20 აპრილი, 2015
''არჩევანი მომავალ ქმარსა და მამას შორის გავაკეთე და ცხოვრება დამენგრა…'' - ხევსურულ ტრადიციას შეწირული გოგონა
''ხშირად გვესმის ფრაზები, რომ ქართველობას გვართმევენ, ტრადიციებს გვინგრევენ, მაგრამ ფაქტია, ბევრ ტრადიციას დღემდე ჰყავს მსხვერპლი და მათი დიდ ნაწილი ქალები ვართ'', - ეს სიტყვები საკუთარი ამბის მოყოლამდე 32 წლის მაკამ გვითხრა.

- 28 წლის ვიყავი, გოგა რომ გავიცანი. ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობ და ჩვენთან მოვიდა საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე. სამ თვეში გოგას თანაშემწედ გადამიყვანეს და ძალიან მალე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მალე ყველამ გაიგო ჩვენ შესახებ, მაგრამ დაოჯახებას არ ვჩქარობდით. ორი წელი ისე
გავიდა, ვერაფერი გავიგეთ. სულ ერთად ვიყავით, მივლინებებშიც კი ერთად დავდიოდით.

- როგორც ვხვდები, თქვენი ურთიერთიერთობის წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
- არა, გოგას მშობლები და და გავიცანი და ყველა ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენი ურთიერთობით. ერთადერთი, იმას გვეხვეწებოდნენ, რომ მალე დავოჯახებულიყავით. პატარები მართლა არ ვიყავით, მაგრამ საკმაოდ რთული სამსახური გვქონდა. თან გოგა ხევსური იყო და ხანდახან მისი სიჯიუტე მაფიქრებდა, რამდენად კომფორტულად ვიცხოვრებდით ერთად. რამდენჯერმე მისი ხასიათის გამო სერიოზულადაც ვიჩხუბეთ და დაშორებულიც ვიყავით, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა ვძლებდით და შემდეგ ისევ ვრიგდებოდით.

- შენი მშობლებისთვის არ გაგიცნია?
- ორი ძმა მყავდა დასაბინავებელი და ჩვენც საკმაოდ ვიწროდ ვცხოვრობდით. მათთვის ბინები რომ ეყიდა, დედა ათი წლის წინ იტალიაში წავიდა საცხოვრებლად და იმდენი გააკეთა, რამდენიმე წელიწადში ორივე შვილი ცალკე გაიყვანა და ქორწილებიც გადაუხადა, მაგრამ არ ჩამოდიოდა, ბარემ შენც გიყიდი ბინას, მოგხედავ და ისე დავბრუნდები საქართველოშიო. მე და მამა ვცხოვრობდით და მერიდებოდა სახლში მოყვანა. მამას ვერც ვუბედავდი იმის თქმას, რომ შეყვარებული მყავდა. ცოტა თავისებური კაცია, მკაცრი ხასიათით. ერთი წლის წინ გოგამ ხელი მთხოვა. მეც დავთანხმდი, დავიღალე, რომ სამსახურში ყველა ჩვენს ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. დედაჩემს ძალიან გაუხარდა და ერთ თვეში სამშობლოში დაბრუნდა. ოროთახიანი ბინა ვიყიდე გარეუბანში, მეტი არ მომივიდა და გავაქირავე. თებერვალი იყო და ქორწილი ივნისში დავნიშნეთ, მანამდე გოგა ჩემი მშობლების და ძმის გასაცნობად მოვიყვანე.

- თქვენს ურთიერთობაში რა უნდა მომხდარიყო, რომ დღეს თავს უბედურად გრძნობ?
- მამამ ჩემი მომავალი საქმროს გვარი რომ გაიგო, სხვათა შორის უთხრა, რომ ჯარში მისი გვარის მეგობარი ჰყავდა, მერე ერთმანეთი დაკარგეს და ვეღარ იპოვა. საუბარში გამოარკვიეს, რომ გოგას მამაზე ლაპარაკობდა. უცებ მამაჩემა მაგიდას მუშტი დაარტყა, ეს ქორწილი არ შედგება, თქვენ და-ძმა ხართო. როგორც გოგამ ამიხსნა, ჯარში ხევსურული ტრადიციით სისხლით ძმობა უთქვამთ ერთმანეთისთვის. იმ ღამეს ტირილში გავათენე. გოგა იმ იმედით წავიდა სახლში, რომ მამამისი მაინც იტყოდა, რომ რაღაც შეცდომაა და ჯარში ასეთი ძმაკაცი არ ჰყოლია, მაგრამ ამაოდ. მეორე დღეს მითხრა, ყველაფერი გვერდზე გავწიოთ და ჩვენი ბედნიერებისთვის ვიქორწინოთო, თან დაამატა, დად ვერასოდეს აღგიქვამო. როგორც მივხვდი, მისი ოჯახის წევრები ძალიან წინააღმდეგიც არ წასულან, მაგრამ მამაჩემმა თქვა, თუ მას ცოლად გავყვებოდი, ამ სირცხვილს ვერ გადაიტანდა და თავს მოიკლავდა.

- დაიჯერე?
- კი, რადგან მართლა ასე იზამდა. უცნაური კაცია, მგონია, რომ ეგოისტურად ვუყვარვარ და სულ არ ადარდებდა ძმადნაფიცობა, უბრალოდ, ჩემი სახლიდან წასვლა და გათხოვება არ უნდოდა. სიყვარულზე მამის გამო უარი ვთქვი და სამსახურიდანაც წამოვედი. გოგამაც ადვილად დამთმო, ძალიან ეწყინა, რომ ტრადიციებზე მან თქვა უარი და მე არა. დღეს ყველაზე უბედური ვარ, უმუშევარი, გასათხოვარი და დილა-საღამოს მამაჩემის ბედნიერ სახეს ვუყურებ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
ююю
ასეთი "ვაჟკაცობის“ ფორმულები სცოდნია და ცოლი როგორ გაუშვა იტალიაში ბინების ფულის საშოვნელად, საინტერესოა? არ იცის რომ თავისი ცოლი ყველამ თვითომ უნდა მ.....ს?
15:45 / 01-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინ
ხევსურულად ფიცვერცხლით ხდება ძმად გაფიცვა და არა სისხლით.როცა რამეს იგონებთ,დეტალები მაინც დახვეწეთ კაცმა დაიჯეროს
13:01 / 01-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ბუნდრა
ისეთი ამბები მოიგონეთ ხოლმე, რომ დამაჯერებელი იყოს. კომენტარებშიც ჩანს,რომ უმრავლესობა ხვდება რომ ეს არის მოგონილი ზღაპარი.თუმცა ერთი შემთხვევა ვიცი ბიჭმა თქვა ამ გოგოს ცოლად ვერ მოვიყვანო, ძუძუმტეები ვყოფილვართო.ეს ნადვილად მოხდა და გავშალოთ დისკუსია ამ თემაზე
07:05 / 02-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
მე მჯერა ეს ისტორია ასე იქმნებოდა უბრალოდ დებილია ეს გოგო და იგლოვოს ეხლა
17:22 / 20-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ნუ ბოდიალობთ რაღაცეებს რაა..
09:35 / 12-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ელ
ნეტა ამ სისულეებს ვინც იგონებს რაა !!!!!
10:46 / 11-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
საზიზღარი მამა ჰყოლია ამ გოგოს 21 საუკუნეში ვინღა აქცევს ქართულ ტრადიციას ყურადღებას ერთი მითხარით. შვილი გააუბედურა და ოჯახის გარეშე დატოვა და თვითონ კიდე ბედნიერია. ნაგავი კაცი.
22:36 / 10-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სულ ამას ვიძახი, რომ შვილებს იმისთვის არ უნდა აჩენდნენ რომ სიბერეში მომხედავსო. ვიგოდნიკ ხალხს ვერ ვიტან.მერე აყვედრიან გაგზარდე გაგზარდეო. ვინ გაძალებდა რო აჩენდი და თუ გააჩინე ვალდებულიც ხარ გაზრდო დაუყვედრებლად. მიეცით შვილებს უანგარო სიყვარული და ყველაფერი თავისთავაე მოხდება. უყვარს- ნუ შეუშლი ხელს თუნდაც იმის გამო რომ შენ არ დაგბრალდეს მისი უბედურება მომავალში. დაუყვედრებლად ვზარდოთ შვილები რომ დაუყვედრებლად დავბერდეთ
14:54 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
,,,
შვილიც მამაზე ნაკლებ შერეკილი არ ყოფილა.
12:59 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
კაით რაააა
დარწმუნევული ვარ ეს ყველაფერი ზღაპარიააა ან სიზმარი :)
13:10 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS