაჩემა მაგიდას მუშტი დაარტყა, ეს ქორწილი არ შედგება, თქვენ და-ძმა ხართო. როგორც გოგამ ამიხსნა, ჯარში ხევსურული ტრადიციით სისხლით ძმობა უთქვამთ ერთმანეთისთვის. იმ ღამეს ტირილში გავათენე. გოგა იმ იმედით წავიდა სახლში, რომ მამამისი მაინც იტყოდა, რომ რაღაც შეცდომაა და ჯარში ასეთი ძმაკაცი არ ჰყოლია, მაგრამ ამაოდ. მეორე დღეს მითხრა, ყველაფერი გვერდზე გავწიოთ და ჩვენი ბედნიერებისთვის ვიქორწინოთო, თან დაამატა, დად ვერასოდეს აღგიქვამო. როგორც მივხვდი, მისი ოჯახის წევრები ძალიან წინააღმდეგიც არ წასულან, მაგრამ მამაჩემმა თქვა, თუ მას ცოლად გავყვებოდი, ამ სირცხვილს ვერ გადაიტანდა და თავს მოიკლავდა.

- დაიჯერე?
- კი, რადგან მართლა ასე იზამდა. უცნაური კაცია, მგონია, რომ ეგოისტურად ვუყვარვარ და სულ არ ადარდებდა ძმადნაფიცობა, უბრალოდ, ჩემი სახლიდან წასვლა და გათხოვება არ უნდოდა. სიყვარულზე მამის გამო უარი ვთქვი და სამსახურიდანაც წამოვედი. გოგამაც ადვილად დამთმო, ძალიან ეწყინა, რომ ტრადიციებზე მან თქვა უარი და მე არა. დღეს ყველაზე უბედური ვარ, უმუშევარი, გასათხოვარი და დილა-საღამოს მამაჩემის ბედნიერ სახეს ვუყურებ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
ჰჰჰა
სისულელეა
01:51 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ნუ იგონებთ ესეთ სისულელებს ჟურნალისტები, თავად თქვენ ქმნით ათას სულელურ ამბავს...
01:48 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
მე გეტყვით სიმართლეს...ამ გოგონას დედა,იტალიაში სამი ბინის საყიდელ ფულს ხელფასით ვერ იშოვიდა. მევახშეებს და თანამემამულეებს ჩასაფრებულ გეგმიურ ბედნიერებაში უფალმა ხელი შეუშალა
01:31 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი დედა
ორი თაობა მაინც უნდა გაიზარდოს კიდევ, რო ეს მახინჯი აზროვნება გაქრეს. 60 წლის წინ ჯარის ძმაკაცი და დიდი ბებიის მაზლისშვილი და კიდევ იქით ვიღაცეები. ბნელა საქურთველოში და მაგრად ბნელა.
13:38 / 30-04-2015
გამოხმაურება / 0 /
sonka1
ხევსურებს უთქვამთ ”დავიკიდოთო” და რა შუაშია ტრადიცია. რაღაც ძაააააააააააან იდიოტობასთან გვაქვს საქმე:))))) მეცინება. ეგოისტი თუა მამა, მაშინ მის ეგოისტობას დააბრალეთ. შტერი ხააარ ქალაუ, შტერიიიიი :))) ან მამა გიჟია და ბოდავს. ან შენ ხარ გიჟი და ბოდავ:))) ან ჩვენ გვაგიჟებ :))))
09:55 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაააა ძალაა? რამდენიი ვიცინეეეე
კაცსს ხევსური არ უნდა სიძედ და ძალააა. ჩემებსს მეგრელი და კახელი არ უნდოდატ ,მელოტი და უმუშევარი ,სოპლელი და მუსულმანი უსწავლელი და ყეყეჩიც არ დაგვანახვოო და ავდექი და საერტოდ გადავიკარგე ქვეყნიდან. ახლა სიძის მზეს პიცულობენ
09:12 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნია
რატომ მოსწონს ამ ხალხს მსხვერპლის როლში ყოფნა. როგორ დავიჯერო მამის ყველა სიტყვას ასე ასრულებდა როგორც ეს შეასრულა. მამა საბაბად გამოიყენა ან უბრალოდ თემა ააგორა სოც. ქსელში
08:58 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ashekali
Gamezina am statiase- mama tu egoistia , chveni tradizia ra shuashia amastan. Tanaz magari zmadnapizebi kopilan- amdeni weli ar moukitxiat ertmaneti:-). Maka,mamasheni tavs ar moiklavs, dawknardi,mshishara da egoisti kazia. mixede shens tavs- shexvdi Gagas isev, sikvatuli ukvalod ar kreba- mere ra rom nawkenia, patieba stxove da guli moubrundeba.tkven ori unda gaupritxildet ertmanets- ojaxis wevrebi, natesavebi da a.sh.pativi ezit mat,magram tkven urtiertobashi aravin ar unda chariot. warmatebebi :-)
23:42 / 26-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
იდიოტი ხარ,ქალავ შენ....რა ჯანდაბად გინდა ეგეთი მამა.დაგასვენებდათ ყველას,ანუ ვეთანხმები ვააააას
22:25 / 26-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ვინ იგონებს ესეთ სსულელეებს...
17:07 / 26-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS