15 აპრილი, 2015
''მეორე ქმარმა რესტორანში პატრულის თვალწინ მცემა...''
თავის მართლება დავიწყე, მაგრამ არ მომისმინა, ხელი თმაში ჩამავლო და ცემა დამიწყო 33 წლის ნათია დღეს უკვე ნანობს, რომ მეორედ გათხოვდა, რადგან მიიჩნევს, რომ ამჯერადაც შეცდა და მეორე ქმარი პირველზე უარესად ექცევა.

- ათი წლის წინ ნუგზარს იმიტომ დავშორდი, რომ ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ საყვარელი გაიჩინა. არადა, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და დარწმუნებული ვიყავი, მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა. პირველი ქმრის ოჯახი სამი თვის ბავშვით დავტოვე და მშობლების სახლში დავბრუნდი. ნუგო თითქოს ნანობდა და შერიგებას მთხოვდა, მაგრამ მას
შემდეგ, რაც გავიგე, რომ მისი საყვარელიც ბავშვს ელოდებოდა, სამუდამოდ დავემშვიდობე. ახლა ერთად ცხოვრობენ და უკვე ორი შვილიც ჰყავთ.

- როგორ გაგრძელდა შენი ცხოვრება?
- ერთი ძმა მყავს და ჩემ გამო ვერ ქორწინდებოდა. ვის უნდა, ოროთახიან სახლში დედამთილ-მამამთილი და ბავშვით Yმობრუნებული მული. დედამ დიდხანს ვერ უყურა ჩემს ამ მდგომარეობას და მამასთან ერთად სამუშაოდ იტალიაში წავიდა. საბედნიეროდ, გაუმართლათ და ორივე ერთ სახლში მოეწყო სამუშაოდ, არადა, კაცისთვის სამსახურის შოვნა იქ წარმოუდგენელია. ორ წელიწადში გარეუბანში ოროთახიანი ბინა მიყიდეს და ჩემს გოგონასთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავედი. ბავშვი უკვე სკოლაში დადიოდა და მე სალონში დავიწყე მუშაობა, მანიკიურს ვაკეთებ. ცუდად არ ვცხოვრობდი, დედაც მეხმარებოდა და ყოფილი ქმარიც.

- პირადი ცხოვრების აწყობაზე აღარ გიფიქრია?
- არა, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი. თან, ხომ გითხარით, კარგად ვგრძნობდი თავს, სანამ ორი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში კახა არ გამოჩნდა. თბილისში ახალი ჩამოსული იყო, დისტრიბუტორად მუშაობდა და ორ დასთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ერთმანეთი სალონში გავიცანით და მალე დავახლოვდით. სახლშიც მოდიოდა სტუმრად და ბავშვისთვის საჩუქრები მოჰქონდა. ერთ თვეში ცოლობა მთხოვა და მეც დავთანხმდი. ძალიან შევეჩვიე და შემეშინდა, უარს თუ ვეტყოდი, ჩემგან სამუდამოდ წავიდოდა. მშობლები საკმაოდ ნორმალურად შეხვდნენ ჩემს არჩევანს. კახა ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად და სამსახურისთვის თავის დანებება მთხოვა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ კახა ხელცარიელი არასოდეს მოდიოდა, მაცივარი სულ სავსე მქონდა პროდუქტით.

- პრობლემები როდის დაიწყო?
- სამწუხაროდ, ეჭვიანი აღმოჩნდა და საშინელი რეაქცია ჰქონდა, როდესაც ყოფილი ქმარი მირეკავდა და ბავშვის მასთან გაშვებას მთხოვდა. ეჭვიანობდა მეზობლის მამაკაცებზე და ხანდახან თავის ძმაკაცებზეც კი. ერთხელ თანამშრომლის დაბადების დღეზე რესტორანში წამიყვანა, სწორედ იქ მოხდა საშინელება, როდესაც იუბილარის ბიძაშვილს ვეცეკვე. მეუღლის გვერდით ვიჯექი, საცეკვაოდ რომ გამიწვია და ნებართვა მას სთხოვა. კახა და ის ბიჭი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. ცეკვას რომ მოვრჩი, მეუღლემ რესტორნის ეზოში ჩამიყვანა და მაგინა. თავის მართლება დავიწყე, მაგრამ არ მომისმინა, ხელი თმაში ჩამავლო და ცემა დამიწყო. მოულოდნელად პატრული გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ, დაინახეს, რომ მცემდა, მაგრამ ვუთხარი, რომ ვიკამათეთ და ყველაფერი კარგად იყო. კახას უთხრეს, რომ ჭკვიანად მოქცეულიყო და წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ ცემა ისევ გააგრძელა. გამოვექეცი და ტაქსი გავაჩერე, ქუჩაზე გადმოსვლა ვეღარ გაბედა. იმ ღამესვე დების სახლში ორი ჩემოდნით გავუგზავნე თავისი ნივთები. ერთად სულ რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ. ამ ინციდენტიდან უკვე ორი თვე გავიდა და ყოველდღე მეხვეწება შერიგებას, მაგრამ უარს ვეუბნები. ძველ სამსახურში გავედი და ვნანობ, რომ უცხო კაცი ასე მარტივად შემოვუშვი სახლში.

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
marii
Yველა ასეტ კაცს უნდა აგინო მარტლა რა ქალმაა მარტლა უნდა გაწყდეს ასეტიკაცების სინსილააა.კაცი როცა ერტხელ აგმარტავს ქალზე ხელს ის უკვე ამას ვეგარ გადაეცჰვევა.სწორად მოქცეულა ტავს ომ უსჰველა მაგრამ ასე ადრე არ უნდა სჰემოესჰვა ის კაცი სახლჰიი.
01:10 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
გინდა ჩემს სახლში იყოს, გინდა თავის "დვარეცში". კაცს თავი როგორ უნდა აცემინო? არ გესიამოვნებათ, მაგრამ მსხვერპლის როლში ყოფნა თავად მსხვერპლს სიამოვნებს. როგორ აბა სხვანაირად? თუ არ მსურს,ვერც ვერავინ დამამცირებს. თუ არ იმსახურებ და სხვას თავის დაჩაგვრის უფლებას აძლევ, მაშინ ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვს. ეცი საკუთარ თავს პატივი და მერწმუნე, პატარადან დაწყებული დიდიც დაგაფასებს.
09:29 / 26-04-2015
გამოხმაურება / 0 /
kaxas
Eee kaxa me var da shen vin chuchlika xar chems cols cemas rom upireb? Tu ginda orive agakrat ertmanetze?
22:13 / 24-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მასეთი ეჭვიანი კაცი ნამდვილი პათოლოგია! მისი გამოსწორება არც ეცადო!!!! კარგია თავს რომ დროზე უშველე....
16:38 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
კახა
მაინც გცემ, თან ბევრად უფრო მაგრად!
15:39 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS